მენტორის (ENFJ) კოგნიტური ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. მენტორის მთავარი ფუნქცია ექსტრავერტული გრძნობაა, დამხმარე კი ინტროვერტული ინტუიცია.

ექსტრავერტული გრძნობა – Fe (ძირითადი)

მენტორი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ის გადაწყვეტილებებს გრძნობებზე დაყრდნობით იღებს. ექსტრავერტული შეგრძნება მენტორს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქცევა სხვების საჭიროებებს შეუსაბამოს. ესაა სხვებთან დაკავშირების უნარი და სურვილი. 

ინტროვერტული ინტუიცია -Ni (დამხმარე)

მენტორი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ინტროვერტული ინტუიცია მენტორს მომავლის შეგრძნებას ანიჭებს. ესაა გეგმებისა და შაბლონების ათვისების უნარი. რთულად გასაგები ინფორმაციის აღქმა ინტროვერტული ინტუიციის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი. 

ექსტრავერტული აღქმა – Se (მესამეული)

ამ ფუნქციას მენტორი შედარებით ნაკლებად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ექსტრავერტული აღქმა მენტორს საშუალებას აძლევს, გამოცდილებებით იცხოვროს. ამ უნარით ის აცნობიერებს, რას ხედავს, ყნოსავს, ეხება, უსმენს ან აგემოვნებს. ესაა გამოცდილებით ენერგიის მიღებისა და მომენტით სიამოვნების მიღების უნარი. 

ჯანსაღი Se: მოქნილი, ცვლილებების განსახორიელებლად ადვილად ერგება გეგმებს; გონებაგახსნილია და ახალი გამოცდილებების მიღების სურვილი აქვს; აწმყოს აფასებს, ცხოვრების, სწავლისა და აღმოჩენის პროცესის მიმართ თავდაჯერებულია. მაგალითად, მხოლოდ სამომავლო შედეგებზე არაა ფოკუსირებული; უფრო დიდი ალბათობით თანხმდება ბუნდოვანებასა და გაურკვევლობას; უფრო გულწრფელია საკუთარ უნარებსა და სუსტ მხარეებთან მიმართებაში.

არაჯანსაღი/განუვითარებელი Se: ჯიუტი, კრიტიკული და უკმაყოფილო; ამპარტავანი, ყეყეჩი, ზედმეტად შეფიქრიანებული სხვებისა და ზოგადად, საზოგადოების ნაკლოვანებებით; დოგმატური; უარს ამბობს იმ ფაქტების მიღებაზე, რომლებიც მის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება; ფიზიკური სიამოვნება და პოპულარული ინტერესები ზედაპირულად და დაუხვეწავად მიაჩნია.

თავდაცვითი კვანძი: გონებრივად მოუქნელი; არ შეუძლია ადამიანებსა და სიტუაციებს სხვადასხვა პერსპექტივიდან გაგება; ცდილობს, ნებისმიერი მტკიცებულება მოძებნოს, რომ თავისი პრობლემური შეხედულებები და სხვების გამოსასწორებლად ან დასადანაშაულებლად მოქმედების სასტიკი მეთოდი გაამართლოს; მიაჩნია რომ მიზანი ამართლებს საშუალებას; თავს მსხვერპლად გრძნობს; ზედმეტად მგრძნობიარე; ნეგატიურ პასუხებსა და მის მიერ აღქმულ წარუმატებლობაზე ძლიერად რეაგირებს; იმპულსური, წინდაუხედავი; მიდრეკილი შეცდომებისკენ; ახასიათებს შური, ან ეჭვიანობა; ზედმეტად კონკურენტული; ზოგჯერ წარმატების მისაღწევად უკიდურეს ნორმებს იღებს; საზოგადოებრივი ცხოვრების პირად სურვილებს კატეგორიებად ჰყოფს; სენსორული სიამოვნებებით თავს ინებივრებს, რადგან „რეალური“ ჩანს და რეპრესიული ემოციების გამონთავისუფლებაში ეხმარება; გარე წესრიგი შეინარჩუნოს, ჯიუტია, აგრესიული და მზადაა ბრძოლისთვის. ამასობაში ქვეცნობიერად ცდილობს შფოთის, გაურკვევლობისა და დაუცველობის გრძნობის რეპრესიას.

Fe-Se კვანძი: საზოგადოებრივ მოლოდინებსა და ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზედმეტად არის ფოკუსირებული; საკუთარი გეგმები, იდეები და მეთოდები რომ დაიცვას, როგორც ურთიერთობებისა და კონფლიქტის მოგვარებაში მორალურად უპირატესი, იმპულსურად ეძებს მტკიცებულებებს. როცა მისი ქცევა ურთიერთობებს აზიანებს, თავის ავთენტურობას მსხვერპლად სწირავს, ან ობიექტურ მიზნებს ვერ აღწევს, დაბნეულია და უმიზნო. ეს იმის ბრალია, რომ სანამ მოქმედებას დაიწყებს, დაფიქრება კარგად არ გამოსდის.

ინტროვერტული აზროვნება – Ti (სუსტი)

მენტორი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. აზროვნების დროს, გადაწყვეტილებას ლოგიკაზე დაყრდნობით იღებს. ინტროვერტული აზროვნება მიღებული ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფისა და ანალიზის საშუალებას აძლევს. ეს ფუნქცია შეუსაბამობების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება მენტორს.