ეს ფსიქოტიპი ოპტიმისტი და გულთბილია და ყოველთვის ცდილობს, კარგი და ცუდი ადამიანები და სიტუაციები გაშიფროს. იდეალისტი დიპლომატიური და ნაზია, ძლიერი შინაგანი ვნება აქვს და იბრძვის იმისთვის, რისიც სჯერა.

იდეალისტი ხშირად თავს აუთსაიდერად თვლის. ბუნებით განცალკევებულია და თავშეკავებული, ბევრ რამეს უახლოს ადამიანებსაც კი არ უყვება. ფიქრებისა და შინაგანი სამყაროს გამოსახატად ბევრი იდეალისტი ხელოვნებას მიმართავს. 

იდეალისტის ფსიქოტიპი ხარ? მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებების უმრავლესობა აუცილებლად გეცნობა.


1 – ჩუმი ხარ, მაგრამ ღრმა


შენი ემოციური მხარე შენი ყველაზე ნამდვილი „მეა.“ ინტროვერტობის გამო არ აჩვენებ, რამდენად ღრმაა შენი ემოციები. შენ მშვიდი და წყნარი ხარ და გრძნობებს შენთვის ინახავ, თუმცა ამის გამო თავს იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობ.

2 – მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვს


ხშირად ფიქრებში იკარგები, რადგან სიტუაციებს წარმოიდგენ და ფილოსოფიურ კითხვებს უღრმავდები. ხანდახან შინაგან სამყაროში ისე იკარგები, რომ საყვარელ ადამიანებს შენი ძებნა უწევთ.

3 – პრინციპებს პირველ ადგილზე აყენებ


გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი შენი პრინციპებია. საკუთარ თავს ეკითხები: „რამდენად ნამდვილია ეს ჩემთვის?“ რაც ხშირად, პრაქტიკული მხარის, როგორიცაა ფული და რესურსები, უგულებელყოფით სრულდება. იდეალისტი სიმწიფეს აღწევს, როცა პრინციპებსა და პრაქტიკულობას შორის კარგ ბალანსს იპოვის.

4 – ხელოვნება შენთვის გამოხატვის ყველაზე ჭეშმარიტი ფორმაა


იდელისტისთვის ხელოვნება უბრალოდ ლამაზი სიტყვების ქაღალდზე გამოსახვა კი არაა, არამედ ყველაზე წმინდა, ნამდვილი გზა საკუთარი თავის გამოსახატად. ეს საშუალება რომ არაა, იდეალისტი თავს უბედურად და უკმაყოფილოდ იგრძნობდა.

5 – შენი გონება იშვიათად ზარმაცობს


მაშინაც კი, როცა სახლში მარტო ხარ და არაფერს არ აკეთებ, გონება სულ ჩართული გაქვს. იდეალისტები წიგნებს, ფილმებს, და მუსიკას ისრუტავენ, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც ადამიანის მდგომარეობას იკვლევენ.

6 – ყველაფერში აზრს ეძებ

მთელი შენი ცხოვრება, აზრსა და შთაგონებას ეძებ. ფული, სტატუსი და ძალაუფლება შენი დიდი მოტივატორი არასდროს ყოფილა. ამის გამო, თავს ყოველთვის ზედმეტად გრძნობდი. მაშინ როცა სხვები ცდილობენ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიონ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, შენ მშვიდად ცდილობ, რომ სამყაროში შენი თავი იპოვო.
რა თქმა უნდა, როგორც ყველას, შენც არ იტყოდი ფულით სავსე საბანკო ანგარიშზე უარს და გინდა, რომ მიღწევებისთვის დაჯილდოვდე, თუმცა ცხოვრება ამაზე მეტია. იდეალისტისთვის ჯერ მთავარი აზრი და მნიშვნელობაა. 

7 – კარგი ცხოვრება მარტივი ცხოვრებაა

რადგან შენთვის მთავარი მნიშვნელობის და აზრის ძიებაა, შეიძლება მინიმალისტურად ცხოვრობდე, ბოჰემურადაც კი. უახლესი ტელეფონის ქონა დიდად არ გადარდებს იმისთვის რომ სტატუსი აიმაღლო, არც დიზაინერის ტანსაცმელების ყიდვით ხარ დაინტერესებული ან რამე მატერიალური საქონლის დაგროვებით.

8 – შენ ოპტიმისტი ხარ

ზოგი ამბობს, რომ ძალიან მიმნდობი და გულუბრყვილოც კი ხარ, თუმცა ოპტიმიზმი ნიჭია. სამყაროს ბავშვური ცნობისმოყვარეობით უყურებ, ადამიანებში კი ყოველთვის ახერხებ კარგი დაინახო. ოპტიმიზმის გამო სირთულეებს ადვილად უმკლავდები და ადამიანებს პოზიტივით ავსებ.

9 – გახასიათებს მელანქოლიური განწყობა

შენ იცი, რომ სამყარო არ არის სრულყოფილი. ბევრი რამ შენს იდეალებს არ შეესაბამება და შთაგონების პოვნა ძნელი ხდება. ამასთანავე, გინდა რომ სხვებთან ღრმა, ნამდვილი ურთიერთობები გქონდეს, თუმცა ასეთი ადამიანი ძალიან ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებას პოზიტიურად უყურებ, ხანდახან დეპრესიული ფიქრებისგან თავის დაღწევა გიჭირს.

ხანდახან ამ მელანქოლიურ ხასიათს პრაგმატული ფესვები აქვს ხოლმე. მიღწევებით დაუინტერესებლობას ცუდი მხარე ის აქვს, რომ თავს დამარცხებულად გრძნობ. როცა ნაკლები ანაზღაურება გაქვს და საკმარისად არ ხარ დაფასებული, ადვილია ცინიკოსი გახდე. წარმატება შეიძლება თავისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ შინაგანი ბედნიერების შენარჩუნებაში გეხმარება.

10 – ყოველდღიური საქმეები შენთვის კოშმარია

რადგან ინტუიტიური ფსიქოტიპი ხარ, ახალი იდეებითა და საინტერესო ურთიერთობით იღებ შთაგონებას, ადვილად იღლები ყოველღიური, განმეორებადი საქმეებით. შენ არ გაწუხებს, თუ ოთახს დალაგება სჭირდება, თუმცა შეიძლება შეაწუხოს ის ადამიანი, რომელიც შენთან ცხოვრობს.

11 – ადამიანებს მოქნილი და უდარდელი ჰგონიხარ

როგორც იდეალისტი, სპონტანური ხარ. გირჩევნია გეგმებით არ შეივიწროვო შენი თავი, უფრო მეტიც, ბოლო წუთსაც უპრობლემოდ ჩაშლი ან შეცვლი გეგმას.

12 – ოცნებობ იდეალურ პარტნიორზე

იდეალისტი ვნებიანი შეყვარებული და უიმედო რომანტიკოსია, ის იდეალურ ურთიერთობაზე ოცნებობს, – თუმცა ამ როლის მორგება ნებისმიერს გაუჭირდება. იდეალისტმა შეიძლება თავისი პარტნიორი კვარცხლბეკზეც კი შემოსვას – ის ისე გააიდეალოს, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები გამორჩეს. ეს ფსიქოტიპი სიმწიფეს მაშინ მიაღწევს, როცა მიხვდება რომ მყარი ურთიერთობები მაგიურად კი არ იქმნება, მათ დიდი ძალისხმევა, კომპრომისი და შრომა სჭირდებათ.
იდეალისტი ექსპერიმენტულია და არსებობს ალბათობა, არატრადიციულ ურთიერთობებში იხილოთ.

13 – კრიტიკა გულში ხანჯალივით გესობა

შენი მშვიდი ექსტერიერის მიღმა მგრძნობიარე ადამიანი იმალება და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს. მკაცრმა სიტყვებმა და უარყოფითმა შეფასებამ, განსაკუთრებით ახლო ადამიანებისგან, შეიძლება ძალიან აგაღელვოს. 

14 – კონფლიქტს თავს არიდებ

რადგან დაძაბულობისა და ჩხუბის მიმართ სენსიტიური ხარ, კონფლიქტს თავს არიდებ. ხანდახან არ ამბობ იმას, რაც გინდა ან გჭირდება, რადგან გეშინია ვინმეს გული არ ატკინო. პრობლემა ისაა, რომ ასეთი მოქმედება სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს ისეთ სიახლოვეზე, როგორიც ასე ძალიან გინდა რომ გქონდეს. და ბოლოს აღმოაჩენ, რომ ყველა იღებს იმას, რაც უნდა, – შენს გარდა. 

15 – კარიერის არჩევა შენთვის დიდი სატანჯველია

იმაზე მეტად არც ერთი ფსიქოტიპი არ იტანჯება კარიერის ძიებაში, რამდენადაც იდეალისტი. გონიერებისა და კრეატიულობის მიუხედავად, ამ ფსიქოტპის ეზიზღება ხელფასისთვის სულის გაყიდვა. ამასთანავე, ვერ იტანს ხისტ განრიგებს, მკაცრ მოლოდინებს, განმეორებადობას, და სამუშაო პოლიტიკას, რომელსაც დილიდან საღამომდე მუშაობა ახლავს. ამის გამო, იდეალისტი კარიერიდან კარიერაზე შეიძლება გადახტეს, საბოლოოდ საზოგადოებრივ და ფინანსურ ზეწოლას დანებდეს და ისეთ სამსახურში აღმოჩნდეს, რაც „მისი“ არაა.

იდელისტს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია და მისთვის შესაფერისი კარიერის ვარიანტებიც არსებობს. ეს ფსიქოტიპი კმაყოფილებას იღებს პროფესორის, მწერლის, დიზაინერის, ფრილანსერის, დამოუკიდებელი ბიზნესის მფლობელის, სოციალური მუშაკის, მრჩეველის, ფსიქოლოგის, მხატვარის, ვეტერინარისა და ფიზიკური თერაპევტის კარიერით.

ნებისმიერი კარიერა შეიძლება კმაყოფილების მომტანი იყოს იდეალისტისთვის, თუ ის პრობლემების გადაჭრისთვის კრეატიულობას, სხვების დახმარებას, და გარკვეულ დამოუკიდებლობას მოითხოვს.

16 – სხვებს უყვართ შენთან ყოფნა

სხვების გაკონტროლების არავითარი სურვილი არ გაქვს, ჯგუფში დემოკრატი ხარ, ყველას გრძნობებს ითვალისწინებ და ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემ. ამასთანავე, დამოუკიდებელი ხარ, არ გიყვარს როცა გაწუხებენ და ცდილობ, სხვებიც არ შეაწუხო. 

შეიძლება ყოველთვის არ გითხრან, მაგრამ სხვებს ეს თვისება უყვართ შენში. შენ გვერდით თავს ყველა კომფორტულად გრძნობს. 

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.