ენთუზიასტი ადამიანებზე ყველა ფსიქოტიპზე მეტადაა ორიენტირებული. ეს დომინანტი ფუნქციით, ექსტრავერტული გრძნობითაა გამოწვეული. 

კარიერის არჩევისას ენთუზიასტი თავის კოგნიტურ ფუნქციებთან (ექსტრავერტულ გრძნობასა და ინტროვერტულ აღქმასთან) არჩეული სფეროების შესაბამისობას ითვალისწინებს. მას სურს სხვების დამარება, სწავლება, გაძღოლა. ინტროვერტული აღქმა საკმაოდ კონსერვატული ფუნქციაა, სტატუს-კვოს შენარჩუნებით უფრო ინტერესდება, ვიდრე არასტანდატული იდეების მოძიებით, ყურადღებას ამავილებს დეტალებზე, რაც აუცილებელი თვისებაა ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობებისთვის. 

კარიერა ისეთ სფეროში, სადაც საგნებთან, მანქანებთან ან ხელსაწყოებთან მუშაობაა საჭირო, ამ ფსიქოტიპს ნაკლებად აინტერესებს, მისთვის არც კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობებია ზედგამოჭრილი. 

სოციალური სფერო იდეალურია ენთუზიასტისთვის იდეალურია ისეთი საქმე, რომელიც ადამიანებთან მუშაობას, მათ ინფორმირებას, განათლებას, სწავლებას, დახმარებას ითვალისწინებს. მას შეუძლია დაკავდეს მასწავლებლის, ჯანდაცვის მუშაკის, სასულიერო პირის, ტრენერის, აღმზრდელის, სოციალური მუშაკის, ადამიანური რესურსების, სტიუარდესის, მიმტანის, თერაპისტის საქმიანობით. 

რაც შეეხება ბიზნესს, გაყიდვები ენთუზიასტის სფეროა. მას ლაპარაკიც უყვარს და ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვაც. კარგად გამოსდის მარკეტინგი, საჯარო ურთიერთობები, რესტორნის ბიზნესი.

ტრადიციული (მონაცემებთან მუშაობა, სტრუქტურირებულ გარემოში) საქმიანობის სფეროში რამდენიმე პროფესია არსებობს, რაშიც ენთუზიასტი საკუთარ თავს ცდიდა, ესენია: ბანკის მოლარე-ოპერატორი, ოფისის მენეჯერი და ბიბლიოთეკის თანამშრომელი.