
პრაგმატისტისთვის სიტყვას ოქროს ფასი აქვს და ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. სხვანაირად რომ მოიქცეს, ჰგონია რომ ნდობასა და პატივისცემას დაკარგავს. შეიძლება სითბოს გამოხატვა უჭირდეს, მაგრამ დიდ სითბოს გრძნობს და ამ ფსიქოტიპის ბევრი წარმომადგენელი გამოხატვის უნარსაც ივითარებს ხოლმე.
მეგობრობა

მართალია, პრაგმატისტი სერიოზულია, მაგრამ გართობაც უყვარს. მას მოსწონს ოპტიმისტი და მხიარული ექსტრავერტების კომპანია, თუმცა მათი ენთუზიაზმი აღიზიანებს. ეს ფსიქოტიპი საერთო ენას თითქმის ყველა ადამიანთან პოულობს, მყარ კავშირებს კი უფრო SJ ფსიქოტიპებთან ამყარებს.
პრაგმატისტი კანონებსა და ტრადიციებს პატივს სცემს, ამიტომ SP ფსიქოტიპებთან შეიძლება ბევრი საერთო ვერ ნახოს, თუმცა მოსწონს მათი უდარდელობა და მომენტით ცხოვრების უნარი. SP ფსიქოტიპები პრაგმატისტის სტრუქტურის მიმართ მოთხოვნილებას მათი გემოვნებისთვის ძალიან კონსერვატულად მიიჩნევენ.
პრაგმატისტს ინტუიტივებთან ურთიერთობაც მოსწონს, თუმცა მათ იდეებთან კავშირს ვერ პოულობს ხოლმე.
სიყვარული

კონფლიქტურ სიტუაციებში პრაგმატისტს კონსტრუქციული კრიტიკის არ ეშინია და როცა კრიტიკას ისმენს, მიაჩნია რომ თვითონაა მართალი. პრაგმატისტის შეხედულებები ფაქტებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად იმ შეხედულებების მიღება უჭირს, რომლებიც თავისას არ ემთხვევა. როცა პრაგმატისტს ადამიანთან უთანხმოება მოსდის, ცდილობს ის საკუთარ შეხედულებაზე გადმოიყვანოს, თავისი სიმართლის ბოლომდე სჯერა და მიაჩნია, რომ ამ ადამიანმა უბრალოდ ფაქტები უნდა გააცნობიეროს. ამ შემთხვევებში პრაგმატისტი შეიძლება მართალი ან იყოს, ან არა, თუმცა მისი თავდაჯერება სხვების სიმტკიცეს არყევს და გამარჯვება მის მხარეს იხრება. შეიძლება ამ თვისებას სამსახურში წარმატებით იყენებდეს, მაგრამ ასეთი ქცევა ახლო ურთიერთობებში პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს. პრაგმატისტის მიერ სისწორის მუდმივმა მტკიცებამ პარტნიორს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვოს, რომ მის შეხედულებას პატივს არ სცემს.
პრაგმატისტი გრძნობებს ანგარიშს არ უწევს ხოლმე. ადამიანებს იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ უყვართ და აფასებენ, მიუხედავად იმისა, თუ თვითონ პრაგმატისტი ამის საჭიროებას ვერ გრძნობს.
საერთო ჯამში, პრაგმატისტი ძალიან უნარიანი ადამიანია და მისი პარტნიორიც პატივს სცემს.
პრაგმატისტი, როგორც მშობელი

პრაგმატისტი ბავშვებისთვის განსაზღვრული როლებითა და შეზღუდვებით შედგენილ უსაფრთხო გარემოს ქმნის. ამან ზოგჯერ შვილსა და მშობელს შორის (განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში) დისტანცია შეიძლება წარმოქმნას, თუმცა შვილები პრაგმატისტს იხსენებენ, როგორც კარგ ადამიანს, რომელიც ბავშვების სურვილებს საკუთარზე მაღლა აყენებდა.