• შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხარდამჭერს იუმორის გრძნობა აკლია, მაგრამ ეს სულაც არ არის სიმართლე. მას არა მარტო უყვარს ხუმრობა, ისეთ რაღაცაზეც იცინის, რაც სხვებისთვის მიუღებელი ან სულელურია. შეიძლება ასეთი ნაზი და მზრუნველი ფსიქოტიპისგან ეს მოულოდნელადაც კი მოგეჩვენოთ. მხარდამჭერი თვითონაც ხუმრობს ხოლმე, მაგრამ ამისგან ხშირად თავს იკავებს, სხვას რომ არ აწყენინოს.
  • მხარდამჭერი ფიქრებს და გრძნობებს თავისთვის ინახავს.
  • ხშირად ახასიათებს საქმის გადადება, თუმცა მაინც ყველაფერს დროულად ამთავრებს. როგორ? ბოლო წუთს მთელი ძალისხმევით მუშაობს. 
  • მხარდამჭერი ყველაზე ყურადღებიანია ფსიქოტიპებს შორის.
  • რადგან სხვების მოთხოვნილებები პირველ ადგილზე უყენია, შეიძლება ბევრმა ცუდად გამოიყენოს მისი ეს თვისება.
  • მხარდამჭერი ადამიანებთან განსხვავებულად იქცევა. ის თავის ქცევებს იმის გათვალისწინებით არჩევს, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ამ ადამიანებთან. 
  • იმის გამო, რომ წყნარი და მორიდებულია, ხშირად საქმეს არ უფასებენ.
  • მხარდამჭერს უჭირს არას თქმა.
  • განსაკუთრებით რთულია მისთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა.
  • მხარდამჭერი ერთ-ერთი ყველაზე ალტრუისტია ფსიქოტიპებს შორის. 
  • მხარდამჭერი შენ გვერდით იქნება მაშინაც კი, როცა ამას არ იმსახურებ.
  • კონფრონტაციის დროს საშინელ დისკომფორტს განიცდის. 
  • მხარდამჭერი ხშირად ერევათ ხოლმე ემპათში

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.