არტისტის ფსიქოტიპი გრძნობების ზღვას ფლობს, საიდანაც უამრავ შემოქმედებით შთაგონებას იღებს. შეიძლება იყოს არასტანდარტული, რადგან ინტერესდება ისეთი რამეებით, რაც უჩვეულო ან უცნაურია. არტისტი არც მიმდევარია და არც კონფორმისტი. ის უფრო დამოუკიდებელი მოხეტიალე, თავისუფალი სულის ადამიანია, რომელსაც არ სურს ჩარჩოში მოქცევა. არ უყვარს შეზღუდვები და სჭირდება სივრცე იმისთვის, რომ იყოს ის, ვინც სინამდვილეშია.

თუ არტისტის ფსიქოტიპი ხარ, ქვემოთ მოცემული 33 ფაქტიდან უმეტესობასთან საკუთარ თავს დააკავშირებ.

  1. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ შენში ემოციების ზღვაა. ყოველთვის ფიქრობ, გამოხატო ეს ემოციები თუ უგულებელყო.
  2. გადაწყვეტილებებს როცა იღებ, ლოგიკური ჩანს ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სხვანაირად აღმოჩდება.
  3. პრაქტიკულ საკითხებში მზრუნველი ხარ.
  4. სხვებთან ურთიერთობას ადვილად ამყარებ. ხშირად იცი რომელია სწორი კომპლიმენტი და როგორ მოულბო სხვას გული.
  5. შენთვის ძალიან რთულია ყურადღების კონცენტრაცია. გაკვეთილზე არტისტს ურჩევნია ხატოს, ვიდრე მასწავლებლის ნათქვამი ჩაინიშნოს. 
  6. კრიტიკის მიმართ მგრძნობიარე ხარ. 
  7. როცა ვინმე უხეშად გელაპარაკება, რთულია არ გეწყინოს. თუმცა, კამათის დამთავრების შემდეგ ყველაფერს ივიწყებ და ბოღმას გულში იშვიათად იდებ.
  8. გსიამოვნებს ახალი პერსპექტივების ცდა. ადამიანები და იდეები შთაგაგონებს.
  9. ძალიან მოწონებადი ადამიანი ხარ. „იცხოვრე და სხვასაც აცალე ცხოვრება“ – ამ დამოკიდებულებით ცხოვრობ და ამის გამო შენთან ურთიერთობა ადვილია.
  10. გირჩევნია საკუთარ ემოციებს მარტო გაუმკლავდე და შემდეგ, მოგვიანებით, რაციონალურად გამოხატო. ინტენსიურ ემოციურ მდგომარეობაში სხვები იშვიათად გხედავენ.
  11. გიჭირს იმ შესაძლებლობების დანახვა, რასაც სხვა ადამიანები ადვილად ხედავენ.
  12. იმდენად ხარ საკუთარ გრძნობებში გადავარდნილი, რომ გიჭირს შეამჩნიო სხვები რას გრძნობენ.
  13. არაპროგნოზირებადი ხარ და ადვილად შეიძლება ჩაშალო ან შეცვალო გეგმები.
  14. გბოჭავს ყველაფერი, რაც შენს თავისუფლებას წინ უდგება. ეს შეიძლება იყოს ტრადიციები, ან საზოგადოებრივი ნორმები.
  15. საუკეთესოდ გამოგდის ისეთი საქმე, სადაც ხელებით შეგიძლია მუშაობა, და პარალელურად, სხვებთან კომუნიკაცია.
  16. შენ თავისუფალი სულის ადამიანი ხარ. გინდა რომ იმპროვიზირებდე და ისეთ საქმეს აკეთებდე, რომელშიც შენს ხუთივე გრძნობით ორგანოს ჩართავ.
  17. განსაკუთრებულად გიყვარს ბუნება და ხშირად გიჭირს საზოგადოებაში კომფორტულად ყოფნა.
  18. ზოგჯერ მეტოქეობა გახასიათებს. როცა საჭირო არ არის, სიტუაციას ამწვავებ ხოლმე იმის იმედით, რომ ბოლოს ბედნიერებით დატკბები.
  19. სტილის კარგი აღქმა გაქვს და გიყვარს საკუთარი გარეგნობის ხაზგასმა.
  20. გინდა რომ შენი ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს. ვერ იტან, როცა ყველაფერი სტაგნაციაში ვარდება.
  21. სისუფთავესთან დაკავშირებით პრობლემები გაქვს. მართალია ესთეტიკას დიდ ყურადღებას აქცევ, მაგრამ სისუფთავეს – აშკარად არა.
  22. ექსტრავერტს გავხარ, მაგრამ სიმორცხვე და უხერხულობა გაწუხებს.
  23. ზოგჯერ ადამიანების კომპანიას ცხოველების კომპანიაში ყოფნა გირჩევნია. რაში მჭირდება ადამიანები როდესაც შეგიძლია ძაღლს ეთამაშო ან კატას ჩაეხუტო?
  24. შენ დღევანდელი დღით ცხოვრობ და გიჭირს მომავლის შესაძლებლობების დანახვა. წარსულიც დიდად არ განაღვლებს.
  25. განაღვლებს რას ფიქრობენ სხვები შენზე, თუმცა ხშირად გინდება საზოგადოებას მოშორდე. ამის გამო გაორებული ხარ ხოლმე.
  26. ხანდახან, მოულოდნელ და გულცივ გადაწყვეტილებებს იღებ და არც ახსნა-განმარტებას იძლევი.
  27. იმ მონაცემებს ანიჭებ უპირატესობას, რომლებიც შენ შეხედულებებს ამართლებს.
  28. როცა დიდი სტრესის ქვეშ ხარ, ისეთი შეგრძნება გაქვს რომ კონტროლი დაკარგე და შიში გიპყრობს.
  29. გიჭირს მიხვდე, რა არის სათანადო საზოგადოებრივი ქცევა.
  30. ჟესტებითა და და ხმის ტონით ადამიანების წაკითხვა კარგად შეგიძლია.
  31. გაინტერესებს ხელოვნება. ცხოვრობ ფერებით სავსე სამყაროში და გიზიდავს ტრენდები, სილამაზე და დიზაინი.
  32. თავშეკავებულობის მიუხედავად, ძალიან სპონტანური ხარ და ყოველთვის მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის.
  33. ბევრი რამის მიმართ აპათიური და ინდიფერენტული ხარ. და მაინც, რატომ უნდა გადარდებდეს? 

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.