ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲒᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲝᲜᲔᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲡᲞᲝᲜᲢᲐᲜᲣᲠᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

მოდებატე არგუმენტებს, რწმენებსა და მოსაზრებებს ნაკუწებად აქცევს, რაც საზოგადოებაში „ეშმაკის ადვოკატის“ იმიჯს უქმნის. მოდებატე ამას რამე დიადი, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად კი არ აკეთებს, უბრალოდ… ერთობა. მოდებატეს ყველაზე მეტად უყვარს მენტალური შეჯახება, ამაში მას გონებამახვილობა და ერთი შეხედვით დაუკავშირებელ იდეებს შორის კავშირის პოვნის უნარი ეხმარება. 

მოდებატე პარადოქსული ფსიქოტიპია: თან საოცრად გულწრფელია, და თან ისეთი რამის დამცველი, რისიც რეალურად არ სწამს, უბრალოდ საკუთარ თავს სხვის ტყავში წარმოიდგენს, რომ სხვა პერსპექტივა გაიზიაროს. ეს როლი მას იმ საწინააღმდეგო მოსაზრებების გაგებაში ეხმარება, რომლებსაც ეწინააღმდეგება.

მოდებატე სულ ცოდნის გაღრმავების გზებს ეძებს. რა არის იდეების შეტაკებაზე უკეთესი მეთოდი?

ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲐᲖᲠᲝᲕᲜᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲤᲐᲗᲝ ᲒᲖᲐᲖᲔ ᲘᲐᲠᲔ. ᲘᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔ ᲠᲐᲡᲐᲪ ᲤᲘᲥᲠᲝᲑ ᲓᲐ „ᲒᲘᲟᲘ ᲘᲓᲘᲝᲢᲘᲡ“ ᲘᲐᲠᲚᲘᲧᲘᲡ ᲐᲠ ᲨᲔᲒᲔᲨᲘᲜᲓᲔᲡ, ᲒᲔᲨᲘᲜᲝᲓᲔᲡ ᲡᲢᲘᲒᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲙᲝᲜᲤᲝᲠᲛᲣᲚᲝᲑᲘᲡ.

მოდებატეს გავრცელებული შეხედულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უყვარს. მოდებატეს იპოვით ყველგან, სადაც ცვლილებებია, ყველგან, სადაც რევოლუციაა. მიუხედავად ამისა, მას საკუთარი გეგმებისა და იდეების ყოველდღიურად რეალიზება უჭირს. მას უყვარს ბრეინსტორმინგი, აზრთა შეტაკებები და ყოველთვის მაღალ მწვერვალებზე ოცნებობს, ოღონდ შავი საქმის შესრულებას თავს არიდებს. 

კამათისკენ მუდმივი მიდრეკილების გამო მოდებატეს ხშირად უნაწყენდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მისი გულწრფელობა დასაფასებელია, გარშემომყოფებისთვის არასასიამოვნო ხდება მოდებატის მუდმივი დაჭიმულობა, ყოველ სიტყვაზე გამოკიდება, საჯარო თათბირის დროს უფროსთან მუდმივი კამათი და პარტნიორის ნებისმიერი აზრის ლოგიკურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.  მოდებატეს არ ადარდებს, თანამგრძნობი ადამიანები გამოჩნდებიან თუ არა. მას ადვილად უგებს თავისივე ფსიქოტიპის წარმომადგენელი, თუმცა უფრო მგრძნობიარე ფსიქოტიპებს საიმედო, კომფორტული, თეთრი და სასიამოვნო ტყუილები ურჩევნიათ, ვიდრე არასასიამოვნო რეალობასა და რაციონალურობაზე დაფუძნებული სამყარო.

მოდებატე სხვებს ისე ექცევა, როგორც თვითონ უნდა რომ მოექცნენ: ვერ იტანს მოთაფლულ საუბარს, ტყუილებს, განსაკუთრებით სარგებლის მიღების მიზნით მანიპულაციას. მოდებატეს აფასებენ ცოდნის, გონებამახვილობის, თავდაჯერებულობისა და იუმორის გამო. 

ᲐᲥ ᲐᲠ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲘ – ᲩᲕᲔᲜ ᲕᲪᲓᲘᲚᲝᲑᲗ, ᲠᲐᲦᲐᲪᲐᲡ ᲛᲘᲕᲐᲦᲬᲘᲝᲗ!

მოდებატეს აქვს რაღაც ისეთი, რასაც სხვები “ნიჭს” ეძახიან – ის ინტელექტუალურად გახსნილი, დამოუკიდებელი და თავისუფალი მოაზროვნეა. უბრალოდ, მას ძალიან უჭირს ეს თვისებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მოდებატემ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ დროის უდიდეს ნაწილს დებატებში გამარჯვებაში გაატარებს, ასე რეალურ მხარდამჭერებს ვერ გაიჩენს. უკეთესია ეფექტურად იკამათოს – კონსენსუსამდე მივიდეს. ასევე აუცილებელია იმის გაანალიზება, რომ ყველაზე კომპლექსური ინტელექტუალური დაბრკოლება სენტიმენტებისა და ემოციების გაგებაა, პროგრესისა და ლოგიკის სასარგებლოდ სხვების გათვალისწინება და კომპრომისზე წასვლა.

ENTP ფაქტები ფეისბუკზე