ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲝᲜᲔᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲡᲞᲝᲜᲢᲐᲜᲣᲠᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ანალიტიკოსი კრეატიული გამოგონებებით, ორიგინალური პერსპექტივებითა და ძლიერი ინტელექტით ამაყობს. 
ეს ფსიქოტიპი ბრწყინვალე თეორიებითა და მკაცრი ლოგიკითაა ცნობილი.

ანალიტიკოსს უყვარს შაბლონები, მოცემულობები და მოსაზრებებში შეუსაბამობისა და უზუსტობების შემჩნევა მისი ჰობია, ამის გამო, მისი მოტყუება არ ღირს. სასაცილოა, რომ საუბარი და აზრის გადმოცემა უჭირს, არა იმიტომ, რომ გულწრფელი არაა, უბრალოდ მის გონებაში ფიქრები და იდეები ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ მისი აზრი დაუსრულებელია, ამიტომ საუბარს საკუთარი იდეებისა და თეორიების ჩამოსაყალიბებლად იყენებს, ადამიანები კი საწერი დაფები არიან. ხშირად ის მოკამათეს კი არა, საკუთარ თავს ეკამათება ხოლმე. 

ᲒᲣᲨᲘᲜᲓᲔᲚᲘᲗ ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔ, ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚᲘᲗ ᲘᲪᲮᲝᲕᲠᲔ, ᲮᲕᲐᲚᲘᲜᲓᲔᲚᲘ ᲓᲦᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲡ. ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘᲐ, ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲨᲔᲬᲧᲕᲘᲢᲝ ᲙᲘᲗᲮᲕᲘᲡ ᲓᲐᲡᲛᲐ.

ვერ ვიტყვით, რომ ანალიტიკოსის ეს თვისება მის არასანდოობაზე მეტყველებს, პირიქით: როცა პრობლემების გადაჭრაა საჭირო, ანალიტიკოსზე ენთუზიაზმით სავსე და უნარიან ადამიანს ვერ იპოვით. მას შეუძლია დეტალებს უსასრულოდ „უჩხიკინოს,“ პრობლემები გამოააშკარაოს და უნიკალური და რეალიზებადი გამოსავალი იპოვოს. ოღონდ, პროგრესის პუნქტალურად შესრულებულ ანგარიშს ნუ მოსთხოვ. ანალიტიკოსს ყოველდღიური, პრაქტიკული აქტივობები არ აინტერესებს, მაგრამ თუ იმ გარემოში აღმოჩნდა, სადაც მის შემოქმედებით და უნიკალურ მეთოდებს აფასებენ, საქმესაც დროულად და შეუცდომლად შეასრულებს და ენერგიასაც მეთოდურად ხარჯავს.

ანალიტიკოსი ერთი შეხედვით გამოუსწორებელ მეოცნებეს ჰგავს, მაგრამ მის გონებაში ფიქრები უწყვეტად ცირკულირებს. იმის გამო, რომ მუდმივად ჩაფიქრებულია, სხვების თვალში პასიური და ინერტული ჩანს. ნაცნობებთან საკმაოდ მშვიდი და მეგობრულია. უცნობებთან ძალიან მორცხვი და გაუბედავია, რაც არაკეთილმოსურნეობაში ერევათ ხოლმე. 

ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔ ᲪᲜᲝᲑᲘᲡᲛᲝᲧᲕᲐᲠᲔᲝᲑᲘᲗ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ.

ანალიტიკოსი აღტაცებას ვერ მალავს, როცა ადამიანებთან კონტაქტს ადვილად ამყარებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ ექსცენტრიულ იდეაზე ან თეორიაზე ლაპარაკობს. 

ანალიტიკოსისთვის საკუთარი გრძნობებისა და სუბიექტური მოსაზრებების ახსნას ნუ შეეცდებით. მისი გონება პარადოქსულად რთული მოწყობილობის საათივითაა, რომელიც მხოლოდ საინტერესო ფაქტებზე თუ იდეებზე წიკწიკებს და შემოქმედებით წამოფრენებსა და ლოგიკურ მიზეზშედეგობრიობაზე მუშაობს, ამიტომ ვერც წუწუნს იტანს და ვერც მისკენ მიმართულ ზემგრძნობიარე განცხადებებს. მეტიც, ემოციურ ჩივილს საერთოდ ვერ იგებს, ამიტომ უკეთესია ემოციური მხარდაჭერისთვის სხვა ფსიქოტიპს მიმართოთ. ლოგიკოსი პრობლემის გადასაჭრელად ლოგიკურ გზებს შემოგთავაზებთ. ის დიდ სურათს ხედავს; ისეთ სოციალურ კონვენციებს, როგორიცაა ქორწინება, ბავშვის ყოლა და ა.შ. ანალიტიკოსი ეჭვის ქვეშ აყენებს.

ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ ᲐᲖᲠᲘ ᲐᲠ ᲐᲥᲕᲡ, ᲘᲡ ᲗᲣ ᲐᲠ ᲨᲔᲘᲪᲐᲜᲘ.

ანალიტიკოსს შეცდომები ძალიან აშინებს. საკუთარი ფიქრების, თეორიებისა და იდეების წმენდით ისეა დაკავებული, რომ ეშინია, რამე ხომ არ გამორჩა. ამასობაში იდეამ შეიძლება სტაგნაცია განიცადოს და არამატერიალურ სამყაროში დაიკარგოს, სადაც ის არასდროს სრულდება. თვითკრიტიკა ანალიტიკოსისთვის დიდი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, თუმცა საკუთარი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების დასაფიქსირებლად ინტელექტი და ნიჭი აქვს, ხოლო მისი მიზნები ბრძოლას ნამდვილად იმსახურებენ.

INTP ფაქტები ფეისბუკზე