ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. სტრატეგის მთავარი ფუნქცია ინტროვერტული ინტუიციაა, დამხმარე კი ექსტრავერტული აზროვნება.

სტრატეგის კოგნიტური ფუნქციები:

ინტროვერტული ინტუიცია – Ni (ძირითადი)

სტრატეგი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ინტროვერტული ინტუიცია სტრატეგს მომავლის შეგრძნებას ანიჭებს. ესაა გეგმებისა და შაბლონების ათვისების უნარი. რთულად გასაგები ინფორმაციის აღქმა ინტროვერტული ინტუიციის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი. 

ექსტრავერტული აზროვნება – Te (დამხმარე)

სტრატეგი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ექსტრავერტული აზროვნება მას ფიქრებისა და არგუმენტების დახარისხების საშუალებას აძლევს. ესაა მოქმედებების ლოგიკური შედეგების დანახვის უნარი. ის წესრიგსა და თანმიმდევრობას მიჰყვება.

ინტროვერტული გრძნობა – Fi (მესამეული)

ამ ფუნქციას სტრატეგი შედარებით ნაკლებად იყენებს. ინტროვერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რა არის მისთვის ღირებულება. ესაა ადამიანების ამოცნობის უნარი, თითქოს სტრატეგს შინაგანი რადარი აქვს. ესაა სურვილი, ამოიცნო საკუთარი ღირებულებების მქონე პიროვნებები და დაუახლოვდე მათ. 

ჯანსაღი Fi: აფასებს ინდივიდუალურ განსხვავებებს, გაგებით ეკიდება ემოციურ ცხოვრებასა და პირად დაუცველობას, ცდილობს საკუთარ გრძნობებთან კავშირი ჰქონდეს, არის თანაგრძნობის უნარის მქონე. სხვებს დახმარებას უწევს კარგი მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარებით. სურს, ურთიერთობებში ღრმა კავშირები ჰქონდეს. იცის, რა უნდა გააკეთოს სხვისი და საკუთარი კეთილდღეობისთვის.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Fi: საკუთარი და სხვების მოთხოვნების მიმართ ყურადღებიანი არ არის, სხვების გამოცდილებებს უგრძნობლად უგულებელყოფს, განსჯის მკაცრი სტანდარტებითა და დიდი განზოგადებებით, ეწინააღმდეგება ემოციურ ცხოვრებას, მგრძნობიარობას სისუსტედ აღიქვამს, სასოწარკვეთით ცდილობს განრიდებული და დამოუკიდებელი იყოს საზოგადოების გავლენისგან.
თავდაცვითი კვანძი: მცდარ მორალურ მსჯელობას ან „გულის კარნახს“ იყენებს იმისთვის, რომ ადამიანებისა და მსოფლიოს მიმართ პრობლემური გრძნობები, განსჯა ან დამოკიდებულება გაამართლოს; კრიტიკა ან უარყოფა ადვილად სწყინს, ამასთანავე არ სურს აღიაროს რომ გული ატკინეს; იტანჯება და იტვირთება შინაგანი ემოციური პრობლემებით, ფანტაზიებში იძირება, სუბიექტურ „სიმართლეს“ იყენებს გარე სამყაროსგან თავის დასაცავად, რითაც არაცნობიერად საკუთარი არაკომპეტენტურობისა და უმწეობის რეპრესირებას ცდილობს.

Ni-Fi კვანძი: საკუთარი თავი რომ დაარწმუნოს, რომ მორალურად უპირატესია, თავდაცვით ინსტინქტებს (განსჯის სუბიექტური სტანდარტები) იყენებს, თუმცა შინაგანი შფოთი იპყრობს, რადგან წარუმატებლობების, არათავდაჯერებულობის, გაურკვევლობის, ცინიზმის, უმიზნობის, მარტოსულობის, ან ურთიერთობებში პრობლემების გადალახვა უჭირს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად სწორ საშუალებებსა და მეთოდებს ან ვერ ხედავს, ან უგულებელყოფს.

ექსტრავერტული აღქმა – Se (სუსტი)

სტრატეგი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ექსტრავერტული აღქმა სტრატეგს საშუალებას აძლევს, გამოცდილებებით იცხოვროს. ამ უნარით ის აცნობიერებს, რას ხედავს, ყნოსავს, ეხება, უსმენს ან აგემოვნებს. ესაა გამოცდილებით ენერგიის მიღებისა და მომენტით სიამოვნების მიღების უნარი.