ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲒᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ეს ვნებითა და ქარიზმით სავსე პიროვნება ლიდერადაა დაბადებული. ის ინიციატივას იჩენს და სხვებს მიზნისთვის ბრძოლას, კარგის კეთებას შთააგონებს. ბუნებრივად თავდაჯერებულია და სხვებთან მუშაობა, მათ თვითგანვითარებაზე ზრუნვა უხარია, ამ წვლილით ამაყობს კიდეც.

მენტორი ავთენტურობას, ემოციასა და ალტრუიზმს ასხივებს, არ ეშინია ხმა ამოიღოს მაშინ, როცა საჭიროა. ის ადვილად ურთიერთობს სხვებთან, ადამიანის გონებასთან წვდომასა და მისი მოტივაციების ამოცნობაში ინტუიცია ეხმარება. ერთი შეხედვით დაუკავშირებელ მოვლენებსა და ფაქტებს შორის ის კავშირს პოულობს. ადამიანები გულწრფელად აინტერესებს და განსაკუთრებით მისთვის ახლო ადამიანების პრობლემები გულთან ახლოს ისე მიაქვს, რომ მათ საკუთარ გასაჭირად აღიქვამს. 

ᲨᲔᲜᲘ ᲡᲣᲜᲗᲥᲕᲐ ᲐᲜ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲡ ᲨᲗᲐᲑᲔᲠᲐᲕᲡ, ᲐᲜ ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲣᲚ ᲐᲢᲛᲝᲡᲤᲔᲠᲝᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲡ.

ვინც უყვარს, გულმხურვალედ ენდობა. ეს ნდობა ენერგიით ავსებს, საყვარელი ადამიანების დახმარება სურს და მათი ბედნიერება თავად აბედნიერებს. ფრთხილად თუ არ იქნება, შეიძლება მისი ამ თვისებით ისარგებლონ კიდეც. ხშირად ადამიანებზე აღმატებულ წარმოდგენას იქმნის და შემდეგ იმედგაცრუებული რჩება. მენტორმა უნდა ისწავლოს, რომ ყველას დახმარება არ სჭირდება.

როდესაც მენტორი სხვების პრობლემებს ამჩნევს, საკუთარ თავშიც ხშირად იხედება და ემოციური ჰიპოქონდრია ემართება, – სხვების პრობლემებს საკუთარ თავში ხედავს და ცდილობს ისინი გამოასწოროს.

მენტორი  გულისხმიერი, მზრუნველი ადამიანია, ჩვეულებრივი ლაპარაკიდან მრავალსაათიან შთამაგონებელ საუბრამდე, პატარა ნაბიჯებიდან სრულყოფილ მოქმედებებამდე მიდის და არაფერი ისე არ აბედნიერებს, როგორც ლიდერობა, გარშემომყოფების გაერთიანება და გუნდის მოტივირება ცვლილებებისთვის.

მენტორი ვნებიანი ალტრუისტია, ზოგჯერ ამის უდიდესი მიზეზიც აქვს ხოლმე და დაბრკოლებებს ნაკლებად უშინდება. არცაა გასაკვირი, რომ ბევრი პოლიტიკური პერსონა მენტორის ფსიქოტიპს ატარებს, მას სურს ხალხს ნათელი მომავლისკენ გაუძღვეს.

ENFJ ფაქტები ფეისბუკზე