პრაგმატისტი კარიერის არჩევისას დომინანტ ფუნქციას – ინტროვერტულ აღქმას ითვალისწინებს. პრაგმატისტი უფრო დიდი ალბათობით ჩაერთვება საოჯახო ბიზნესში ან მოღვაწეობას იქ დაიწყებს, სადაც გაიზარდა. მიმართულების არჩევისას, პრაგმატისტს ტრადიციული კარიერა ურჩევნია. 

ზოგადად, ამ ფსიქოტიპს სტრუქტურირებული სამუშაო გარემო მოსწონს, სადაც ყველაფერი წესრიგშია და ყველაფერი მკაფიოდაა განსაზღვრული. ის სწავლობს და ადგენს წესებსა და პროცედურებს. პრაგმატისტი ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებულია, კარგი მახსოვრობა აქვს. 

რეალისტური(მუშაობა საგნებთან, ბუნებასთან, მექანიკასთან და ა.შ.), პრაქტიკული სფერო პრაგმატისტის ძლიერი მხარე არ არის და როგორც წესი, ინტერესიც მის მიმართ ნაკლები აქვს. ამის მიუხედავად, პრაგმატისტის კომპეტენციაში შედის შემდეგი პოზიციები: რენტგენოგრაფი, რესტორნის თანამშრომელი, მეურვე, კვების სერვისის თანამშრომელი, სუპერმარკეტის საფონდო პირი, ინსპექტორი, სამედიცინო ტექნიკოსი, სამხედრო მოსამსახურე.

კვლევით საქმიანობებში პრაგმატისტი კმაყოფილებას პოულობს, ეს იქნება ლაბორატორიაში მუშაობა თუ ექსპერიმენტული მონაცემებით მანიპულირება. ის მეცნიერებისა და სხვა დარგების „მძიმე საქმეს“ მოთმინებით ასრულებს და შეუძლია აღმოჩენის პროცესში დიდი როლი ითამაშოს.

პრაგმატისტი, რომელსაც მაღალი ინტელექტი აქვს, ადგილს აკადემიკოსთა სამყაროში პოულობს ხოლმე. მას უყვარს სწავლა და სწავლება. ამ დარგში პრაგმატისტისთვის შესაფერისი მიმართულებებია: ლაბორტორიული სამუშაო, არქეოლოგია, საბიბლიოთეკო საქმე, სამართალმცოდნეობა, ფარმაცია, ფიზიკა, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, პათოლოგია, რადიოგრაფია.

ზოგ პრაგმატისტს შემოქმედებითი საქმიანობა იზიდავს. აუცილებელია, მან შემოქმედებითი საქმიანობის დარგები გაითვალისწინოს. მწერლობა ინტუიციის მაღალ დოზას მოითხოვს, ხოლო მხატვრობა და სკულპტურა პრაგმატისტისთვის უკეთესი არჩევანია, რადგან ინტუიციაზე მეტად, აღქმა სჭირდება.

სამუშაო, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას მოითხოვს, ამ ფსიქოტიპის საქმე არ არის.

ინტროვერტულობის გამო, პრაგმატისტს გაყიდვები არ გამოსდის. ამას ინტუიტიურად აცნობიერებს და ნებისმიერი სახის ბიზნესს თავს არიდებს. გამონაკლისია ის პრაგმატისტი, რომელიც ბიზნესის კეთებას თავად იწყებს, რადგან თავისი სუსტი ფუნქციის, ექსტრავერტული ინტუიციის დაკმაყოფილება სურს. როგორც წესი, საკუთარი ბიზნესის ლოგისტიკა კარგად გამოსდის, მაგრამ იქნება კი მისი ბიზნეს ხედვა და იდეა მზად მიწიდან ასაფრენად?  ასე თუ ისე, უკეთესია, ნაბიჯის გადადგმამდე კონსულტაცია გაიაროს.

ტრადიციული (მონაცემთან მუშაობა, სტრუქტურირებული გარემო) სფეროდან პრაგმატისტს ადმინისტრაციული საქმიანობა იზიდავს. ის ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებულია, საუკეთესოდ გამოსდის მონაცემთა მანიპულირება. ასეთი კარიერის მაგალითებია: ბუღალტრული აღრიცხვა, სამდივნო და ადმინისტრაციული სამუშაო, საბანკო საქმე, კორექტირება, სახელფასო ფონდი და ტექნიკური წერა.