ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. პრაგმატისტის მთავარი ფუნქცია ინტროვერტული აღქმაა, დამხმარე კი ექსტრავერტული აზროვნება.

პრაგმატისტის კოგნიტური ფუნქციები:

ინტროვერტული აღქმა – Si (ძირითადი)

პრაგმატისტი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ინტროვერტული აღქმა პრაგმატისტს მონაცემების დეტალურად გახსენებასა და მათ მოცემულ ინფორმაციასთან შედარებაში ეხმარება. ეს უნარი მას საშუალებას აძლევს, აწმყოში მიღებული გამოცდილება წარსულში მიღებულ გამოცდილებას გადააჯაჭვოს და მათ შორის კავშირი ეძებოს. 

ექსტრავერტული აზროვნება – Te (დამხმარე)

პრაგმატისტი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ექსტრავერტული აზროვნება მას ფიქრებისა და არგუმენტების დახარისხების საშუალებას აძლევს. ესაა მოქმედებების ლოგიკური შედეგების დანახვის უნარი. ის წესრიგსა და თანმიმდევრობას მიჰყვება.

ინტროვერტული გრძნობა – Fi (მესამეული)

ამ ფუნქციას პრაგმატისტი შედარებით ნაკლებად იყენებს. ინტროვერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რა არის მისთვის ღირებულება. ესაა ადამიანების ამოცნობის უნარი, თითქოს პრაგმატისტს შინაგანი რადარი აქვს. ესაა სურვილი, ამოიცნო საკუთარი ღირებულებების მქონე პიროვნებები და დაუახლოვდე მათ. 

ჯანსაღი Fi: აფასებს ინდივიდუალურ განსხვავებებს, გაგებით ეკიდება ემოციურ ცხოვრებასა და პირად დაუცველობას, ცდილობს საკუთარ გრძნობებთან კავშირი ჰქონდეს, არის თანაგრძნობის უნარის მქონე. სხვებს დახმარებას უწევს კარგი მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარებით. სურს, ურთიერთობებში ღრმა კავშირები ჰქონდეს. იცის, რა უნდა გააკეთოს სხვისი და საკუთარი კეთილდღეობისთვის.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Fi: საკუთარი და სხვების მოთხოვნების მიმართ ყურადღებიანი არ არის, სხვების გამოცდილებებს უგრძნობლად უგულებელყოფს, განსჯის მკაცრი სტანდარტებითა და დიდი განზოგადებებით, ეწინააღმდეგება ემოციურ ცხოვრებას, მგრძნობიარობას სისუსტედ აღიქვამს, სასოწარკვეთით ცდილობს განრიდებული და დამოუკიდებელი იყოს საზოგადოების გავლენისგან.
თავდაცვითი კვანძი: მცდარ მორალურ მსჯელობას ან „გულის კარნახს“ იყენებს იმისთვის, რომ ადამიანებისა და მსოფლიოს მიმართ პრობლემური გრძნობები, განსჯა ან დამოკიდებულება გაამართლოს; კრიტიკა ან უარყოფა ადვილად სწყინს, ამასთანავე არ სურს აღიაროს რომ გული ატკინეს; იტანჯება და იტვირთება შინაგანი ემოციური პრობლემებით, ფანტაზიებში იძირება, სუბიექტურ „სიმართლეს“ იყენებს გარე სამყაროსგან თავის დასაცავად, რითაც არაცნობიერად საკუთარი არაკომპეტენტურობისა და უმწეობის რეპრესირებას ცდილობს.

Si-Fi კვანძი: საკუთარი თავი რომ დაარწმუნოს, რომ მორალურად გამართლებულია, თავდაცვით ინსტინქტებს (განსჯის სუბიექტური სტანდარტები) იყენებს. თუმცა, შინაგანი შფოთი იპყრობს, რადგან წარუმატებლობების, ეჭვის, გაურკვევლობის, პესიმიზმის, სინანულის ან სინდისის ქენჯნის, მარტოსულობის, ან ურთიერთობებში პრობლემების გადალახვა უჭირს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად სწორ საშუალებებსა და მეთოდებს ან ვერ ხედავს, ან უგულებელყოფს.

ექსტრავერტული ინტუიცია – Ne (სუსტი)

პრაგმატისტი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ექსტრავერტული ინტუიცია პრაგმატისტს საშუალებას აძლევს, განსხვავებული გზები დაინახოს. როცა ანალისტი ინფორმაციას იღებს, შეუძლია მას მრავალი მხრიდან შეხედოს.