ENTP-ს მსგავსად, კარიერის პოვნა ანალიტიკოსისთვისაც რთულია. ბევრი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლისთვის, კარიერის არჩევამდე, მთავარია საკუთარი თავი იპოვოს: თავისი ინტერესები, უნარები, იდეები და ღირებულებები შეიცნოს. სამწუხაროდ, ანალიტიკოსისთვის იდენტობის, მიზნისა და კარიერის პოვნა ძალიან დამღლელი პროცესია და დიდ დროს, ექსპერიმენტებს, თვით-ანალიზს მოითხოვს. ამას შეიძლება რამდენიმე წელი, ზოგჯერ ათეული წელიც კი დასჭირდეს.

მკაცრი ინდივიდუალიზმის გამო ანალიტიკოსი ტრადიციული სამუშაოს შესრულებაში კმაყოფილებას ვერ პოულობს. ასევე შესაძლოა უარი თქვას თანამშრომლობაზე. ბევრ ანალიტიკოსს სხვებისთვის პასუხის გაცემა არ უყვარს და შეიძლება ორგანიზაციის ხედვის გაზიარება უჭირდეს. მგრძნობიარეა იმის მიმართ, რასაც სამუშაოს ტრივიალურ, უაზრო ასპექტად მიიჩნევს, ამას ამძაფრებს  ანალიტიკოსის კრიტიკული გონება, რაც მას ყველაფრის ეჭვის ქვეშ დაყენებას აიძულებს.

საბოლოოდ ანალიტიკოსი ასკვნის, რომ სამუშაოსგან კმაყოფილების მისაღებად, თვითდასაქმება საკმარისია. შეიძლება ის სრულ ავტონომიასა და საკუთარი საქმის სრულ კონტროლზე ოცნებობდეს.

ISTP-სავით არა, თუმცა რეალისტური (მუშაობა საგნებთან, ბუნებასთან, ცხოველებთან, მექანიკასთან და ა.შ.) სამუშაოს მიმართ ანალიტიკოსმაც შეიძლება რაღაც ინტერესი გამოამჟღავნოს, მაგალითად დაინტერესდეს კომპიუტერის / ტექნოლოგიის შეკეთებით, მექანიკოსისა და ელექტრიკოსის პროფესიებით. 

კვლევასთან დაკავშირებული ინტერესები მოიცავს როგორც რთულ(მაგ, ფიზიკა), ასევე სოციალურ მეცნიერებებსაც (მაგ, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, გეოგრაფია, არქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები და ა.შ.). მიუხედავად ამისა, რთული მეცნიერებები ანალიტიკოსისთვის დიდ სიზუსტეს, მოთმინებას, დეტალების მიმართ ყურადღებას მოითხოვს და კრეატივისა და ინოვაციის შესაძლებლობას არ აძლევს.

ანალიტიკოსს მოსწონს კრიტიკული ანალიზი და პრობლემების მოგვარება. მისთვის საინტერესოა მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია, ბიზნესისა და ტექნიკური სტრატეგიების ფორმულირება და ფილოსოფია, რეალისტურ კონტექსტში კი, ინჟინერიის პრაქტიკული ფიქსაცია, სისტემებში პრობლემების დაძლევა.

ბევრი ანალიტიკოსი ხვდება, რომ ფორმალური და აკადემიური მეცნიერებები მისი ძლიერი მხარე არ არის, იმის მიუხედავადაც, რომ ანალიტიკოსის კრეატიულ გონებას ეს მიმართულება შეეფერება კიდეც. კრიტიკული და კრეატიული სამუშაოთი დაინტერესებული ანალიტიკოსი ჰუმანიტარული(რელიგია, ფილოსოფია, ისტორია) დარგების კვლევას იწყებს, არქიტექტურას ან ინჟინერიას, მეწარმეობას, არამხატვრულ მწერლობას ან კოდირებას სცდის.

შემოქმედებითი კარიერა ანალიტიკოსისთვის ტოპ 3-დან ერთ-ერთია. ძირითადად, გრაფიკულ დიზაინს ირჩევს, სადაც კვლევითი, რეალისტური და წარმოებითი ფაქტორები არ მონაწილეობს. ანალიტიკოსი ისეთ სამუშაოს ეძებს, სადაც ტვინის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ნახევარსფეროს სტიმულირებას შეძლებს.

იქედან გამომდინარე, რომ ანალიტიკოსის ერთ-ერთი კოგნიტური ფუქნცია ექსტრავერტული გრძნობაა, სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებულ ისეთ სფეროებს ირჩევს, როგორიცაა ჯანდაცვა, კონსულტირება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსს ადამიანებთან მცირე დოზით ურთიერთობა სიამოვნებს, ზედმეტი ჩართულობა ღლის. მას ძირითადად მარტო ყოფნა ურჩევნია, რომ ფიქრის, კვლევის, სტრატეგიისა და ინოვაციისთვის მეტი დრო ჰქონდეს. ამის გამო, სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებული კარიერის შერჩევამდე, ანალიტიკოსი კარგად უნდა დაფიქრდეს.

დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, ანალიტიკოსი უპირატესობას ისეთ საქმეს ანიჭებს, სადაც სამუშაოს შინაარსიცა და მეთოდის კონტროლიც მის ხელშია, ასეთია ბიზნესი, თუმცა ანალიტიკოსს ბიზნესის ბევრი ასპექტი არ მოსწონს. მაგალითად, საკუთარი სივრციდან გასვლა და სხვებთან უშუალო ურთიერთობა მისთვის არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს. ინტროვერტობის გამო, არც გაყიდვები იზიდავს, არ უნდა კლიენტთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს, ურჩევნია მომხმარებელს ინფორმაცია ვებგვერდით მიაწოდოს და გადაწყვეტილების მიღების არჩევანი დაუტოვოს.

ანალიტიკოსს არც ინვესტორების, თანამშრომლებისა და ბიზნეს პარტნიორების მოძიების იდეა იზიდავს. სხვის კომპეტენტურობას ადვილად არ ენდობა. ხშირად ჰგონია, რომ თუ კარგად უნდა რაღაც გაკეთდეს, თვითონ უნდა გააკეთოს. იქედან გამომდინარე, რომ ურჩევნია კონტროლი ბიზნესის ყველა ასპექტზე ჰქონდეს, მისი ბიზნესი, განზრახ თუ უნებლიედ, მცირე რჩება. ანალიტიკოსი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის საკუთარი თავისთვის დამტკიცების მიზნით, მენეჯმენტითა და მიკრომენეჯმენტით დაკავებას შეეცდება, თუმცა ის რეალურად ამ სფეროთი არცაა დაინტერესებული და ამისთვის არც უნარები გააჩნია. ანალიტიკოსის რეალური უპირატესობა საკუთარი თავის გაძღოლა და მენეჯმენტია, და არა სხვების. საბოლოო ჯამში, ბევრი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი, ამა თუ იმ ფორმით, თვით-დასაქმებაზე ოცნებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული (მონაცემებთან მუშაობა, სტრუქტურირებულ გარემოში) სამუშაოების შესრულება ბევრ ანალიტიკოსს შეუძლია, ამ მიმართულებით კარიერის შექმნას მაინც მოერიდება, რადგან ეს სფერო მის კრიტიკული და კრეატიული აზროვნების მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს.