საიდუმლო თითოეულ ფსიქოტიპზე

მისტიური ემპათი იქნება თუ პრაქტიკული პრაგმატისტი, თითოეულ ფსიქოტიპს თავისი საიდუმლო აქვს. თითოეულს აქვს რაღაც უნიკალური მახასიათებელი თუ ნიუანსი, რომელიც აყალიბებს მის ურთიერთქმედებას სამყაროსთან.  ამ სტატიაში წარმოგიდგენთ თითოეული ფსიქოტიპის პატარა საიდუმლოებს. ემპათი – INFJ ურთიერთობაში მისი ემოციური მოთხოვნილებები უფრო მეტია, ვიდრე […]

ემპათის საიდუმლო მეტოქეობა: ის, რაც შეუმჩნეველი რჩება

შეგხვედრიათ ისეთი ვინმე, ვინც გარეგნულად მშვიდი და თავშეკავებული ჩანს, თუმცა შინაგანი დრაივი აქვს იმისა, რომ მოლოდინებს გადააჭარბოს? ეს ემპათია, ფსიქოტიპი, რომელიც ემპათიითა და თანაგრძნობის უნარით არის ცნობილი, თუმცა მისი პიროვნების ამ მხარეს იშვიათად ამჩნევენ ხოლმე. წარმატების მიღწევის სურვილი გაგიკვირდებათ და, […]

როგორია ვირტუოზი, როცა ქრაში ჰყავს?

ოდესმე გიფიქრია როგორია ვირტუოზი როცა ვინმეს მიმართ ქრაში უჩნდება? თუ გაინტერესებს რა ხდება ამ ფსიქოტიპის „გულის კუნჭულში,“ მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. მოდი, ჩავუღრმავდეთ როგორ უვითარდება ვირტუოზს ქრაში და როგორი დამოკიდებულება აქვს ამ რომანტიკული გრძნობის მიმართ. 1. ის დაკვირვებული თაყვანისმცემელი ხდება […]

7 რამ, რაც იდეალისტს ცხოვრებას ურთულებს

იდეალისტს ბევრი დადებითი თვისება აქვს, ეს არის უაღრესად კრეატიული ფსიქოტიპი, რომელიც სხვების შთაგონების წყაროა, აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო, რომელიც რუტინით და სტრუქტურით სავსე ცხოვრებისგან გაქცევაში ეხმარება. სხვების მიმართ წარმოუდგენელ თანაგრძნობას გამოხატავს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ასე ძალიან განსხვავდება. ძალიან მგრძნობიარე […]

როგორ იყენებს ენთუზიასტი თავის მესამეულ კოგნიტურ ფუნქციას – ექსტრავერტულ ინტუიციას

წაკითხვამდე შეგიძლია გაეცნო ენთუზიასტის კოგნიტურ ფუნქციებს აქ. ექსტრავერტული ინტუიციით მოქმედი ადამიანები ხედავენ შაბლონებს და ამყარებენ კავშირებს. მისი საშუალებით ადამიანები ახერხებენ პრობლემებიდან კრეატიული გამოსავლის პოვნას, ხედავენ ისეთ რამეს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, ახერხებენ სხვადასხვა პერსპექტივების დანახვას. ექსტრავერტულია ინტუიციის მოქმედების სფეროს ინოვაცია […]

ფსიქოტიპების საიდუმლო შიშები

ცუდი და კარგი დღეები ყველას აქვს და წარმატებას და წარუმატებლობასაც ყველა განიცდის, თუმცა ამ ყველაფერზე თითოეული ჩვენგანი სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ. რა თქმა უნდა, ეს შიშები შეიძლება ყველას არ გააჩნდეს და ნებისმიერ ფსიქოტიპს სხვადასხვა სახის შფოთვა ჰქონდეს, თუმცა ამ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ, […]

რა სჭირდება ყველაზე მეტად იდეალისტს?

რადგან ჩვენი საიტის მკითხველთა უმრავლესობა იდეალისტის ფსიქოტიპია, გადავწყვიტეთ, დღევანდელი სტატია მათთვის მიგვეძღვნა. ხშირად რთულია ხოლმე იმის გაანალიზება, რა გჭირდება. ზოგი ადამიანისთვის ეს დიდ დროსა და დაკვირვებას მოითხოვს. მართალია, ამის გაცნობიერება არაა ადვილი, მაგრამ აუცილებელია.  საბედნიეროდ, იდეალისტს ყველაზე მეტად თვით-დაკვირვება უყვარს, […]

ვირტუოზი ბედნიერებასა და მელანქოლიას შორის

არის მომენტები, როცა ვირტუოზი შეიძლება ყველაზე ბედნიერ და აღტაცებულ ადამიანად მოგეჩვენოთ. თუმცა, ის ინტროვერტია და დიდ დროს მარტო ატარებს. მელანქოლია ეს ვირტუოზის სუსტი მხარეა. ძალიან სწრაფად ბეზრდება და შედეგად მელანქოლიური ხდება.  ვირტუოზი ყველანაირ გამოწვევას და თავისუფლების შეზღუდვას გაურბის. ამ თვალსაზრისით […]

როგორ შევურჩიოთ საჩუქარი სტრატეგს?

როგორ შევარჩიოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ჩვენს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს მოეწონებათ? ზოგიერთის აზრით, საჩუქრების ჩუქება ცარიელი რიტუალია, თუმცა თუკი ამას გულით აკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამით საყვარელ ადამიანებს ვაგრძნობინებთ, რამდენად ძვირფასები არიან ჩვენთვის. ეს სტატია ცოტათი მაინც დაგაკვალიანებთ, როგორ […]

10 რამ არტისტზე, რაც გაგაოცებს

არტისტის ფსიქოტიპს სათანადო ყურადღება არ ეთმობა ხოლმე მაიერს-ბრიგსის საზოგადოებაში. ალბათ იმიტომ, რომ ინტუიტიური ფსიქოტიპების მსგავსად, ფორუმებსა და საიტებზე არ დაძვრებიან ხოლმე. მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან და საოცარი თვისებები გააჩნიათ.  Ქვემოთ მოცემულია ის დეტალები, რომლებიც შეიძლება არტისტის ფსიქოტიპში არც […]