ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲒᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲗᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲝᲜᲔᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ტრადიციებისა და წესრიგის დამცველ მეთვალყურეს არასწორისა და საზოგადოებაში მისაღების საკუთარი ინტერპრეტაცია გააჩნია და ამ აზრით ოჯახებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. პატივს სცემს გულწრფელობას, მიზანდასახულობას, შრომისმოყვარეობასა და კეთილშობილებას. ყოველივე ეს მეთვალყურეს ბრწყინვალე და სანდო ხელმძღვანელად აყალიბებს, რომელიც პრობლემების გადასაჭრელად სხვებს სიხარულით მიუძღვება. მეთვალყურე ადამიანების გაერთიანების უნარით ამაყობს, ხშირად ნახავთ ორგანიზატორისა და მმართველის ამპლუაშიც.

მეთვალყურეს სწამს კანონის უზენაესობის, პატივს სცემს მასზე მაღალი რანგის პირებს, წარსულ გამოცდილებებს, ამჟღავნებს ერთგულებასა და გულწრფელობას, არ უყვარს სიზარმაცე და ღალატი – განსაკუთრებით საქმეში. 

მეთვალყურე ფაქტებით გაჯერებულ სამყაროში ცხოვრობს და თავის გარემოცვას კარგად აკვირდება, ცოდნას ეყრდნობა და საკუთარ პრინციპებს წინააღმდეგობების დროსაც კი არ ღალატობს, მტკიცედ ინარჩუნებს იმის შეგრძნებას, თუ რა არის მიღებული და რა – არა. მისი საუბარი ცარიელი სიტყვები არაა. მნიშვნელოვან დისკუსიებში ყველაზე დიდი ალბათობით ჩაერთვება, საკუთარ თავზე ყველაზე რთულ პროექტებს იტვირთავს, ყველაზე რთულ საქმესაც კი მარტივად მოსაგვარებელ დაბრკოლებად წარმოაჩენს.

ᲧᲝᲕᲔᲚᲛᲐ ᲦᲘᲠᲡᲔᲣᲚᲛᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲘᲪᲕᲐᲡ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ.

მეთვალყურე მარტო არ მუშაობს,- ის გარშემომყოფებისგან ერთგულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის დაფასებას ელის. ის საკუთარ პირობას ყოველთვის ასრულებს და თუ კოლეგებისგან სიზარმაცე და კიდევ უარესი, თვალთმაქცობა დაინახა, მათ მიმართ სიმკაცრის გამოჩენას არ მოერიდება. 

მეთვალყურე კლასიკური, სამაგალითო მოქალაქეა: ის მეზობლებს ეხმარება, კანონებს იცავს და ცდილობს, ორგანიზაციებისა და გაერთიანებებისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობებში ყველა იყოს ჩართული.

მეთვალყურეს ყველაზე მეტად საზოგადოებრივი მრავალფეროვნებისა და არაერთგვაროვნების გაცნობიერება უჭირს – ყველა ერთნაირად არ ფუნქციონირებს. ჭეშმარიტი ლიდერი როგორც ინდივიდის, ასევე მთლიანი გუნდის ძლიერ მხარეებს პოულობს და მათ იდეების რეალიზებაში ეხმარება. მეთვალყურე ფაქტებს ფლობს და, შესაბამისად, გუნდს მიმართულების პოვნასა და მიზნისკენ მოქმედების წარმართვაში შეუძლია დაეხმაროს.

ESTJ ფაქტები ფეისბუკზე