
იმპროვიზატორთან ყოფნა სახალისოა, ის მომენტით ცხოვრობს და ადამიანების მიმართ გულწრფელი ინტერესი ამოძრავებს. იმპროვიზატორი ძალიან კეთილი და ხელგაშლილია, ყველანაირად ცდილობს სხვას რამე კარგი გაუკეთოს. სიყვარულს მარტივად, პირდაპირ და გულწრფელად გამოხატავს, თეორიები და სირთულეები არ უყვარს. როგორც წესი, ძლიერი N და T-ს მქონე ადამიანებს თავს არიდებს, – სიმარტივე ყველაფერს ურჩევნია.
მეგობრობა

იმპროვიზატორი შეიძლება ზედმეტ ალკოჰოლს, საჭმელს ან ნარკოტიკს მიეძალოს. ის ყველანაირ ადამიანთან პოულობს საერთო ენას, თუმცა არ აქვს იმათთან ურთიერთობის სურვილი, ვინც მოსაწყენად მიაჩნია, ან ვისთანაც N ან T დონეზე უწევს კომუნიკაცია. ზოგმა შეიძლება იმპროვიზატორის გართობაზე ორიენტირებული ცხოვრების სტილი გაკიცხოს, ზოგს კი მისი პირდაპირობა არ მოეწონოს. ენთუზიასტი ყველაზე მეტად საერთო ენას EF ადამიანებთან პოულობს, თუმცა მის გულში განსაკუთრებული ადგილი ნებისმიერ ფსიქოტიპს შეიძლება ჰქონდეს.
სიყვარული

იმპროვიზატორი მატერიალისტია, მისთვის ისიცაა მნიშვნელოვანი, სხვები მასზე რას ფიქრობენ. მას კონფლიქტი და კრიტიკა არ უყვარს, ამ შემთხვევებში ბრაზდება და უხეში ხდება. იმპროვიზატორი კარგს იზამს, თუ გააცნობიერებს, რომ კრიტიკა შეიძლება კონსტრუქტიულიც იყოს და მისი გათვალისწინება ურთიერთობის განვითარებას ხელს უწყობს.
იმპროვიზატორი სიყვარულს ბევრნაირად გამოხატავს. ხანდახან იმდენად ექსტრავაგანტულია, რომ შეიძლება გადამეტებული ყურადღებით პარტნიორი დაქანცოს.
ურთიერთობის დასასრულს ბოროტ სურვილებს გულში არასდროს იმარხავს და ცხოვრებას მარტივად აგრძელებს.
იმპროვიზატორი, როგორც მშობელი

იმპროვიზატორი სიყვარულს ადვილად გამოხატავს, მაგრამ წესრიგის შენარჩუნება უჭირს და ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მეუღლეზეა დამოკიდებული. ის სტრუქტურის შენარჩუნებას არც კი შეეცდება, რადგან თვლის, რომ ზედმეტი სტრუქტურა ჯანსაღი არაა. მისი ეს ჩვევა პარტნიორმა თუ არ დააბალანსა, იმპროვიზატორის, როგორც მშობლის უდიდეს ნაკლად იქცევა. ბავშვებს რაღაც დოზით სჭირდებათ სტრუქტურა.
ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს იმპროვიზატორი კარგად ართმევს თავს. უჭირს იყოს ავტორიტარული მშობელი, ბავშვებთან მეგობრობას ამჯობინებს. მიუხედავად ამისა, როცა საჭიროა, პატივისცემასა და მორჩილებას მოითხოვს და ავტორიტარის როლსაც ირგებს ხოლმე. ეს გაურკვევლობა ზოგი ბავშვისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ძლიერი J აქვთ, ძალიან რთული შეიძლება აღმოჩნდეს.
იმპროვიზატორს როგორც წესი, ბავშვები თბილად იხსენებენ მხიარული, მოსიყვარულე, თუმცა დაბნეული ბუნების გამო.