შეფი ინტელექტუალ სნობს მოგაგონებთ, მისთვის იუმორი სარკაზმია და სიამოვნებას ანიჭებს ყველას და ყველაფრის გამოწვევა.

შეფს ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს, თუმცა როგორც წესი, მისი ადამიანებს ეშინიათ ხოლმე. 

წარმოგიდგენთ თვისებებს, რაც შეფისთვისაა დამახასიათებელი.

  • ის თავის აზრს რამდენიმეჯერ გაგიმეორებს, – უნდა დარწმუნდეს, რომ გაიგე.
  • საუბრის მსვლელობისას კიდევ და კიდევ უფრო ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ხდება.
  • გარეგნობით სუფთა და მოწესრიგებულია. ექსტრავაგანტულს არაფერს იცვამს, მაგრამ ცდილობს, დახვეწილად გამოიყურებოდეს. 
  • ძალიან გამჭრიახია.
  • ყველაფრიდან პოულობს გამოსავალს.
  • ინტენსიურობა ახასიათებს. 
  • მისთვის გამოწვევები ყველაფერია. მისი სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვების გამოწვევა და სხვისგან გამოწვევის მიღებაა. 
  • გაგიკვირდებათ და, შეფი იმ ადამიანებით იხიბლება, ვისაც შეუძლია წინ აღუდგეს და გაკვეთილი ასწავლოს. სანამ ეს მოხდება, თავის თავს სხვებზე მაღლა ხედავს ხოლმე. 
  • ნაკლებად თავდაჯერებულ ადამიანებთან შეფი ამპარტავნულად იქცევა, თუმცა იმას აფასებს, ვისაც მისი არ ეშინია.
  • მიუხედავად იმისა, რომ ექსტრავერტია, დროის პროდუქტიულად გატარება უყვარს და საზოგადოებრივ აქტივობებსა და შეკრებებს შეიძლება თავი აარიდოს. 
  • შეფი მიზანს აღწევს და ამასთან, მიზნის მიღწევაში სხვებსაც ეხმარება. 
  • შეფი სწრაფად ფიქრობს, ლაპარაკობს და მოძრაობს. 
  • შეფს არ უყვარს, როცა საკითხს ირგვლივ უვლიან და მინიშნებებს იძლევიან. თუ მასთან კარგი კომუნიკაციის დამყარება გინდა, გულწრფელი და პირდაპირი იყავი.
  • გინდა შეფი გააღიზიანო? უთხარი რომ უუნაროა. 
  • შეფი არაჩვეულებრივი ორგანიზატორია. მას უნდა რომ ყველაფერი, სახლიდან დაწყებული პროფესიული საქმიანობით დამთავრებული, ეფექტური და ორგანიზებული იყოს. 
  • გაგიკვირდებათ და, შეფი სენტიმენტალურია, მაგრამ როგორც წესი ამას მალავს. 
  • ვერ იტანს, როცა აიგნორებენ. გინდა შეფთან ურთიერთობის შენარჩუნება? უპასუხე მის ზარებს, ნუ დაიგვიანებ და მას პატივისცემით მოეპყარი.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.