ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲒᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲗᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲡᲞᲝᲜᲢᲐᲜᲣᲠᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ვინმე წვეულებაზე, ენერგიული მუსიკის ფონზე, სპონტანურად გაიჭრა სცენაზე და ცეკვა-სიმღერა იქ გააგრძელა? – ეს იმპროვიზატორია. ის კონკრეტული მომენტის განსაკუთრებულობას გრძნობს და ცდილობს, ეს ამაღელვებელი გრძნობა გარშემომყოფებსაც გაუზიაროს. დროისა და ენერგიის გამოყენება არც ერთ სხვა ფსიქოტიპს ისე არ შეუძლია, როგორც იმპროვიზატორს, და ამას ისე ახერხებს, რომ ყოველთვის ნასიამოვნები რჩება. არც ერთ სხვა ფსიქოტიპს აქვს ისეთი გადაულახავი იმპულსი, როგორც იმპროვიზატორს. 

ᲔᲒᲝᲘᲡᲢᲘ, ᲛᲝᲣᲗᲛᲔᲜᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲪᲝᲢᲐ ᲐᲠᲐᲡᲐᲘᲛᲔᲓᲝ ᲕᲐᲠ. ᲕᲣᲨᲕᲔᲑ ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲔᲑᲡ, ᲕᲐᲠ ᲣᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲝᲪ – ᲩᲔᲛᲘ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ ᲠᲗᲣᲚᲘᲐ. ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲗᲣ ᲩᲔᲛᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲣᲐᲠᲔᲡ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲡ ᲕᲔᲠ ᲐᲘᲢᲐᲜ – ᲐᲠᲪ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲡ ᲦᲘᲠᲡᲘ ᲧᲝᲤᲘᲚᲮᲐᲠ.

იმპროვიზატორს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. გასაკვირი არაა, რომ უამრავი ცნობილი მსახიობი იმპროვიზატორია. ის მიწიერი არსებებაა, რომელსაც ორიგინალური კომუნიკაციის სტილი ახასიათებს და  ადამიანების ყურადღებას ბუნებრივად იპყრობს. იმპროვიზატორს ყოველივე მარტივი იზიდავს და ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად დროის ხალისიანად გატარება უყვარს.

იმპროვიზატორი საუკეთესოდ აღიქვამს ესთეტიკას. ის აფასებს ყველაფერ ლამაზს, იზიდავს მოდა. იცის, რა არის მიმზიდველი, ამიტომ გარშემომყოფებს რჩევებს აძლევს და სტილის პოვნაში ეხმარება. 

ᲧᲕᲔᲚᲐ ᲩᲕᲔᲜᲒᲐᲜᲘ ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲘᲐ

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ ეტყობოდეს – იმპროვიზატორი დაკვირვებულია. სხვისი ემოციების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და ყოველთვის მზადაა, გარშემომყოფებს დახმარება გაუწიოს. თუმცა, თუ ეს პრობლემა მას ეხება, შეეცდება კონფლიქტს თავი აარიდოს. მას სძულს კრიტიკა.

იმპროვიზატორი წუთიერ სიამოვნებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამიტომ ვალდებულებები და პასუხისმგებლობები სასაცილოდაც არ ჰყოფნის. მისთვის რთულია ისეთი საქმე, რომელიც რუტინასთან, ანალიზთან, სტატისტიკასა და მკაცრად დადგენილ გეგმასთანაა დაკავშირებული. ურჩევნია იღბალსა და შესაძლებლობებს მიენდოს, ან დახმარებისთვის მეგობარს მიმართოს. აუცილებელია, იმპროვიზატორმა საკუთარ თავს სამოქმედო გეგმის შემუშავება აიძულოს და ყველა მოსალოდნელი შედეგი გაითვალისწინოს. უნდა ახსოვდეს, რომ ყოველთვის გვერდით არ ეყოლება ისეთი ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, დაეხმარებიან და რომლებსაც შეუძლია ნებისმიერ დროს დაეყრდნოს.

ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲙᲐᲨᲙᲐᲨᲡ ᲕᲘᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲗ.

იმპროვიზატორი ფასეულობებსა და ხარისხს ამჩნევს, რაც, თავის მხრივ, ძალიან კარგი თვისებაა, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრი ცუდი ჩვევის აღმოფხვრაში დაეხმარება. ის შეამჩნევს, რომ ერთი შესაძლებლობიდან მეორეზე მუდმივად „ხტუნვა“ მის გრძელვადიან მიზნებს კარგს არაფერს მოუტანს, ეს კი არასასიამოვნო შეგრძნებას დაუტოვებს.

ყველაზე უბედურად თავს იმპროვიზატორი მაშინ გრძნობს, როცა არასასურველი გარემოებების გამო, მეგობრებთან დროს ვერ ატარებს. მისთვის ყველაზე დიდი სიხარული მხიარულებისთვის ყველას გაერთიანებაა. შეუძლია უამრავ საკითხზე საათობით ილაპარაკოს, ადამიანებს ემოციები გაუზიაროს და ყველა შესაძლებლობას, რომელსაც სამყარო სთავაზობს, ჭეშმარიტი სიამოვნებით ეზიაროს.

ESFP ფაქტები ფეისბუკზე