ავანტიურისტს გლადიატორსაც ეძახიან ხოლმე. მას შეუძლია ადამიანებს თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები დაანახოს და შეაგულიანოს, რომ უკეთესები გახდნენ. ქვემოთ გაეცნობით ამ ფსიქოტიპის ხასიათის ძირითად შტრიხებს.

ავანტიურისტი სტრუქტურას გამოცდას უტარებს

ავანტიურისტი სტუქტურის შემქმნელი ფსიქოტიპია. მაგრამ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ სტრუქტურებს ტესტავს. ის გამოცდას უწყობს ყველა სახის სისტემას, იქნება ეს ორგანიზაცია, მექანიკური სტრუქტურა თუ ა.შ. ავანტიურისტი დამგეგმავი არაა, თუმცა ასაკთან ერთად, ამასაც სწავლობს.  

ის პირდაპირია

ავანტიურისტი ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს და ფიქრობს იმას, რასაც ლაპარაკობს. ავანტიურისტი პირდაპირია, ამასთანავე ინიციატორი. ურჩევნია თვითონ შევიდეს კონტაქტში, ვიდრე ელოდოს იმას, სანამ სხვა გადაწყვეტს მასთან კონტაქტში შესვლას. 

ავანტიურისტი შედეგზეა ორიენტირებული

ის შედეგებზეა ორიენტირებული და კარგი შედეგის მიღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ძალიან ნელიც იყოს, თუმცა ეს საქმის შესრულების სიზუსტეს ზრდის. საბოლოოდ, ნაკლებს აკეთებს, მაგრამ ხარისხიანად. 

ცხოვრობს დღევანდელი დღით

ავანტიურისტი აწმყოთი ცხოვრობს, რეალობის ზუსტი აღქმა აქვს და ყველაფერზე სწრაფად რეაგირებს. 

უნდა, რომ სხვებს ასიამოვნოს

მისთვის მთავარია სხვებს დრო კარგად ატარებინოს და ეს მათთან ერთად გაიზიაროს. 

მოკლევადიანი მეხსიერება აქვს

ავანტიურისტი უკვე ყოფილს ადვილად ივიწყებს და თავში ახალ გამოცდილებებს იგროვებს. ავანტიურისტის ჰარდ დრაივი სხვებთან შედარებით უფრო მცირეა, იმიტომ რომ ინტროვერტული შეგრძნება, ფუნქცია რომელიც მეხსიერებაზეა ორიენტირებული, კარგად არ აქვს განვითარებული. ავანტიურისტი აწმყოში ცხოვრობს და ამის გაკეთება ამიტომ უჭირს. ის ძალიან კონკრეტულია, აქცენტს აკეთებს იმაზე რასაც ხედავს. ამასთანავე, ძალიანაა ორიენტირებული ინტერესებზე, რა შეუძლია მიიღოს სიტუაციიდან მან ან ვინმე სხვამ.

ძალიან კარგად შეუძლია სხვების მოტივების წაკითხვა

ავანტიურიტი გონებაშ სვამს კითხვებს: რას ვაკეთებ ახლა?/რას აკეთებენ ისინი? სიმართლეს ამბობენ?/სიმართლეს ვამბობ? რას გრძნობენ? რა არის მათი ღირებულებები? რას იღებენ ამ სიტუაციიდან? რა მინდა მე? 

უნდა, რომ დიდი გამოცდილება ჰქონდეს მიღებული

გამოცდილებები ავანტიურისტის სუსტი წერტილია. უნდა რომ ყველაზე მეტი იცოდეს, ყველაზე მეტი ჰქონდეს ნანახი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩევნია ლაპარაკისგან თავი შეიკავოს. თვლის, რომ ადამიანებს კარგ დროს ვერ გაატარებინებს, თუ ჯერ თვითონ არ მიუღია გამოცდილება. 

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.