შეფი თამამი, გონიერი და შრომისმოყვარე ლიდერია. იმ ინტელექტისა და ამბიციის გათვალისწინებით, რასაც ფლობს,  ნებისმიერ სამუშაოსა თუ კარიერაში შეუძლია ლიდერული პოზიციის მწვერვალებზე ავიდეს.

შეფი ცხოვრებასა და სამუშაოს საკმაოდ სერიოზულად უყურებს და თამაშს მუშაობა ურჩევნია. ის ცდილობს, გარესამყარო უფრო რაციონალური, ეფექტური და ორგანიზებული გახადოს. იქედან გამომდინარე, რომ შეფის დომინანტი ფუნქცია ექსტრავერტული აზროვნებაა და თანამედროვე საქმიანი სამყარო კოგნიტურ ფუნქციაზეა მორგებული, შეფი დიდ უპირატესობას ფლობს. მას ხელთ კარიერის უსასრულო ვარიანტები უპყრია.

შეფი რეალისტური (საგნები, მექანიკა, ხელსაწყოები და ა.შ.) სფეროს მიმართ რაღაც ინტერესს ამჟღავნებს, თუმცა მისი პრიორიტეტი ეს მაინც არაა.

მართალია, შეფს ხელოვნება უყვარს, მაგრამ ეს ფსიქოტიპი ნამდვილი მხატვარი იშვიათად ხდება. მისი დომინანტი კოგნიტური ფუნქცია ზედმეტად პრაგმატულია იმისთვის, რომ არაპრაქტიკულ სფეროში კმაყოფილება იპოვოს. შემოქმედებითი კარერიდან შეფმა შეიძლება მწერლობა და არქიტექტურა აირჩიოს.

შეფი ისეთი კარიერითაც შეიძლება დაინტერესდეს, რისი მეშვეობითაც ადამიანებთან ურთიერთობა, მათი ინფორმირება, სწავლება შეეძლება, მაგრამ ეს მისთვის იდეალური არჩევანი არაა, თუმცა ამ სფეროში მისთვის კარიერის რამდენიმე ვარიანტი მაინც არსებობს. მაგ, ლექტორის/კოლეჯის მასწავლებლის პროფესია.

მეწარმეობის ნიჭი შეფს ბუნებრივად დაჰყვება. ის თვით-დამწყებია, კარგად გამოსდის გაყიდვები, ბიზნესი და მენეჯმენტი. მისგან კარგი ადვოკატი, კორპორატიული მენეჯერი, აღმასრულებელი მენეჯერი, იურისტი, პოლიტიკოსი ყალიბდება.

ტრადიციულ სამუშაოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შეფი საკმაოდ კარგად ერგება, უყვარს მონაცემებთან და რიცხვებთან მუშაობა, თუმცა ამ სფეროში კარიერას იშვიათად ირჩევს. 

საერთო ჯამში, შეფს ყველაზე მეტად კვლევითი და სამეწარმეო დარგები აინტერესებს.