მეთვალყურეს ბევრი რამ კარგად გამოსდის, რადგან უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს, რომ ყველაფერი კარგად გააკეთოს. ეს ფსიქოტიპი ყველაზე კარგად იმ საქმეებს ერგება, სადაც წესრიგისა და სტრუქტურის შექმნაა საჭირო. 

მეთვალყურეს კარგად ორგანიზებული და მიზანმიმართული სამუშაო გარემო მოსწონს. მას სტაბილურობა და პროგნოზირებადობა სჭირდება, არ უყვარს ცვლილებები, ამიტომ ტრადიციული სამუშაო მისთვის ზედგამოჭრილია.

ამ ფსიქოტიპის ადამიანი სანდო თანამშრომელია, საქმეს დროზე ასრულებს და ხშირად ლიდერულ პოზიციას აღწევს. 

მეთვალყურე უფრო საკითხზეა ორიენტირეული, ვიდრე ადამიანებზე, ამიტომ ადამიანებზე ორიენტირებული კარიერა მისთვის იდეალური არჩევანი არაა. მართალია ის უხეში ჩანს, მაგრამ ხელქვეითებზე ზრუნავს და მათი აზრებიც აინტერესებს. ამის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც დამოუკიდებლად იღებს.

ტრადიციულ (მონაცემთან მუშაობა, სტრუქტურირებული გარემო) სფეროში ინტერესების მქონე მეთვალყურეს ადმინისტრაციული საქმე იზიდავს. ის ორგანიზებულია, დეტალებზე ორიენტირებული, მონაცემთა მანიპულაცია კარგად შეუძლია. მეთვალყურისთვის შესაფერისი კარიერის მაგალითებია: ბუღალტრული აღრიცხვა, სამდივნო და ადმინისტრაციული საქმე, საბანკო საქმე, მონაცემთა შეყვანა და ანგარიშსწორება. 

მეთვალყურის დომინანტი ფუნქცია, ექსტრავერტული აღქმა ბიზნესისთვის იდეალურია. ამ სფეროში მეთვალყურეს მენეჯმენტისკენ აქვს მიდრეკილება.