ანალიტიკოსი ფიქრებში დაკარგულის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმის მიუხედავად, რომ აზრებს და იდეებს გონებაში კარგად ალაგებს, ფიზიკური სამყარო ავიწყდება ხოლმე, ამიტომ არაორგანიზებული და არეულ-დარეული ჩანს. ანალიტიკოსის ფასადი ბევრ რამეს ვერ გეტყვით, თუმცა მის მიღმა ბევრად საინტერესო პიროვნება იმალება.

არ უყვარს ზედაპირული საუბრები

სხვა ინტროვერტების მსგავსად, ზედაპირული საუბარი არ უყვარს. სამაგიეროდ, სიამოვნებით განიხილავს აბსტრაქტულ იდეებს, მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და მათემატიკას. ხშირად ეს ყველაფერი ტექნიკური და რთული შინაარსის ხდება ხოლმე, რასაც სხვები ვერ იგებენ.

ანალიტიკოსს უზარმაზარი ინფორმაციის მართვის უნარი აქვს. ხშირად ამბობს, რომ საკითხზე არაფერი იცის, სანამ მასზე ყველაფერს არ ამოწურავს. მას ასევე შეუძლია ეს მონაცემები და ინფორმაცია ცოდნად აქციოს. ეს მაშინ მოხდება, როცა თეორიულ ინფორმაციას რეალურ სამყაროში გამოიყენებს. ანალიტიკოსი ლიდერობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, როცა საკუთარი სიმართლის მტკიცების ნაცვლად, შეეცდება საკუთარ თავს შეეწინააღმდეგოს.

ის ძლიერი მოდებატეა

ანალიტიკოსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ წესების ფარული სტრუქტურებით უფრო ინტერესდება, ვიდრე თვითონ წესებით.

რადგან ზუსტი და ორგანიზებული ფიქრები აქვს, მისი მეტყველებაც ასეთია. სხვების საუბარში შეუსაბამობას ძალიან სწრაფად ამჩნევს და დებატების დროს მოწინააღმდეგეს ანადგურებს. 

ის ჩაკეტილია, მაგრამ ძალიან უნდა ადამიანებთან ურთიერთობა

დებატები რომ განზე გადავდოთ, მარტო ყოფნის სიყვარულის გამო, ხშირად მორცხვი ჩანს. ჯავშანს ადვილად არ იხსნის და მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებთანაა ბუნებრივი. ამის გამო, ხშირად სათანადოდ არაა ხოლმე დაფასებული.

ანალიტიკოსს სხვებთან დაკავშირების ღრმა, ქვეცნობიერი სურვილი აქვს. მისი საუკეთესო მცდელობების შემდეგაც კი თუ ურთიერთობა ცივი რჩება, ადამიანებისგან და მათი „სულელური სოციალური თამაშებისგან“ იღლება. ცინიზმის თავიდან არიდება ანალიტიკოსისთვის გამოწვევაა. როცა ის საკუთარი დასკვნების დაცვის ნაცვლად, ცხოვრების შესწავლას იწყებს, მხიარული ხდება, რაც სხვებს იზიდავს და იმ ურთიერთობებს უვითარებს, რაც გულის სიღრმეში ასე ძალიან უნდა რომ ჰქონდეს.



ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.