ენთუზიასტის (ESFJ) კოგნიტური  ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. ენთუზიასტის მთავარი ფუნქცია ექსტრავერტული გრძნობაა, დამხმარე კი ინტროვერტული აღქმა.

ექსტრავერტული გრძნობა – Fe (ძირითადი)

ენთუზიასტი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ექსტრავერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს, საკუთარი ქცევა სხვების საჭიროებებს შეუსაბამოს. ესაა სხვებთან დაკავშირების უნარი და სურვილი. 

ინტროვერტული აღქმა – Si (დამხმარე)

ენთუზიასტი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. აღქმის საშუალებით ინოვატორი ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ინტროვერტული აღქმა მას მონაცემების დეტალურად გახსენებასა და მათ მოცემულ ინფორმაციასთან შედარებაში ეხმარება. ეს უნარი ენთუზიასტს საშუალებას აძლევს, აწმყოში მიღებული გამოცდილება წარსულში მიღებულ გამოცდილებას გადააჯაჭვოს და მათ შორის კავშირი ეძებოს.

ექსტრავერტული ინტუიცია – Ne (მესამეული)

ამ ფუნქციას ენთუიზიასტი შედარებით ნაკლებად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ექსტრავერტული ინტუიცია ენთუზიასტს საშუალებას აძლევს, განსხვავებული გზები დაინახოს. როცა ენთუზიასტი ინფორმაციას იღებს, შეუძლია მას მრავალი მხრიდან შეხედოს.

ჯანსაღი Ne: დაინტერესებულია ახალი იდეებით და განვითარების პოტენციალით, ახალი გამოცდილებების მიღებით, უფრო მეტად ორიენტირებულია პიროვნულ სრულყოფასა და პროგრესზე; შეუძლია წარსულის ნეგატიური შეგრძნებები მოიშოროს; უფრო გონებაგახსნილი დამოკიდებულება აქვს პრობლემებისთვის კრეატიული გამოსავლის ძიებისა და პოვნის პროცესში; უკეთესადაა გარემოსთან ადაპტირებული; უკეთესადაა ადაპტირებული ბუნდოვანებასა და გაურკვევლობასთან; გულწრფელია საკუთარ შესაძლებლობებთან და შეზღუდვებთან; დაინტერესებულია ისეთი შემოქმედებითი საქმიანობებითა და მიზნებით, რომლებსაც აუცილებელი არაა, ხელშესახები შედეგები ან პრაქტიკული ღირებულება ჰქონდეთ.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Ne: მოუქნელი და კონსერვატიული; ეწინააღმდეგება ახალ იდეებს და ცვლილებებს ვერ ეგუება; ზედმეტად საყოველთაო აზროვნებისა და განსჯის; არ შეუძლია საქმის კეთების ან პრობლემის მოგვარების ახალი გზები მიიღოს; ზედმეტად ადარდებს საზოგადოებრივი მდგომარეობა და უნდა ხალხში „ადეკვატური“ ჩანდეს; სპონტანურობასა და კრეატიულ თვითგამოხატვას სამარცხვინოდ მიიჩნევს.

თავდაცვითი კვანძი: იპულსური და ნაჩქარევი, არაზუსტი და უშედეგო, ვერ ახერხებს პრიორიტეტების დასახვას და კარგად დაგეგმვას; მოქმედებას იწყებს საჭიროებებისა და თითოეული ინდივიდის პრიორიტეტის გაუთვალისწინებლად; პესიმისტი და ნეგატიური; ხშირად წარმოიდგენს და მოელის ყველაზე ცუდ სცენარს ან შედეგებს; უნდობლობის მქონე, ირაციონალურად შეაქვს ეჭვი სხვების მოტივებსა და განზრახვებში; თავს დაუფასებლად გრძნობს, კრიტიკას თავიდან ირიდებს და შეცდომებისა და წარუმატებლობის გამო თავის მართლებას იწყებს; სიტუაციების მიკრო-მენეჯმენტს აკეთებს და განზრახ ცდილობს კონტროლის ხელში აღებას, ასე არაცნობიერად ცდილობს, არასტაბილურობისა და დაუცველობის გრძნობა ჩაახშოს.

Fe-Ne კვანძი: ზედმეტად ფოკუსირებულია პოტენციური პრობლემების მოგვარებაზე, რადგან ქვეცნობიერად უარყოფით სურათს წარმოიდგენს და მოვლენების შედეგებზე ირაციონალური ინტუიცია აქვს. მიუხედავად ამისა, არათანმიმდევრულად და არამტკიცედ მოქმედებს და როცა ვერ ამჩნევს მნიშვნელოვან დეტალებს, ივიწყებს პირად საჭიროებებს, ან ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც საზოგადოებრივ კავშირებს ზიანს აყენებს, ღიზიანდება და თავს არაკომპეტენტურად გრძნობს. ეს იმის ბრალია, რომ არ გამოსდის/უარს ამბობს მოქმედების დაწყებამდე დააკვირდეს, დაფიქრდეს და პრიორიტეტები დაისახოს.

ინტროვერტული აზროვნება – Ti (სუსტი)

ინტროვერტული აზროვნება მიღებული ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფისა და ანალიზის საშუალებას აძლევს. ეს ფუნქცია შეუსაბამობების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება მოდებატეს.