INTP-ს მსგავსად, ავანტიურისტს თავისი შესაფერისი კარიერის პოვნა უჭირს. ის პრაქტიკული საქმიანობით ინტერესდება და ფიზიკური დატვირთვა მოსწონს. ბევრი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი სპორტითაა დაკავებული და მათი საქმიანობა ისეთ მრავალფეროვან პროფესიებს მოიცავს, როგორიცაა მზარეული, ავტო რემონტიორი, მშენებელი და ა.შ.

ავანტიურისტის მიზანია, კარგი შემოსავლის ჰქონდეს და ისეთი პარტნიორი იპოვოს, რომელთანაც ამ შემოსავლით სიამოვნებას მიიღებს. ფულს მოაქვს სტატუსი და პარტნიორის პოვნის შესაძლებლობები. სამწუხაროდ, იმ სფეროში, რომელიც ამ ფსიქოტიპს შეეფერება, სიმდიდრისა და სოციალური სტატუსის მოპოვება ყოველთვის ადვილი არაა. გარკვეული გამონაკლისების გარდა, ეს სფეროები ავანტიურისტს განსაკუთრებულ ფინანსურ ჯილდოს არ ჰპირდება. რა თქმა უნდა, ავანტიურისტს ეს რთულ მდგომარეობაში აყენებს. კონკრეტულად, მას სერიოზული გადაწყვეტილების მიღება უწევს. არის კი მზად, სტატუსისა და სიმდიდრის ფასად იმ კარიერას გაჰყვეს, რაც მის ბუნებრივ შესაძლებლობებსა და პიროვნებას კარგად ერგება? სტატისტიკის მიხედვით, ამ ფსიქოტიპის წარმომადგებლების ნაწილი სტატუსსა და სიმდიდრეს ირჩევს, ნაწილი კი სამსაურით კმაყოფილებას.

ამ საკითხს კიდევ უფრო ართულებს ის პოპულარული შეხედულება, რომ უნივერსიტეტში ყველამ უნდა ჩააბაროს. ზოგი ავანტიურისტისთვის შეიძლება საგანმანათლებლო ხარისხი შესაფერისიც იყოს, თუმცა ზოგი უკეთესია, თეთრსაყელოიანი სამსახურისთვის მზადების ნაცვლად, რაღაც პროფესიულ საქმიანობას დაეუფლოს. 

ავანტიურისტის მოთხოვნილება მრავალფეროვნების მიმართ შეიძლება ბიზნესმა დააკმაყოფილოს, კერძოდ, მოგზაურობის პერსპექტივამ ბიზნესში.  როგორც წესი, ეს სფერო გაყიდვებს, პოპულარიზაციასა და კლიენტთა მომსახურებას მოიცავს, რაც სავსებით შესაფერისი საქმეა ავანტიურისტისთვის. 

ავანტიურისტი, ISTP-სგან განსხვავებით, გარკვეულწილად, მართვადი ფსიქოტიპია. გაყიდვებსა და მარკეტინგს ბუნებრივად ერგება და უფრო მეტიც, ISTP-ზე უკეთესი მენეჯერია (თუმცა არა უკეთესი სტრატეგისტი), შესაბამისად, კორპორაციულ სამყაროში თავს კომფორტულად გრძნობს.