შეფის (ENTJ) კოგნიტური  ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. შეფის მთავარი ფუნქცია ექსტრავერტული აზროვნებაა, დამხმარე კი ინტროვერტული ინტუიცია.

ექსტრავერტული აზროვნება – Te (ძირითადი)

შეფი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ექსტრავერტული აზროვნება შეფს ფიქრებისა და არგუმენტების დახარისხების საშუალებას აძლევს. ესაა მოქმედებების ლოგიკური შედეგების დანახვის უნარი. ის წესრიგსა და თანმიმდევრობას მიჰყვება.

ინტროვერტული ინტუიცია – Ni (დამხმარე)

შეფი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. შეფი ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ინტროვერტული ინტუიცია შეფს მომავლის შეგრძნებას ანიჭებს. ესაა გეგმებისა და შაბლონების ათვისების უნარი. რთულად გასაგები ინფორმაციის აღქმა ინტროვერტული ინტუიციის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი. 

ექსტრავერტული აღქმა – Se (მესამეული)

შეფი ამ ფუნქციას შედარებით ნაკლებად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ექსტრავერტული აღქმა შეფს საშუალებას აძლევს, გამოცდილებებით იცხოვროს. ამ უნარით ის აცნობიერებს, რას ხედავს, ყნოსავს, ეხება, უსმენს ან აგემოვნებს. ესაა გამოცდილებით ენერგიის მიღებისა და მომენტით სიამოვნების მიღების უნარი.

ჯანსაღი Se: მოქნილი, ცვლილებების განსახორიელებლად ადვილად ერგება გეგმებს; გონებაგახსნილია და ახალი გამოცდილებების მიღების სურვილი აქვს; აწმყოს აფასებს, ცხოვრების, სწავლისა და აღმოჩენის პროცესის მიმართ თავდაჯერებულია. მაგალითად, მხოლოდ სამომავლო შედეგებზე არაა ფოკუსირებული; უფრო დიდი ალბათობით თანხმდება ბუნდოვანებასა და გაურკვევლობას; უფრო გულწრფელია საკუთარ უნარებსა და სუსტ მხარეებთან მიმართებაში.

არაჯანსაღი/განუვითარებელი Se: ჯიუტი, კრიტიკული და უკმაყოფილო; ამპარტავანი, ყეყეჩი, ზედმეტად შეფიქრიანებული სხვებისა და ზოგადად, საზოგადოების ნაკლოვანებებით; დოგმატური; უარს ამბობს იმ ფაქტების მიღებაზე, რომლებიც მის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება; ფიზიკური სიამოვნება და პოპულარული ინტერესები ზედაპირულად და დაუხვეწავად მიაჩნია.

თავდაცვითი კვანძი: გონებრივად მოუქნელი; არ შეუძლია ადამიანებსა და სიტუაციებს სხვადასხვა პერსპექტივიდან გაგება; ცდილობს, ნებისმიერი მტკიცებულება მოძებნოს, რომ თავისი პრობლემური შეხედულებები და სხვების გამოსასწორებლად ან დასადანაშაულებლად მოქმედების სასტიკი მეთოდი გაამართლოს; მიაჩნია რომ მიზანი ამართლებს საშუალებას; თავს მსხვერპლად გრძნობს; ზედმეტად მგრძნობიარე; ნეგატიურ პასუხებსა და მის მიერ აღქმულ წარუმატებლობაზე ძლიერად რეაგირებს; იმპულსური, წინდაუხედავი; მიდრეკილი შეცდომებისკენ; ახასიათებს შური, ან ეჭვიანობა; ზედმეტად კონკურენტული; ზოგჯერ წარმატების მისაღწევად უკიდურეს ნორმებს იღებს; საზოგადოებრივი ცხოვრების პირად სურვილებს კატეგორიებად ჰყოფს; სენსორული სიამოვნებებით თავს ინებივრებს, რადგან „რეალური“ ჩანს და რეპრესიული ემოციების გამონთავისუფლებაში ეხმარება; გარე წესრიგი შეინარჩუნოს, ჯიუტია, აგრესიული და მზადაა ბრძოლისთვის. ამასობაში ქვეცნობიერად ცდილობს შფოთის, გაურკვევლობისა და დაუცველობის გრძნობის რეპრესიას.

Te-Se კვანძი: ზედმეტად ფოკუსირებულია წესების იძულებასა და წარმატების მიღწევაზე; საკუთარი გეგმები, იდეები, ან მეთოდები უპირობოდ რომ დაიცვას, როგორც ინტელექტუალურად უმჯობესი, იმპულსურად ეძებს მტკიცებულებებს. მიუხედავად ამისა, როცა თავისი აუთენტურობა მსხვერპლად გაწირა, ბევრი შეცდომა დაუშვა, ან სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, ისეთი შეგრძნება რჩება, რომ ცხოვრებას არანაირი აზრი არა აქვს. ეს იმის ბრალია, რომ სანამ მოქმედებას დაიწყებს, დაფიქრება კარგად არ გამოსდის.

ინტროვერტული გრძნობა – Fi (სუსტი)

შეფი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. ინტრავერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რა არის მისთვის ღირებულება. ესაა ადამიანების ამოცნობის უნარი, თითქოს შეფს შინაგანი რადარი აქვს. ესაა სურვილი, ამოიცნო საკუთარი ღირებულებების მქონე პიროვნებები და დაუახლოვდე მათ.