კოგნიტური ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. მხარდამჭერის მთავარი ფუნქცია ინტროვერტული აღქმაა, დამხმარე კი ექსტრავეტული გრძნობა.

მხარდამჭერის კოგნიტური ფუნქციები:

ინტროვერტული აღქმა – Si (ძირითადი)

მხარდამჭერი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ინტროვერტული აღქმა მხარდამჭერს მონაცემების დეტალურად გახსენებასა და მათ მოცემულ ინფორმაციასთან შედარებაში ეხმარება. ეს უნარი მას საშუალებას აძლევს, აწმყოში მიღებული გამოცდილება წარსულში მიღებულ გამოცდილებას გადააჯაჭვოს და მათ შორის კავშირი ეძებოს. 

ექსტრავერტული გრძნობა – Fe (დამხმარე)

მხარდამჭერი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ის გადაწყვეტილებებს გრძნობებზე დაყრდნობით იღებს. ექსტრავერტული გრძნობა მხარდამჭერს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქცევა სხვების საჭიროებებს შეუსაბამოს. ესაა სხვებთან დაკავშირების უნარი და სურვილი. 

ინტროვერტული აზროვნება – Ti (მესამეული)

ამ ფუნქციას მხარდამჭერი შედარებით ნაკლებად იყენებს. ინტროვერტული აზროვნება მიღებული ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფისა და ანალიზის საშუალებას აძლევს. ეს ფუნქცია შეუსაბამობების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება მხარდამჭერს.

ჯანსაღი Ti: სიტუაციებს კრიტიკულად და მოთმინებით აანალიზებს, ცნობს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ შეცდომებსა და სუსტ მხარეებს, სურს ცოდნა გაიფართოვოს, აფასებს დამოუკიდებელ აზროვნებასა და მოქმედებას, ჯანსაღად თვით-კმარი, ესმის თითოეული ადამიანის როლი ურთიერთობებში და საკუთარ თავსა და სხვებს შორის გარკვეულ საზღვრებს აწესებს.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Ti: თავს არიდებს კრიტიკულ თვით-ანალიზს, გადაუწყვეტელია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს, უჭირს ნეგატიური პასუხისა და კრიტიკის მიღება და მოსმენა; თავს არიდებს გამოცდილებებს, ცოდნის მიღებას, ან სიტუაციებს, რომლებიც უთანხმოებას ქმნის ან დაუცველობის გრძნობას უჩენს; უჭირს ურთიერთობებში ლიმიტის დაწესება და ზრუნვა საკუთარ თავზე; თვითშეფასების მისაღებად ზედმეტადაა სხვაზე დამოკიდებული; ასევე მიდრეკილია ახლო ურთიერთობებში თვალთმაქცობისკენ, პასიურობისკენ, არამდგრადობისკენ, აქვს მსხვერპლის როლი.
თავდაცვითი კვანძი: ჯიუტობს და არ სურს მცდარი აზრების და შეხედულებების აღიარება ან შეცვლა (არ აღიარებს რომ ცდება); ახასიათებს თანაგრძნობის ნაკლებობა; მიდრეკილია ნეგატიურობისკენ, არის ენამწარე და ცინიკოსი; აშინებს ემოციურობა და სენტიმენტები; უარს ამბობს სხვების მოსაზრებების მოსმენაზე და მხოლოდ მაშინ უსმენს, როცა ისინი ეთანხმებიან; მიდრეკილია ამპარტავნობისკენ, ქედმაღლობისკენ, უსამართლოდ აკრიტიკებს სხვებს და საერთოდ, სამყაროს. პირად პრობლემებს სხვებს აბრალებს, რომ დაუცველობის გრძნობა თავიდან აირიდოს; შეიძლება იყოს ჯიუტი და მიდრეკილი უხეში შენიშვნებისა და პასუხებისკენ, დადანაშაულებისკენ; არაცნობიერად ცდილობს სხვების ემოციებსა და ქცევებზე მანიპულირებას; საკუთარ პრობლემურ აზრებსა და მოქმედებებს რაციონალიზებას უკეთებს და ასე არაცნობიერად ცდილობს არაადეკვატურობისა და დაუცველობის გრძნობის რეპრესირებას.

კვანძი Si-Ti: იძულებულია, „ლოგიკური“ მიზეზები მოძებნოს, რომ გაამათლოს თავისი კომფორტის ზონაში დიდხანს ყოფნა, ამას სხვების პერსპექტივების, რჩევებისა და შემოთავაზებების უარყოფით აკეთებს. მიუხედავად ამისა, დაბნეული და ნაღვლიანი რჩება, ან ჯიუტად ცდილობს სხვებისგან თავის გარიდებას, უარს ამბობს საკუთარი დაუცველობის გაცნობიერებაზე.

ექსტრავერტული ინტუიცია – Ne (სუსტი)

მხარდამჭერი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ექსტრავერტული ინტუიცია მხარდამჭერს საშუალებას აძლევს, განსხვავებული გზები დაინახოს. როცა ანალისტი ინფორმაციას იღებს, შეუძლია მას მრავალი მხრიდან შეხედოს.