ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲒᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲝᲜᲔᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

შეფი ლიდერადაა დაბადებული. ის ბუნებრივ ქარიზმასა და თავდაჯერებულობას ასხივებს. გარდა ამისა, მას შეუდარებელი რაციონალურობა ახასიათებს, საკუთარი დრაივით, ენერგიით, სიმტკიცითა და გამჭრიახი გონებით ნებისმიერ რამეს აღწევს, რასაც მოისურვებს. 

შეფს ყველაზე მეტად თავსატეხი უყვარს და ჰგონია, რომ მოცემული დროისა და რესურსის გამოყენებით ნებისმიერი სახის დაბრკოლებას გაუმკლავდება. სირთულეების სიყვარული მას კარგ მეწარმედ აქცევს, სტრატეგიული აზროვნება და თავდაჯერებულობა კი ძლევამოსილ ბინეს-ლიდერად. იქ, სადაც სხვა დანებდება და ფარ-ხმალს დაყრის, შეფი მიზნის მისაღწევად საკუთარ მიზანდასახულობას გამოიყენებს. ექსტრავერტული ბუნების წყალობით, გარშემომყოფებს დიდი სიძლიერით მოუწოდებს, რომ არ დანებდნენ და ღირსეული შედეგის მისაღწევად იბრძოლონ. 

ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲨᲘᲐ.

მოლაპარაკებების მაგიდასთან შეფი დომინანტი და ულმობელია, იმიტომ კი არა, რომ ცივი გული აქვს ან სხვებისთვის ცუდი სურს – არამედ იმიტომ რომ დაბრკოლებები, კონკურენცია და მიზნისთვის ბრძოლა გულწრფელად იზიდავს და ტახტს არავის დაუთმობს.

შეფის გონებაში ეს ფარული აზრი იმალება: „არ მადარდებს, თუ უგრძნობ ნაბიჭ***ს მიწოდებ, როცა უნარიანი ნაბიჭ***ი ვარ.“

შეფი ადამიანებს ისე აფასებს, რამდენად შეძლებენ ისინი მას ინტელექტუალურად გაეჯიბრონ და დაამარცხონ კიდეც. შეფს ადამიანებში ტალანტის ამოცნობის განსაკუთრებული უნარი აქვს, შეუძლია კომპეტენტური ადამიანები მოიძიოს და საკუთარი გუნდი შექმნას (რადგან რაც არ უნდა ბრწყინვალე გონების მქონე იყოს ადამიანი, მარტო ვერ იმუშავებს). ინტერპერსონალური ურთიერთობები შეფში ამპარტავნების განვითარებას ახშობს. შეფს ისიც ახასიათებს, სხვებს შეცდომები ცივი პირდაპირობით შეუსწოროს, რის გამოც ურთიერთობებში პრობლემებს აწყდება. 

ᲪᲝᲢᲐ ᲓᲠᲝ ᲒᲐᲥᲕᲡ, ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲗ ᲜᲣ ᲘᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑ. ᲜᲣ ᲛᲝᲔᲥᲪᲔᲕᲘ ᲓᲝᲒᲛᲐᲨᲘ, ᲔᲡ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲐᲖᲠᲔᲑᲘᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲘᲐ. ᲜᲣ ᲩᲐᲐᲮᲨᲝᲑᲡ ᲨᲔᲜᲡ ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜ ᲮᲛᲐᲡ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲮᲛᲐᲛᲐᲦᲐᲚᲘ ᲛᲝᲡᲐᲖᲠᲔᲑᲔᲑᲘ, ᲓᲐ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲠᲐᲛ: ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲡ ᲒᲐᲛᲑᲔᲓᲐᲝᲑᲐ, ᲛᲘᲔᲜᲓᲝ ᲒᲣᲚᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐᲡ, ᲛᲐᲗ ᲘᲪᲘᲐᲜ, ᲠᲐ ᲒᲘᲜᲓᲐ ᲒᲐᲮᲓᲔ ᲡᲘᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲔᲨᲘ. ᲓᲐᲜᲐᲠᲩᲔᲜᲘ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲛᲔᲝᲠᲔᲮᲐᲠᲘᲡᲮᲝᲕᲐᲜᲘᲐ.

შეფის ემოციებისგან გამიჯნულობა განსაკუთრებით პროფესიულ წრეშია შესამჩნევი, როცა არაეფექტურ, არაკომპეტენტურ და ზარმაც თანამშრომლებს უხეშად წამოუძახებს ხოლმე. ასეთი დამოკიდებულების გამო ხშირად იკრებს მტრებს გარშემო. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებს, რომ მიზნების მისაღწევად გუნდში კეთილგანწობილი გარემოს შექმნა აუცილებელია, და რომ ხანდახან კოლეგებს შექება სჭირდებათ. ისიც უნდა გაიაზროს, რომ თავადაც საკმაოდ მგრძნობიარეა.

შეფი ენერგიული ადამიანია, გავლენიანი იმიჯის შექმნაზეა ორიენტირებული და იმდენად ირგებს ამ იმიჯს, რომ მისი არსებობის განუყოფელი ნაწილი ხდება. შეფს უნდა ახსოვდეს, რომ მისი მიღწევები არა მხოლოდ საკუთარი, არამედ იმ ხალხის დამსახურებაცაა, რომლებსაც ის გუნდის წევრებად მიიჩნევს. თუნდაც გაითამაშოს, რომ ეს ანაღვლებს, თავადაც ნახავს, რა სასიამოვნო ურთიერთობებს დაამყარებს და რა მნიშვნელოვან გამარჯვებებს მოიმკის.

ENTJ ფაქტები ფეისბუკზე