ინოვატორის (ENFP) კოგნიტური ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. ინოვატორის მთავარი ფუნქცია ექსტრავერტული ინტუიციაა, დამხმარე კი ინტროვერტული გრძნობა.

ექსტრავერტული ინტუიცია – Ne (ძირითადი)

ინოვატორი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ინოვატორი ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ექსტრავერტული ინტუიცია მას საშუალებას აძლევს, განსხვავებული გზები დაინახოს. როცა ინოვატორი ინფორმაციას იღებს, შეუძლია მას მრავალი მხრიდან შეხედოს.

ინტროვერტული გრძნობა – Fi (დამხმარე)

ENFPs ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ინტრავერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რა არის მისთვის ღირებულება. ესაა ადამიანების ამოცნობის უნარი, თითქოს ინოვატორს შინაგანი რადარი აქვს. ესაა სურვილი, ამოიცნო საკუთარი ღირებულებების მქონე პიროვნებები და დაუახლოვდე მათ. 

ექსტრავერტული აზროვნება – Te (მესამეული)

ამ ფუნქციას ინოვატორი შედარებით ნაკლებად იყენებს. ექსტრავერტული აზროვნება ინოვატორს ფიქრებისა და არგუმენტების დახარისხების საშუალებას აძლევს. ესაა მოქმედებების ლოგიკური შედეგების დანახვის უნარი. ის წესრიგსა და თანმიმდევრობას მიჰყვება.

ჯანსაღი Te: პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სანდო, მიზანზე ორიენტირებული, ფოკუსირებული, ორგანიზებული, ნაყოფიერი; საუკეთესოდ გამოსდის პრობლემების კრეატიულად მოგვარება; კარგი შედეგების მისაღებად საუკეთესო გზებს ეძებს; აფასებს მოტივაციას, დამსახურებას, ამბიციას, შეუპოვრობას და შრომისმოყვარეობას; შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება; აქვს თვითგანვითარებისა და პიროვნული წარმატების ჯანსაღი მიზნები.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Te: თავს არიდებს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას ან დაგეგმვას; თავისუფლების გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვს და ეწინააღმდეგება მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს; ძალიან ეგოცენტრული; შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებს; ვერ იღებს კრიტიკას; ვერ ეგუება პიროვნულ ნაკლოვანებებს, სისუსტეებს; ურთიერთობებში გაურბის რთულ პრობლემებს.
თავდაცვითი კვანძი: ზედმეტად ჯიუტი; პირად პრობლემებსა და შინაგან შფოთვას ცივი რაციონალურობისა და კონკურენტული მოქმედების მიღმა ფარავს; მიდრეკილია პირადი არაადეკვატურობა სხვაში დაინახოს; შესაძლოა გრძნობები ჩაახშოს და შინაგანი გამაფრთხილებელი ნიშნები საფრთხის შესახებ უგულებელყოს; მიდრეკილება აქვს ისეთი ქცევებისა და თვისებებისკენ, როგორიცაა დავია, დომინირება, ამპარტავნობა, ენამწარობა, ეჭვიანობა; მოითხოვს თანხმობას და არაა ტოლერანტული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არ ეთანხმება; უსამართლოდ განსჯის სხვებს, როგორც სუსტ, ზედმეტად მგრძნობიარე, არაკომპეტენტურ, სუსტ ან მხარდაჭერის უნარის არმქონე ადამიანებს; აგრესიულად, მაგრამ ნაჩქარევად მოქმედებს გაუცნობიერებელი განზრახვით, რომ დაუცველობის, დათრგუნულობის, ან დაბალი თვითშეფასების გრძნობა ჩაახშოს.

Ne-Te კვანძი: მოუთმენელია და ბრმად მიჰყვება ყველა პერსპექტიულ ან საინტერესო იდეას/გზას, რომელიც მისი წარმოდგენით იმ წარმატებას მოუტანს, რაც გარე სტანდარტებითაა დადგენილი. მიუხედავად ამისა, დაბალი თვითშეფასებით და ერთი ადგილის ტკეპნით იტანჯება, რადგან არ გამოსდის/უარს ამბობს დაფიქრდეს და საკუთარი მორალური ფასეულობების სიმაღლეზე დაიჭიროს თავი. მაგალითად, კარგად არ ესმის, რა სჭირდება და თვითგანვითარებისთვის რა არის პრიორიტეტული.

ინტროვერტული აღქმა – Si (სუსტი)

ინოვატორი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. აღქმის საშუალებით ინოვატორი ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ინტროვერტული აღქმა მას მონაცემების დეტალურად გახსენებასა და მათ მოცემულ ინფორმაციასთან შედარებაში ეხმარება. ეს უნარი ინოვატორს საშუალებას აძლევს, აწმყოში მიღებული გამოცდილება წარსულში მიღებულ გამოცდილებას გადააჯაჭვოს და მათ შორის კავშირი ეძებოს.