ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲒᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲡᲞᲝᲜᲢᲐᲜᲣᲠᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ინოვატორი თავისუფალი სულის პიროვნებაა. ის თბილი და ენთუზიაზმით სავსეა, ყოველთვის კარგ ხასიათზე ჩანს და უყვარს გართობა, სიცილი და ხუმრობა. ინოვატორი დიდ ყურადღებას უთმობს გარეგნობას, თუმცა სამოსის რაღაც დეტალის მიმართ დაუდევრობა ახასიათებს, რაც თავისუფალ და რომანტიკულ იერს აძლევს. 

ეს ფსიქოტიპი შესაძლებლობებით სავსე სამყაროში ცხოვრობს. მისი ენთუზიაზმი სხვების შთაგონებისა და მოტივაციის წყარო ხდება ხოლმე. ინოვატორს უყვარს ცხოვრება და მას ისე უყურებს, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს.

ურთიერთობაში ინოვატორი ძალიან ემოციური და სპონტანურია, უყვარს ლაპარაკი და ნიჭიერი თანამოსაუბრეა. ადამიანებს რთული სიტუაციიდან გამოსვლაში ხშირად ეხმარება.

ᲐᲠ ᲛᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲠᲐᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑ. ᲛᲘᲜᲓᲐ ᲕᲘᲪᲝᲓᲔ, ᲠᲘᲡᲙᲔᲜ ᲛᲘᲘᲡᲬᲠᲐᲤᲕᲘ – ᲑᲔᲓᲐᲕ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲨᲔᲜᲡ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲔᲑᲖᲔ ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲡ.

ეს ფსიქოტიპი დეტალებს დიდ ყურადღებას არ უთმობს. ამას ზოგიერთი ზედაპირულობად მიიჩნევს. ეს თავისებურება ინოვატორს საშუალებას აძლევს დიდი რაოდენობის ინფორმაცია დაუღეჭავად გადაყლაპოს. ინტერესის ერთ სფეროში როცა გემრიელ ლუკმას მოიგდებს, ბეზრდება და სხვა ინტერესებს ეძებს. ინოვატორი სადაც მიდის, შეუძლია ადამიანებისა და ნაცნობების წრე შეიქმნას და ყურადღების ცენტრში მოექცეს. ის ამ წრის შეხედულებების პატივს სცემს და მათ დაცვაში აქტიურად მონაწილეობს.

ინოვატორი ხშირად წვეულებების სულისჩამდგმელია, მაგრამ აღტაცებასა და წამიერ სიამოვნებაზე მეტად, სიამოვნებას სოციალური და ემოციური კავშირით იღებს. ინოვატორს ცნობისმოყვარეობითა და მონდომებით შეუძლია დაფარული აზრის გამოცნობა. მისთვის ცხოვრება ერთი დიდი თავსატეხია, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. 

ეს ფსიქოტიპი სასტიკად დამოუკიდებელია და სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე მეტად, კრეატიულობა და თავისუფლება იზიდავს.  

თუ მოტივი იპოვა, ისეთი ენერგია მოაქვს, რომ ხშირად ყურადღების ცენტრში ექცევა, ტოლები კი ლიდერად და გურუდ აღიქვამენ, თუმცა ეს ის ადგილი არაა სადაც თავისუფლების მოყვარე ინოვატორს სურს ყოფნა. ადმინისტრაციული საქმეებისა და რუტინის ჩარჩოებში მოქცევა ინოვატორისთვის ძალიან რთულია. მისი თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ორიგინალური გამოსავლის პოვნა. მას უნდა, რომ თავისუფალი და ინოვაციური იყოს. 

ᲐᲠ ᲛᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲮᲐᲠ. ᲛᲘᲜᲓᲐ ᲕᲘᲪᲝᲓᲔ, ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲒᲐᲠᲘᲡᲙᲝ ᲡᲣᲚᲔᲚᲣᲠᲐᲓ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲣᲠᲔᲑᲝᲓᲔ – ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ – ᲝᲪᲜᲔᲑᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ – ᲗᲐᲕᲒᲐᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ.

საბედნიეროდ, ინოვატორმა იცის, როგორ მოდუნდეს. სამსახურში ვნებიანი, იმპულსური იდეალისტიდან საცეკვაო მოედანზე მდიდარი წარმოსახვის მქონე და ენთუზიაზმით სავსე თავისუფალ სულად შეუძლია იქცეს. ხშირად ამას ისე მოულოდნელად აკეთებს, რომ ახლო მეგობრებსაც კი აოცებს. ეს ნაზავი მას სხვებთან ემოციურად დაკავშირების და მათი მოტივების ამოცნობის საშუალებას აძლევს. მისი ემპათიის უნარი და კომუნიკაბელურობა ბუნებრივ სასაუბრო თემას ქმნის.

ინოვატორი სწრაფად ახდენს მობილიზაციას ექსტრემალურ სიტუაციებში. პანიკისა და ქაოსის დროს, როცა არავინაა სიტუაციაზე კონტროლის საკუთარ თავზე ამღები, ამას ინოვატორი აკეთებს, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან არაორგანიზებულია და რუტინას ვერ ეგუება.

ინოვატორი ძალიანაა საკუთარ სურვილებზე დამოკიდებული და ამ სურვილების ასრულებაზე დიდი რაოდენობის ფულის დახარჯვაზეც არ ამბობს უარს. მას სურს თავგადასავალი, იმპროვიზაცია და დაუგეგმავი მოქმედებები.

ინოვატორი ურთიერთობების, გრძნობების, იდეების ძიების პროცესშია, სანამ იმას არ იპოვის, რაც ნამდვილი ჩანს. 

ENFP ფაქტები ფეისბუკზე