მენტორი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ გაცნობისას. ის ექსტრავერტია, ამასთანავე, პირდაპირი და ძალაუფლებაზე ორიენტირებული.

მენტორი ეთიკურია
მენტორისთვის ეთიკა ყველაზე მნიშვნელოვანია. იქედან გამომდინარე, რომ მისი დომინანტი ფუნქცია ექსტრავერტული გრძნობაა, საზოგადოებრივ წესრიგს და წესებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აწყობს საუკეთესო წვეულებებს, სარგებლობს კარგი რეპუტაციით, რადგან ხელგაშლილია. მისთვის ბედნიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, არის ძალიან ერთგული.


მენტორი სხვებს ირეკლავს
მენტორი სხვების გრძნობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მათ ვამპირივით ისრუტავს. თუ კარგი ადამიანების გარემოცვაშია, უკეთესი ადამიანი ხდება. ამ თვალსაზრისით, მენტორი ემპათს ძალიან ჰგავს. ეს ფსიქოტიპები სარკეებივით არიან, – მათ თვისებებზე გარშემომყოფები ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ. სხვების არეკვლა ამ ფსიქოტიპებთან ერთად, ვირტუოზსა და ავანტიურისტსაც ახასიათებთ.


მენტორმა სხვას შეიძლება სამუდამოდ მიუხუროს კარი
მენტორმა იცის, რა უნდა და შეიძლება იმპულსურიც იყოს. ინტროვერტული ინტუიცია, მისი მეორეული ფუნქცია, პასუხისმგებლობის გრძნობას ანიჭებს. ამასთანავე, კრიტიკულს ხდის სხვების მიმართ. მენტორმა იცის, რომ პასუხისმგებლობა აქვს. სხვაც თუ ასეთი არაა, მის მიმართ კრიტიკული იქნება. ამ თვისების გამო, შეიძლება სხვებზე და მათ მოტივებზე ნაადრევი დასკვნები გამოიტანოს. ასეთ ადამიანებს მენტორი ივიწყებს იმის მიუხედავადაც, თუ დაუმტკიცეს, რომ შეიცვალნენ. ამ ფსიქოტიპს წარსული არ ავიწყდება და როგორც არ უნდა შეიცვალოს ადამიანი, მას მხოლოდ დროში გაყინულს გაიხსენებს, როცა ის ადამიანი მენტორის მორალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. სხვებს სამუდამოდ კარს მენტორის მსგავსად უხურავენ ემპათის, სტრატეგის და შეფის ფსიქოტიპებიც.


მენტორი ცდილობს, ყველას კარგად აგრძნობინოს თავი
მენტორს სურვილის ძალა აქვს. ამ თვისებით ის შეფს გავს. მესამეულ ფუნქციად ექსტრავერტული აღქმა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ყველამ კარგი დრო ატაროს. საკუთარ გამოცდილებებზე მეტად, სხვების გამოცდილებები ადარდებს. ცდილობს ყველას კომფორტულად აგრძნობინოს თავი, კარგად უკეთებს ორგანიზებას წვეულებებს. ყველა მოწვეულია, არავინ არ რჩება.


მენტორი საკუთარ ფიქრებს გაურბის
მენტორს საკუთარი ფიქრების ეშინია და დისციპლინა აკლია. ამაში მენტორს ინოვატორი ეხმარება. ინოვატორს საკუთარი შეხედულებები ორგანიზებული აქვს, მათ კი მეგობარ მენტორს უზიარებს.


მენტორს სხვების ღირებულებების შეცვლა შეუძლია
ის ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობს. მენტორი და ენთუზიასტი ადამიანებს ღირებულებების სისტემის შეცვლისკენ უბიძგებენ.


მენტორი შეიძლება ბრმად დაეთანხმოს სხვებს
მენტორს დაქვემდებარებულ ფუქციასთან, ინტროვერტულ აზროვნებასთან დაკავშირებით თავდაჯერება აკლია. ის ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის თუ არა მართალი ის, რისიც სჯერა/ფიქრობს.

თუ არ იცი რა არის კოგნიტური ფუნქციები, შეგიძლია გაეცნო აქ.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.