ავანტიურისტის კოგნიტური ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. ავანტიურისტის მთავარი ფუნქცია ექსტრავერტული აღქმაა, დამხმარე კი ინტროვერტული აზროვნება.

ექსტრავერტული აღქმა – Se (ძირითადი)

ავანტიურისტი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ექსტრავერტული აღქმა ავანტიურისტს საშუალებას აძლევს, გამოცდილებებით იცხოვროს. ამ უნარით ის აცნობიერებს, რას ხედავს, ყნოსავს, ეხება, უსმენს ან აგემოვნებს. ესაა გამოცდილებით ენერგიის მიღებისა და მომენტით სიამოვნების მიღების უნარი.

ინტროვერტული აზროვნება – Ti (დამხმარე)

ავანტიურისტი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ინტროვერტული აზროვნება მიღებული ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფისა და ანალიზის საშუალებას აძლევს. ეს ფუნქცია შეუსაბამობების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება ავანტიურისტს. 

ექსტრავერტული გრძნობა – Fe (მესამეული)

ავანტიურისტი ამ ფუნქციას შედარებით ნაკლებად იყენებს. ის გადაწყვეტილებებს გრძნობებზე დაყრდნობით იღებს. ექსტრავერტული გრძნობა ავანტიურისტს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქცევა სხვების საჭიროებებს შეუსაბამოს. ესაა სხვებთან დაკავშირების უნარი და სურვილი. 

ჯანსაღი Fe: თბილი, აწონ-დაწონილი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და ხათრიანი; იცის როგორ გაუმკლავდეს სხვების საჭიროებებს; იცის როგორ დაეხმაროს ან უთანაგრძნოს ადამიანებს, როცა საჭიროა; აფასებს ურთიერთობებს, სიახლოვესა და სიყვარულის გამოხატვას; მოსწონს ჯგუფური მუშაობა; ურთიერთობაში პრობლემებს მოთმინებითა და თანაგრძნობით აგვარებს; მკაფიოდ ესმის, ადამიანის ქცევა როგორ გავლენას ახდენს სხვებზე.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Fe: დამოუკიდებლობის გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვს და სხვების მოთხოვნილებებს არაფრად აგდებს; უარს ამბობს მნიშვნელოვანი ურთიერთობების პრიორიტეტად ქცევაზე; ეშინია ურთიერთობებში პასუხისმგებლობის აღებაზე; თანაგრძნობასა და ემოციურ მგრძნობიარობას სისუსტედ აღიქვამს; უარს ამბობს იმ ადამიანების პერსპექტივების გაგებაზე, ვისაც არ ეთანხმება; მიდრეკილია ამპარტავნებისა და მედიდურობისკენ; საკუთარი გრძნობებისა და ემოციების საერთოდ არ ესმის.

თავდაცვითი კვანძი: ქვეცნობიერად, სხვებისგან მუდმივად თანხმობა და მოწონება სჭირდება; მოწყენილობის ან დაუცველობის გამო იმპულსურად იქცევა; ვერ უმკლავდება უთანხმოებას ან კონსტრუქციულ კრიტიკას; სხვებისგან თავს დაუფასებლად გრძნობს; უჭირს განსჯა ან გადაწყვეტილებების მიღება, თუ გარეშე წყარომ ეს არ დაუდასტურა; სოციალურ სიტუაციებზე დომინირებით ან მანიპულაციით აღიარებას და მოწონებას მოელის; საკუთარ ლიმიტენსა და დეფექტებს ვერ აცნობიერებს; ასევე ვერ აცნობიერებს, მისი ქცევა როგორ მოქმედებს სხვა ადამიანებზე; საკუთარ თავს განსაზღვრავს ურთიერთობების, საზოგადოებრივი სტატუსის, ან სხვების შეხედულებებით, ქცევცნობიერად კი ცდილობს, დაბალი თვითშეფასებისა და ემოციური არასტაბილურობის შეგრძნება დათრგუნოს.

Se-Fe კვანძი: აკვიატებულად ცდილობს, სწრაფი დამოწმება მიიღოს, რომ მხიარული, თამამი და არატრადიციულია. ხშირად ტრაბახობს სოციალურ სტატუსზე, სტილზე, მიღწევებზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე, ან მატერიულ მდგომარეობაზე, თუმცა მიღწევებისა და თავდაჯერების თვალსაზრისით, ვერანაირ აზრს ვერ პოულობს. ეს იმის ბრალია, რომ სანამ მოქმედებას დაიწყებს, არ გამოსდის/უარს ამბობს საკუთარი იდეები, შეხედულებები და შედეგები საფუძვლიანად შეაფასოს.

ინტროვერტული ინტუიცია – Ni (სუსტი)

ავანტიურისტი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ინტროვერტული ინტუიცია ავანტიურისტს მომავლის შეგრძნებას ანიჭებს. ესაა გეგმებისა და შაბლონების ათვისების უნარი. რთულად გასაგები ინფორმაციის აღქმა ინტროვერტული ინტუიციის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი.