ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲗᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲝᲜᲔᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ღირსება, პრაქტიკული აზროვნება და მოვალეობისადმი ერთგულება პრაგმატისტის მთავარი მახასიათებლებია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს პიროვნება ოჯახის სასიცოცხლო ბურჯად გვევლინება. მას ისეთ ორგანიზაციაში შეხვდებით, რომელიც ტრადიციების, წესების ან სტანდარტების დაცვას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს იურიდიული ფირმა, მარეგულირებელი ორგანო ან სამხედრო სამსახური. პრაგმატისტს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება უყვარს და ამაყობს იმით, რასაც აკეთებს. როცა კონკრეტულ მიზანს ისახავს, მის მისაღწევად უკან არასდროს იხევს, ამაში კი სიზუსტე და მოთმინების უნარი ეხმარება.

პრაგმატისტს ვარაუდი არ უყვარს. ურჩევნია, გარემოცვა გაანალიზოს, ფაქტები გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ საქმის კურსშია. ის პრაგმატულია და გადაწყვეტილების მიღების დროს ყოველთვის ფაქტებს ეყრდნობა, ასევე მოლოდინი აქვს, რომ სხვებიც მასავით მოქმედებენ. პრაგმატისტს არ უყვარს მერყეობა, თუმცა თუ არაპრაქტიკული თეორიებით გამოიწვიეს, მოთმინებას კარგავს. 

ᲗᲣ ᲔᲠᲗᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲥᲛᲔᲡ ᲐᲓᲔᲙᲕᲐᲢᲣᲠᲐᲓ ᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲡ, ᲘᲥ ᲝᲠᲘᲡ, ᲡᲐᲛᲘᲡ ᲐᲜ ᲛᲔᲢᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ ᲣᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲐ.

როცა პრაგმატისტი ამბობს, რომ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, პირადი დანაკარგიც რომ ჰქონდეს, ამას ნამდვილად გააკეთებს და არ უყვარს ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიტყვას მსგავსი პატივისცემით არ ეკიდებიან. პრაგმატისტის შავ სიაში მოსახვედრად ყველაზე ადვილი გზა სიზარმაცისა და უწესობის კომბინაციაა. ამის გამო, პრაგმატისტს ხშირად მარტო მუშაობა ურჩევნია, და თუ მაინც უწევს ჯგუფში მუშაობა, ცდილობს იერარქიის მაღალ საფეხურზე მოხვდეს, რომ მიზანს უფრო ეფექტურად მიაღწიოს და სხვებზე რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

პრაგმატისტს ბასრი, ფაქტებზე ორიენტირებული გონება აქვს, ავტონომიურია და სხვების ნდობას საკუთარ თავზე დაყრდნობა ურჩევნია. პრაგმატისტისთვის სხვებზე დაყრდნობა სისუსტის ნიშანია და საკუთარ თავს სიმყიფეს უკრძალავს. 

ᲠᲔᲞᲣᲢᲐᲪᲘᲐᲡ ᲗᲣ ᲣᲤᲠᲗᲮᲘᲚᲓᲔᲑᲘ, ᲙᲐᲠᲒᲘ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲗᲐᲜ ᲘᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲔ.

პირადი ღირსების შეგრძნება პრაგმატისტის ამოსავალი წერტილია. ის წესებისა და მითითებების დაცვას ცდილობს, საკუთარ შეცდომებს აღიარებს და სიმართლეს მაშინაც ამბობს, როცა იცის რომ ეს ძვირად დაუჯდება. პრაგმატისტისთვის პატიოსნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება და თავიანთი მკაცრი მიდგომების გამო ხშირად ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხშირად უჭირს სხვების თვალწინ ემოციების გამოხატვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძნობები არ გააჩნია.

ᲯᲝᲑᲡ ᲛᲐᲠᲢᲝ ᲘᲧᲝ, ᲕᲘᲓᲠᲔ ᲪᲣᲓ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐᲨᲘ.

პრაგმატისტი თავდადებული, ბეჯითი და ერთგულია, რაც ბევრის მიღწევაში ეხმარება, თუმცა ეს თვისებები მისთვის სისუსტეცაა: ნაკლებად მონდომებული ადამიანები ამით სარგებლობენ ხოლმე. ხშირად უჩნდება შეგრძნება, რომ თანამშრომლები და პარტნიორები მისი ერთგულებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით სარგებლობენ და ჰქონიათ, რომ ის ყველაფერს მოითმენს. პრაგმატისტს ურჩევნია, თავისი მოსაზრება შეინახოს და ფაქტებს დრო მისცეს, ყველაფერს ნათელი მოჰფინოს, თუმცა ხილული შედეგების დასადებად ფაქტებს დიდი დრო სჭირდება ხოლმე. 

პრაგმატისტის სიჯიუტე და სტაბილურობის ჭირვეული სურვილი მის ჯანმრთელობას ვნებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ემოციურ დაძაბულობას წარმოშობს, რომელიც მოულოდნელად ამოხეთქავს ხოლმე და მთელს შრომას და თავშეკავებას წყალში ყრის. კარგი იქნება, თუ  ის მხარდამჭერ პარტნიორს და თანამშრომლებს იპოვის,რომლებიც მის სიზუსტესა და სანდოობას აფასებენ. ეს პრაგმატისტს ცხოვრებას გაუმარტივებს და აგრძნობინებს, რომ ისიც ამ დიდი, ცოცხალი სისტემის ნაწილია, რომლის შენებასაც მთელი ცხოვრება ცდილობს.

ISTJ ფაქტები ფეისბუკზე