ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. იდეალისტის მთავარი ფუნქცია ინტროვერტული გრძნობაა, დამხმარე კი ექსტრავერტული ინტუიცია.

იდეალისტის კოგნიტური ფუნქციები

ინტროვერტული გრძნობა – Fi (ძირითადი)

იდეალისტი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ინტრავერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რა არის მისთვის ღირებულება. ესაა ადამიანების ამოცნობის უნარი, თითქოს იდეალისტს შინაგანი რადარი აქვს. ესაა სურვილი, ამოიცნო საკუთარი ღირებულებების მქონე პიროვნებები და დაუახლოვდე მათ. 

ექსტრავერტული ინტუიცია – Ne (დამხმარე)

იდეალისტი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ექსტრავერტული ინტუიცია იდეალისტს საშუალებას აძლევს, განსხვავებული გზები დაინახოს. როცა იდეალისტი ინფორმაციას იღებს, შეუძლია მას მრავალი მხრიდან შეხედოს.

ინტროვერტული აღქმა – Si (მესამეული)

ამ ფუნქციას იდეალისტი შედარებით ნაკლებად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ინტროვერტული აღქმა იდეალისტს მონაცემების დეტალურად გახსენებასა და მათ მოცემულ ინფორმაციასთან შედარებაში ეხმარება. ეს უნარი მას საშუალებას აძლევს, აწმყოში მიღებული გამოცდილება წარსულში მიღებულ გამოცდილებას გადააჯაჭვოს და მათ შორის კავშირი ეძებოს. 

ჯანსაღი Si: დეტალებზე ორიენტირებული, აფასებს რუტინასა და სტაბილურობას; მტკიცედ ცდილობს იდეების გაუმჯობესებას და გეგმების მიყოლას; პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი მოქმედებებისგან გამოწვეულ შედეგებზე; სწავლობს წარსულის შეცდომებით და ცდილობს ფოკუსირება მოახდინოს გარკვეული ამოცანები შეასრულოს; შეუძლია ინფორმაცია უფრო დალაგებულად და მეთოდურად მიიღოს; კარგად იცნობს საკუთარ თავს და თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს უფრო რეალისტურად ხედავს.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Si: აკლია კონცენტრირება, არაპრაქტიკულია და დეტალების მიმართ დაუკვირვებელი; წინააღმდეგობას უწევს რუტინასა და თანმიდევრულობას, შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობა უგულებელყოს, პრაქტიკული საკითხების მიმართ უყურადღებოა, წინააღმდეგობას უწევს სტრუქტურებსა და შეზღუდვებს.
თავდაცვითი კვანძი: ჯიუტია და იჩემებს, რომ საქმე მისთვის ნაცნობი ხერხით უნდა გააკეთოს; ეჭვით სავსე; მზად არაა ურთიერთობებში პასუხისმგებლობა აიღოს, ახალ იდეებსა და გამოცდილებებს უარყოფს, ძალიან უკვირდება ფიზიკურ ჯანმრთელობას; თავს განცალკევებულად გრძნობს, ფიქრობს რომ სხვები ვერ უგებენ. რადგან წარსულსა და მომავალს შორის კავშირს არასწორად სახავს, წარსულ მოვლენები და შეცდომები აკვიატებული აქვს; პესიმისტი, ვერ ხედავს პოზიტიურ პოტენციალს, მხოლოდ დეტალების დადასტურებას ცდილობს, უმნიშვნელო დეტალების გადააზრებას ახდენს; ფანტაზიაშია ჩაძირული, რითაც გაუცნობიერებლად გარკვევლობისა და არაადეკვატურობის გრძნობის დათრგუნვას ცდილობს (იქ რჩება, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს).

Fi-Si კვანძი: იძულებულია, საკუთარი პრობლემური შეხედულებების, არჩევანის, შეცდომების გასამართლებლად და დეტალურად ასახსნელად წარსულის ცოდნა ან გამოცდილება გამოიყენოს. საბოლოო ჯამში, თავს გრძნობს გამოუვალ მდგომარეობაში, რადგან უარს ამბობს აღიაროს, რომ ცვლილებები სჭირდება, თავს არიდებს ან უარს ამბობს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

ექსტრავერტული აზროვნება – Te (სუსტი)

იდეალისტი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. ექსტრავერტული აზროვნება მას ფიქრებისა და არგუმენტების დახარისხების საშუალებას აძლევს. ესაა მოქმედებების ლოგიკური შედეგების დანახვის უნარი. ის წესრიგსა და თანმიმდევრობას მიჰყვება.