ინოვატორი გონიერია, კრეატიული, მრავალმხრივ ნიჭს ფლობს, აქვს ლიდერობისა და მეწარმეობის უნარი და ისეთ კარიერას ეძებს, რომელსაც ვნებით მოეკიდება. უღიმღამო საქმე ამ ფსიქოტიპისთვის მიუღებელია. INFP-ს მსგავსად, ფული მისი მთავარი მოტივატორი არაა და მისთვის მატერიალური კომფორტი და ქონებაც ნაკლებად მნიშვნელოვანია. ურჩევნია ხელმომჭირნედ იცხოვროს და ის აკეთოს, რაც მას უყვარს, ვიდრე უსიამოვნო სამსახურით გამდიდრდეს.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ინოვატორს შეიძლება მთავარი დარგის არჩევა და ისეთი რამის პოვნა გაუჭირდეს, რასაც მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და შესაძლებლობების დაკმაყოფილება შეუძლია. ENTP-ს მსგავსად, ინოვატორის ცნობისმოყვარეობა მისი დომინანტური ფუნქციიდან, ექსტრავერტული ინტუიციიდან გამომდინარეობს. ამ ორ ფსიქოტიპს კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე ვარიანტების შესწავლა ურჩევნია. ხშირად ექსპერიმენტები და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება სჭირდებათ, რომ თავიანთი ნამდვილი ვნება აღმოაჩინონ. ამ დაბრკოლების მუხედავად, არსებობს კარიერის, სამსახურისა და დარგების ვარიანტები, რომელშიც ინოვატორს შეუძლია კმაყოფილება იპოვოს. 

გარკვეულწილად, ინოვატორს იზიდავს საგნებთან (რეალისტური) დაკავშირებული საქმე, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მისთვის პრიორიტეტია. მაგალითად, ისეთ სამუშაოს არჩევს, რომელიც შემოქმედებას ან კვლევას უკავშირდება, თუმცა რეალისტური ელემენტები გააჩნია. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ლანდშაფტის არქიტექტურა. არსებობს რეალისტური ელემენტის შემცველი ხელოვნების მრავალი დარგი, რომელიც ინოვატორისთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

ზოგადად, ინოვატორი რთულ მეცნიერებებს(ფიზიკა, ქიმია და ა.შ.) თავს არიდებს, კეთილგანწყობილია სიცოცხლის მიმართ (ბიოლოგია), ასევე აინტერესებს ჯანდაცვა, სოციალური მეცნიერებები (ისტორია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, გეოგრაფია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, პოლიტოლოგია და სხვ.). 

ინოვატორმა შეიძლება ფილოსოფია, კრიტიკული თეორია, თეოლოგია, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ან დოკუმენტური მწერლობა შეისწავლოს. 

კვლევით დაინტერესებული ინოვატორი აგრძელებს ჟურნალისტიკის, კვლევით, ან ჰუმანიტარულ კარიერას. საერთოდ, ამ ფსიქოტიპისთვის სამართალმცოდნეობა საუკეთესო არჩევანი არაა.

კვლევის თანახმად, ინოვატორები სრულყოფას მხატვრულ შემოქმედებასთან დაკავშირებულ პროფესიებში აღწევენ. ასეთი კარიერა მათ Ne-Fi(ექსტრავ. ინტუიცია და ინტროვ. გრძნობა) კომბინაციის გამოყენების საშუალებას აძლევს. ხელოვნებით დაინტერესებული ინოვატორი შეიძლება გაჰყვეს მუსიკის, სამსახიობო, ვიზუალური ხელოვნების, სამკურნალო ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის კარიერას. შესაძლოა ისწავლოს მხატვრული მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. როგორც წესი, ინოვატორები ძლიერი მწერლები არიან.

ადამიანებთან მუშაობით დაინტერესებულ ინოვატორს იზიდავს ჯანდაცვა, სამინისტრო, კონსულტირება და განათლება. ინტუიტიურობის გამო, ურჩევნია საშუალო სკოლის მაღალი კლასების ან კოლეჯის მოსწავლეებთან იმუშაოს, რადგან მათ უფრო მეტად აქვთ აბსტრაქტული დასწავლის უნარი განვითარებული, თუმცა კრეატიულობის გამოყენება დაბალი საფეხურის მოსწავლეებთანაც შეუძლია. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვა ინოვატორისთვის საინტერესოა, ამ ფსიქოტიპის ბევრი წარმომადგენლისთვის ეს სფერო ძალიან კონკრეტული და პრაქტიკულია(ანუ ზედმეტად „რეალისტური“), აკლია კრეატიული და აბსტრაქტული ელემენტები. შესაბამისად, ინოვატორს უფრო ფსიქიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კარიერა დააინტერესებს, მაგალითად, როგორიცაა ფსიქოლოგია ან ფსიქიატრია.

ბევრ ინოვატორს ჰუმანიტარული და არაკომერციული საქმიანობა იზიდავს. უყვართ სამსახურეობრივი მისიები, სადაც მოგზაურობა და ისეთ საკითხებზე მუშაობა შეუძლიათ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ინოვატორი ისეთი ორგანიზაციებისკენ იხრება, რომლებიც სოციალურ სამართლიანობაზე, გარემოს დაცვაზე, ცხოველთა უფლებებზეა ორიენტირებული.

ინოვატორი, ENTP-სთან ერთად, სხვა ფსიქოტიპებზე მეტად ერგება ჟურნალისტიკის სფეროს. მას უყვართ მოგზაურობა, ადამიანებთან ურთიერთობა, თანამედროვე აზროვნების შესწავლა და საკუთარ გამოცდილებებზე წერა. 

ინოვატორი, რომელსაც საკმარისი გაქნილობა და ამბიცია გააჩნია, ბიზნესის სფერომ შეიძლება დააინტერესოს. მეწარმე ინოვატორს შეუძლია ხელოვნების მრავალი ფორმა ან ბიზნეს იდეა სცადოს. ასეთია გრაფიკული და ვებ დიზაინი, ფრილანს მწერლობა და ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფია, ბლოგინგი, მუსიკა, ასევე კონსულტირება, ან საკუთარი მხატვრული ნამუშევრების ონლაინში გაყიდვა

ბიზნესი ინოვატორს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ანიჭებს და სტრუქტურისა და ორგანიზაციული გარემოსგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. მარკეტინგი ბიზნესის მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც ინოვატორს კარგად გამოსდის. მისი მოტივაცია საოცრად იზრდება, როცა სხვისი პროდუქტების გაყიდვისა და რეკლამირების ნაცვლად, საკუთარი პროდუქტის გაყიდვა და რეკლამირება უწევს. რეალურად, ვისი დომინანტი ფუნქციაც ექსტრავერტული ინტუიციაა, საუკეთესოდ გამოსდის მარკეტინგი და მეწარმეობა.

ბიზნესის ერთ-ერთი სახეობა, „სლეშ კარიერა,“ ზედგამოჭრილია ინოვატორისთვის. მას შეუძლია საკუთარი თავი მწერლად, ლექტორად, ტრენერად ან კონსულტანტად წარადგინოს. მრავალფეროვნებიდან და ადაპტირებადობიდან გამომდინარე, ასეთი კარიერა ინოვატორს დააინტერესებს. 

იმის მიუხედავად, რომ სტანდარტული სამუშაოს კომპეტენტურად შესასრულებლად ინოვატორს ინტროვერტული აღქმისა და ექსტრავერტული ინტუიციის ფუნქციების გამოყენება შეუძლია, ასეთ საქმით დიდი ხნით კმაყოფილი ვერ იქნება და მის არიდებას შეეცდება.