მეთვალყურის (ESTJ) კოგნიტური  ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. მეთვალყურის მთავარი ფუნქცია ექსტრავერტული აზროვნებაა, დამხმარე კი ინტროვერტული აღქმა.

ექსტრავერტული აზროვნება – Te (ძირითადი)

მეთვალყურე ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ექსტრავერტული აზროვნება მას ფიქრებისა და არგუმენტების დახარისხების საშუალებას აძლევს. ესაა მოქმედებების ლოგიკური შედეგების დანახვის უნარი. ის წესრიგსა და თანმიმდევრობას მიჰყვება.

ინტროვერტული აღქმა – Si (დამხმარე)

მეთვალყურე ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. აღქმის საშუალებით მეთვალყურე ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ინტროვერტული აღქმა მას მონაცემების დეტალურად გახსენებასა და მათ მოცემულ ინფორმაციასთან შედარებაში ეხმარება. ეს უნარი მეთვალყურეს საშუალებას აძლევს, აწმყოში მიღებული გამოცდილება წარსულში მიღებულ გამოცდილებას გადააჯაჭვოს და მათ შორის კავშირი ეძებოს. 

ექსტრავერტული ინტუიცია – Ne (მესამეული)

მეთვალყურე ამ ფუნქციას შედარებით ნაკლებად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ექსტრავერტული ინტუიცია მას საშუალებას აძლევს, განსხვავებული გზები დაინახოს. როცა მეთვალყურე ინფორმაციას იღებს, შეუძლია მას მრავალი მხრიდან შეხედოს.

ჯანსაღი Ne: დაინტერესებულია ახალი იდეებით და განვითარების პოტენციალით, ახალი გამოცდილებების მიღებით, უფრო მეტად ორიენტირებულია პიროვნულ სრულყოფასა და პროგრესზე; შეუძლია წარსულის ნეგატიური შეგრძნებები მოიშოროს; უფრო გონებაგახსნილი დამოკიდებულება აქვს პრობლემებისთვის კრეატიული გამოსავლის ძიებისა და პოვნის პროცესში; უკეთესადაა გარემოსთან ადაპტირებული; უკეთესადაა ადაპტირებული ბუნდოვანებასა და გაურკვევლობასთან; გულწრფელია საკუთარ შესაძლებლობებთან და შეზღუდვებთან; დაინტერესებულია ისეთი შემოქმედებითი საქმიანობებითა და მიზნებით, რომლებსაც აუცილებელი არაა, ხელშესახები შედეგები ან პრაქტიკული ღირებულება ჰქონდეთ.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Ne: მოუქნელი და კონსერვატიული; ეწინააღმდეგება ახალ იდეებს და ცვლილებებს ვერ ეგუება; ზედმეტად საყოველთაო აზროვნებისა და განსჯის; არ შეუძლია საქმის კეთების ან პრობლემის მოგვარების ახალი გზები მიიღოს; ზედმეტად ადარდებს საზოგადოებრივი მდგომარეობა და უნდა ხალხში „ადეკვატური“ ჩანდეს; სპონტანურობასა და კრეატიულ თვითგამოხატვას სამარცხვინოდ მიიჩნევს.

თავდაცვითი კვანძი: იპულსური და ნაჩქარევი, არაზუსტი და უშედეგო, ვერ ახერხებს პრიორიტეტების დასახვას და კარგად დაგეგმვას; მოქმედებას იწყებს საჭიროებებისა და თითოეული ინდივიდის პრიორიტეტის გაუთვალისწინებლად; პესიმისტი და ნეგატიური; ხშირად წარმოიდგენს და მოელის ყველაზე ცუდ სცენარს ან შედეგებს; უნდობლობის მქონე, ირაციონალურად შეაქვს ეჭვი სხვების მოტივებსა და განზრახვებში; თავს დაუფასებლად გრძნობს, კრიტიკას თავიდან ირიდებს და შეცდომებისა და წარუმატებლობის გამო თავის მართლებას იწყებს; სიტუაციების მიკრო-მენეჯმენტს აკეთებს და განზრახ ცდილობს კონტროლის ხელში აღებას, ასე არაცნობიერად ცდილობს, არასტაბილურობისა და დაუცველობის გრძნობა ჩაახშოს.

Te-Ne კვანძი: ზედმეტად ფოკუსირებულია პოტენციური პრობლემების მოგვარებაზე, რადგან ქვეცნობიერად უარყოფით სურათს წარმოიდგენს და მოვლენების შედეგებზე ირაციონალური ინტუიცია აქვს. მიუხედავად ამისა, მეთოდური ქმედება აკლია და როცა ბევრ შეცდომას უშვებს, მიზნებს ვერ აღწევს, ვერ ამჩნევს მნიშვნელოვან დეტალებს, ივიწყებს პირად საჭიროებებს, ღიზიანდება და თავს არაკომპეტენტურად გრძნობს. ეს იმის ბრალია, რომ არ გამოსდის/უარს ამბობს მოქმედების დაწყებამდე დააკვირდეს, დაფიქრდეს და პრიორიტეტები დაისახოს.

ინტროვერტული გრძნობა – Fi (სუსტი)

მეთვალყურე ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. ინტრავერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რა არის მისთვის ღირებულება. ესაა ადამიანების ამოცნობის უნარი, თითქოს ინოვატორს შინაგანი რადარი აქვს. ესაა სურვილი, ამოიცნო საკუთარი ღირებულებების მქონე პიროვნებები და დაუახლოვდე მათ.