ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲗᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

მხარდამჭერი საკმაოდ უნიკალური ფსიქოტიპია: მგრძნობიარეა, მაგრამ ბრწყინვალე ანალიტიკური უნარებით, ჩაკეტილია, მაგრამ კომუნიკაბელური და ურთიერთობების ხელოვნებას ფლობს. მხარდამჭერი კონსერვატიულია, თუმცა ახალ იდეას იღებს და ცვლილებებთან კარგად ადაპტირდება. 

მხარდამჭერი ნამდვილი ალტრუისტია, სიკეთეს გადაჭარბებული სიკეთით პასუხობს და სამუშაოსა და ადამიანებს ენთუზიაზმითა და სულგრძელობით ეკიდება.

მხარდამჭერი ისეთ სფეროშია დასაქმებული, რომელიც ისტორიის შეგრძნებას მოიაზრებს, ასეთია მედიცინა, მეცნიერება და საქველმოქმედო საქმიანობა.

ᲠᲐᲪ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲔᲢᲡ ᲒᲐᲡᲪᲔᲛ, ᲛᲘᲗ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲔᲢᲡ ᲛᲘᲘᲦᲔᲑ.

მხარდამჭერი იდეალისტია და იმის მიუხედავად, რომ საქმის გადადება ახასიათებს, მის ბოლომდე მიყვანას ყოველთვის ახერხებს. მხარდამჭერს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ცდილობს არავის გაუცრუოს მოლოდინი არც სახლში, არც სამსახურში და არც სასწავლებელში.

სამწუხაროდ, მხარდამჭერს ხშირად უწევს სხვებთან თავის გამართლება და მისი მიღწევები და დამსახურებები შეუმჩნეველი რჩება ხოლმე. თავმდაბლობის გამო საკუთარ ღირსებებს ფარავს, თუმცა ხალხი მის სიკეთეს აფასებს. მიუხედავად ამისა, იმის საფრთხე მაინც არსებობს, რომ ცინიკოსმა და ეგოისტმა ადამიანებმა მხარდამჭერის მოთმინებით ისარგებლონ. აუცილებელია, მხარდამჭერმა „არას“ თქმა ისწავლოს და თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმი შეინარჩუნოს. 

ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲛᲘᲜᲐᲮᲝ, ᲠᲝᲛ ᲓᲐᲛᲘᲯᲔᲠᲝ.

სხვა ინტროვერტებისგან განსხვავებით, კომუნიკაბელურ მხარდამჭერს განვლილი ცხოვრებიდან მოგონებების დაგროვება უყვარს, ადამიანებს იმახსოვრებს და დეტალებს ალამაზებს. საჩუქრის არჩევის დროს მხარდამჭერს ვერავინ შეეჯიბრება: ზუსტად იცის, გემოვნება და ფანტაზია როგორ გამოიყენოს და გულუხვად გასცემს. ის კოლეგებსა და კურსელებსაც კი მეგობრებად თვლის, თუმცა ყველაზე მეტად ოჯახში იხსნება.

ᲗᲣ ᲨᲔᲜᲘ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ, ᲓᲐᲒᲘᲪᲐᲕ.

მხარდამჭერი გუნდურია, დასახულ მიზანს ყოველთვის სერიოზულად ეკიდება და ბოლომდე მუშაობს. ინტიმურ დონეზე საყვარელ ადამიანებს თავისუფლად უკავშირდება, რის გამოც ოჯახისა და ახლობლების გაბედნიერება შეუძლია. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის დამღლელია. როდესაც მხარდამჭერი ხედავს, რომ აფასებენ, ისეთ ბედნიერებას აღწევს, რომელზეც სხვა ფსიქოტიპები მხოლოდ იოცნებებდნენ.

ISFJ ფაქტები ფეისბუკზე