
მხარდამჭერი ურთიერთოებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ის ძალიან გამცემი და მოსიყვარულეა, სხვების სურვილებს საკუთარზე მაღლა აყენებს და როცა რაღაცას სთხოვენ, ხანდახან უარის თქმა უჭირს, ამის გამო ხშირად იყენებენ ხოლმე.
მეგობრობა

მხარდამჭერს ყველანაირ ადამიანთან უყვარს ურთიერთობა, ის ადამიანების რეაქციებსა და ემოციებს აკვირდება. საერთოდ, სხვებთან თავშეკავებულია ხოლმე. მხარდამჭერი უპირატესობას SFJ ფსიქოტიპებს ანიჭებს. მართალია, NF კომპანიაც მოსწონს, მაგრამ მათთან საერთოს ვერ პოულობს.
მეგობრები მხარდამჭერს სითბოსა და სანდოობის გამო აფასებენ.
სიყვარული

მხარდამჭერს უჭირს ცუდი ურთიერთობის მიტოვება ან აღიარება, რომ ყველაფერი დასრულდა. ასეთ შემთხვევაში გასაჭირს ხმაამოუღებლად მალავს და ცდილობს, ხალხის თვალში აუღელვებელი გამოჩნდეს. მხარდამჭერი საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებს და ფიქრობს, რა უნდა გაეკეთებინა, რომ ყველაფერი ასე არ დამთავრებულიყო. საკუთარ მოვალეობებს ერთგულად თუ ასრულებდა, გაუგებრობაში აღმოჩნდება. მხარდამჭერი პარტნიორის ერთგული მისი გარდაცვალების შემთხვევაშიც რჩება ხოლმე.
თავისმა უანგარობამ მხარდამჭერს არასასურველი შედეგიც შეიძლება მოუტანოს. ის თუ გამოიყენეს, გრძნობებს იკავებს და გულში წყენას ინახავს. მხარდამჭერმა საკუთარი მოთხოვნილებების გაცნობიერება და მათი დაკმაყოფილება უნდა ისწავლოს.
მხარდამჭერი ვალდეულებების შესრულებაში უზარმაზარ ენერგიასა და დროს ხარჯავს. ბედნიერი მაშინაა, როცა ამას უფასებენ. მისთვის პარტნიორისგან საუკეთესო საჩუქარი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვაა.
მხარდამჭერს კონფლიქტი არ უყვარს და პრობლემების უგულებელყოფა ურჩევნია. კარგი იქნება იმას თუ გააცნობიერებს, რომ კონფლიქტისთვის თვალის გასწორებით ქვეყანა არ დაინგრევა. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები გრძნობებს ხშირად იკავებენ, სანამ ლიმიტამდე არ მიაღწევენ, მერე სიბრაზით ამოხეთქავენ და ისეთ რამეს იტყვიან, რასაც მოგვიანებით ინანებენ. გრძნობების რეგულარულად გამოხატვით ამ პრობლემის მოგვარება ადვილად შეიძლება.
საერთოდ, მხარდამჭერი ძალიან ტრადიციული, ოჯახზე ორიენტირებული ადამიანია.
მხარდამჭერი, როგორც მშობელი

მხარდამჭერს ბავშვების დასჯა უჭირს, თუმცა მათთვის კარგად დადგენილ საზღვრებს აწესებს.
მხარდამჭერის შვილი პრობლემურ მოზარდად თუ ჩამოყალიბდა, ჰგონია, რომ შვილის კარგად აღსაზრდელად საკმარისი ძალისხმევა არ ჩადო. ზოგადად, ბავშვების აღზრდაში მხარდამჭერი დიდ ენერგიასა და ძალისხმევას დებს, თუმცა თავის შრომას არ აფასებს.
მრავალი თვალსაზრისით, მხარდამჭერი იდეალური მშობელია. მის შვილებს არც სტრუქტურა და მითითებები აკლიათ და არც სითბო და სიყვარული.
ბავშვები მხარდამჭერს იხსნებენ, როგორც თბილი ბუნების ადამიანს, რომელიც შვილებისთვის არაფერს იშურებდა.