ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. არტისტის მთავარი ფუნქცია ინტროვერტული გრძნობაა, დამხმარე კი ექსტრავერტული აღქმა.

არტისტის კოგნიტური ფუნქციები

ინტროვერტული გრძნობა – Fi (ძირითადი)

არტისტი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ინტრავერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რა არის მისთვის ღირებულება. ესაა ადამიანების ამოცნობის უნარი, თითქოს არტისტს შინაგანი რადარი აქვს. ესაა სურვილი, ამოიცნო საკუთარი ღირებულებების მქონე პიროვნებები და დაუახლოვდე მათ. 

ექსტრავერტული აღქმა – Si (დამხმარე)

არტისტი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ექსტრავერტული აღქმა არტისტს საშუალებას აძლევს, გამოცდილებებით იცხოვროს. ამ უნარით ის აცნობიერებს, რას ხედავს, ყნოსავს, ეხება, უსმენს ან აგემოვნებს. ესაა გამოცდილებით ენერგიის მიღებისა და მომენტით სიამოვნების მიღების უნარი. 

ინტროვერტული ინტუიცია – Ni (მესამეული)

ამ ფუნქციას არტისტი შედარებით ნაკლებად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ინტროვერტული ინტუიცია არტისტს მომავლის შეგრძნებას ანიჭებს. ესაა გეგმებისა და შაბლონების ათვისების უნარი. რთულად გასაგები ინფორმაციის აღქმა ინტროვერტული ინტუიციის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი. 

ჯანსაღი Ni: ეყრდნობა თავის ინტუიციას და სიმბოლურ ინტერპრეტაციებს; აფასებს, ესმის და აკავშირებს აბსტრაქტულ იდეებს; გადაწყვეტილების მიღებამდე ან განსჯამდე, შეუძლია სიტუაციების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა; უკეთესად შეუძლია პრობლემების მოგვარება, ცხოვრებაში ღირებული მიმართულების არჩევა, პრაქტიკულ გვძელვადიან მიზნებზე მუშაობა; სურს პოტენციალის ჯანსაღი და პროდუქტიული გზით განვითარება; აინტერესებს შემოქმედებითი აქტივობები, რომლებსაც ხელშესახები შედეგები და პრაქტიკული ღირებულება აუცილებელი არაა ჰქონდეთ.

არაჯანსაღი/განუვითარებელი Ni: პარანოია ან ეჭვი აქვს, რომ შეზღუდვებს უწესებენ ან აკონტროლებენ, ჯიუტი და ზედმეტად ურჩია გარე სტანდარტების წინააღმდეგ; განსჯაში ნიუანსები აკლია; საკითხებს ღრმად ვერ სწვდება მოუთმენლობის გამო; გრძელვადიანი ანალიზის, აბსტრაქტული ან თეორიული ცოდნის საჭიროებას უარყოფს; გადაწყვეტილებების მიღებისას წინდაუხედავი და დაუდევარია.

თავდაცვითი კვანძი: არ ენდობა არავის და არაფერს, არის პასიური, ნეგატიური, პესიმისტი, ან მიდრეკილი თვითგანადგურებისკენ; ცინიკურადაა განწყობილი მომავლის, ადამიანების, სამყაროს მიმართ; აკვიატებული აქვს წარსული ან მომავალი და აწმყოს ფაქტებს უგულებელყოფს; ზედმეტად დიდხანს აანალიზებს პრობლემებს და შედეგებამდე ვერ მიდის; თავს მარტოსულად მიიჩნევს და ჰგონია, რომ საზოგადოებას ვერ ერგება, სხვები ვერ უგებენ და ეზიზღებათ; მიდრეკილია ალტერნატიული, ანტისოციალური ან არაპროდუქტიული ცხოვრების წესისკენ; დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალურობას მოუმწიფებლად გამოხატავს; სჯერა იმ მისტიური ნიშნებისა და ინტუიციური კავშირების, რომლებიც რეალურად არ არსებობს; ცუდ ინტუიციურ განსჯებს აკეთებს არაცნობიერი სურვილიდან გამომდინარე, რომ თავიდან აირიდოს ოვლენის ობიექტური რეალობა, რომელიც მას უპირისპირდება და ცხოვრების იმ ასპექტებს ჩაეჭიდოს, რომელთანაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

Fi-Ni კვანძი: იძულებულია, პრობლემური გრძნობებს, განსჯის ან გადაწყვეტილებების რაციონალიზაცია მოახდინოს იმ იდეების მიღებით, რასაც იპოვის.  საბოლოოდ, ვერ პოულობს ვერანაირ ღირებულ ქმედებას, რადგან არ აქვს საშუალება დაადასტუროს, რომელია მორალურად მართალი. მაგალითად, უარს ამბობს ან არ გამოსდის სამყაროს გაგება და შეცნობა პირადი გამოცდილებების მიღმა.

ექსტრავერტული აზროვნება- Te (სუსტი)

არტისტი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. ექსტრავერტული აზროვნება მას ფიქრებისა და არგუმენტების დახარისხების საშუალებას აძლევს. ესაა მოქმედებების ლოგიკური შედეგების დანახვის უნარი. ის წესრიგსა და თანმიმდევრობას მიჰყვება.