ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲡᲞᲝᲜᲢᲐᲜᲣᲠᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ეს ფსიქოტიპი ნამდვილი იდეალისტია, ადამიანებსა და მოვლენებში ყოველთვის საუკეთესოს ეძებს და სურს ყველაფერი უკეთესი გახადოს. იდეალისტი მშვიდი, ჩაკეტილი და მორცხვი ჩანს, თუმცა ძლიერი შინაგანი ვნება აქვს. როცა იდეალისტი თავის მსგავს ადამიანს პოულობს და მასთან დროს ატარებს, ეს ჰარმონია სიხარულისა და შთაგონების შადრევანს ემსგავსება. 

იდეალისტი საკუთარი პრინციპებით  და ემოციური აგზნებით უფრო მოქმედებს, ვიდრე ლოგიკითა და პრაქტიკულობით. იდეალისტს აღიარება, სილამაზე, მორალი და ღირსება ამოძრავებს და არა ჯილდო ან სასჯელი. ის ამ თვისებით ამაყობს, თუმცა ეს ყველას არ ესმის, ამის გამო კი ხშირად იზოლაციამდეც მიდის.

საუკეთესო შემთხვევაში, იდეალისტს ეს თვისებები სხვებთან სიღრმისეული კავშირის დამყარებაში ეხმარება, მეტაფორებითა და ჰიპერბოლებით ადვილად საუბრობს და საკუთარი იდეების გადმოსაცემად სიმბოლოებს ქმნის. იდეალისტს წარმოსახვითი სამყარო განსაკუთრებით იზიდავს. შემოქმედებითობისა და პოეტური გადმოცემის უნარის საშუალებით კრეატიულ ნაშრომებს ქმნის და არცაა გასაკვირი, რომ ბევრი პოეტი, მწერალი და მსახიობი სწორედ იდეალისტის ფსიქოტიპის წარმომადგენელია. მისთვის საკუთარი თავის გააზრება ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა და საკუთარი თავის შემეცნებით მიღებულ ცოდნას საქმით გამოხატავს.

ᲣᲡᲛᲘᲜᲔ ᲑᲔᲕᲠᲡ, ᲔᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔ ᲪᲝᲢᲐᲡ.

ენასთან იდეალისტის განსაკუთრებული ურთიერთობა მხოლოდ მშობლიური ენით არ შემოიფარგლება: ყველაზე ხშირად უცხო კულტრებითა და ენებით სწორედ ეს ფსიქოტიპი ინტერესდება ხოლმე. იდეალისტს სურს, მსოფლიოში მშვიდობამ და ჰარმონიამ დაისადგუროს, საკუთარი მოწოდების პოვნასთან ერთად, ეს საკითხიც მნიშვნელოვანია იდეალისტისთვის.

იდეალისტი ბევრ ადამიანთან არ ურთიერთობს. მისთვის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. ხშირი კომუნიკაციისას ენერგიისგან იცლება, იღლება და სასოწარკვეთილებაში ვარდება. კარგის ძიებაში იდეალისტმა შეიძლება ყოველდღიური მოთხოვნილებები და ვალდებულებები უგულებელყოს. თეორიული გამოსავლებისა ძებნისა და ფილოსოფიური აღმოჩენების კეთებისას, ხშირად ღრმა ფიქრში იძირება. თუ იდეალისტი რეალობას ყურადღებას არ მიაქცევს, მასთან შეხებას დაკარგავს, იზოლირდება და დაიკარგება, შემდეგ კი კეთილმოსურნეებსა და თუნდაც, პარტნიორს დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს, რომ ის რეალური სამყაროსკენ მოაბრუნოს.

საბედნიეროდ, იდეალისტი ისევ დაბრუნდება თავისი შთაგონებით, შემოქმედებითობით, ალტრუიზმითა და იდეალიზმით და ის, რასაც მისგან მიიღებთ იქნება არა ლოგიკა და პრაქტიკულობა, არამედ სამყარო, რომელიც ყოველ ნაბიჯზე თანაგრძნობით, სიკეთითა და მშვენიერებითაა სავსე. 

INFP ფაქტები ფეისბუკზე