ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲗᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲡᲞᲝᲜᲢᲐᲜᲣᲠᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი ნამდვილი ხელოვანია, მაგრამ არა მაინც და მაინც სტანდარტული გაგების ხელოვანი – არ არის აუცილებელი მხატვარი იყოს (რაც ისედაც კარგად ეხერხება), – სინამდვილეში, საოცარი ესთეტიკური აღქმა აქვს და ცდილობს ნაცრისფერ გარემოს საკუთარი ფერადი ლაქა დაამჩნიოს. არტისტს თვითგამოხატვითა და ესთეტიკური ექსპერიმენტებით ტრადიციული შეხედულებების დარღვევა უყვარს და ალბათ ყველაზე ხშირად ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი იტყოდა: „ნუ მომაქცევ ჩარჩოებში!“

ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲕᲘᲪᲕᲚᲔᲑᲘ. ᲡᲮᲕᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲕᲐᲠ ᲫᲘᲚᲘᲡ ᲬᲘᲜ, ᲕᲘᲓᲠᲔ ᲕᲘᲧᲐᲕᲘ ᲒᲐᲦᲕᲘᲫᲔᲑᲘᲡᲐᲡ.

არტისტი ფერად და მგრძნობიარე სამყაროში ცხოვრობს, ადამიანებსა და იდეებს შორის კავშირებს ინტერპრეტაციას უკეთებს, საკუთარ თავსა და ახალ პერსპექტივებს შორის ექსპერიმენტებს ატარებს, რაც მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების თვალში მას სპონტანურსა და არაპროგნოზირებადს ხდის. არტისტი თბილი და მგრძნობიარეა და უნდა, სხვებს ასიამოვნოს. სიყვარულს უფრო მოქმედებით გამოხატავს, ვიდრე სიტყვებით.

ეს ფსიქოტიპი ძალიან თვით-კრიტიკულია და საკუთარ თავს არასდროს არ იქებს იმით, რაც ძალიან კარგად გამოსდის. იმ ღირებულებების გამო, რასაც ატარებს, ძალიან პერფექციონისტია.

ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲘ ᲕᲐᲠ ᲘᲛᲘᲗ, ᲕᲘᲜᲪ ᲕᲐᲠ.

არტისტი ჭეშმარიტი ინტროვერტია. ზოგჯერ, მეგობრებსაც აკვირვებთ ყურადღების ცენტრიდან კულისებში მისი უეცარი გადანაცვლება. არტისტს ენერგიის აღსადგენად მარტო ყოფნა სჭირდება. ის განმარტოებულია, მაგრამ არა ზარმაცი: მარტო ყოფნის დროს ინტროსპექციით, საკუთარი ღირებულებების გადაფასებითაა დაკავებული. წარსულსა და მომავალზე კი არ ფიქრობს, – უნდა, რომ გააცნობიეროს ვინ არის და რას წარმოადგენს. ტრანსფორმირებული ისევ სცენას უბრუნდება.

ISFP ფაქტები ფეისბუკზე