
- მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგს ხშირად მარტო ყოფნა უნდა, ზოგჯერ თავს მარტოსულად გრძნობს ხოლმე.
- მართალია, შებოჭილი და დინსტანციური ჩანს, მაგრამ სინამდვილეში რომანტიკული, ვნებიანი, ერთგული და სანდოა.
- ზოგადად, სხვების აზრები არ აინტერესებს, მაგრამ ძალიან სენსიტიურია იმათი შეხედულებების მიმართ, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებისგან უარყოფასაც მტკივნეულად განიცდის.
- როცა რაღაცაზე გაბრაზებულია ან ეჭვები აქვს, უკან იხევს რომ გრძნობები დაალაგოს. სიტუაციის ანალიზში იქამდე იქნება ჩართული, სანამ არ გაარკვევს, რა ხდება. შემდეგ პრობლემის გადასაჭრელად გეგმას ადგენს.
- სტრატეგისთვის ტრადიცია და მემკვიდრეობა არაა ავტორიტეტული.
- სტრატეგი ხშირად არღვევს წესებს. თუმცა ჯერ ამ წესებს კარგად წაიკითხავს.
- შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სტრატეგს ყველაფერი კარგად გამოსდის, მაგრამ მისი უნარები ბევრი სწავლისა და მომზადების შედეგია. უფრო მეტიც, თუ რამე კარგად არ გამოსდის, მასზე მუშაობის პროცესში არ დაგენახება.
- სტრატეგს უყვარს ის, ვინც მას ეკამათება.
- სტრატეგი ხშირად ისეთ პოზიციაზე მუშაობს, სადაც პასუხისმგებლობა მეტი აქვს, მაგრამ უფლებამოსილება – ნაკლები.
- სტრატეგს ჰგონია, რომ ვერსად პოულობს საკუთარ ადგილს, ან თუ პოულობს, ბოლომდე მაინც არა.
- სტრატეგი 16 ფსიქოტიპში ყველაზე დამოუკიდებელია და ამაყობს ამ დამოუკიდებლობით.
- სირთულეები სტრატეგს სტიმულს აძლევს. ასევე უყვარს იმ პრობლემებზე რეაგირება, რომლებსაც კრეატიული გამოსავლის მოძებნა სჭირდებათ.
- სტრატეგი იმ ფსიქოტიპთა შორისაა, რომლებსაც უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი GPA აქვთ. და კიდევ მათ შორის, რომლებიც ყველაზე მაღალ შემოსავალს იღებენ.
ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.
შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.