
ენთუზიასტი ერთგული, ორგანიზებული და კეთილი ფსიქოტიპია, ენერგიას ადამიანებთან ურთიერთობით იღებს და ძალიან კომუნიკაბელურია.
ქვემოთ მოცემულია 33 ფაქტი, რომლებიც ბევრი ენთუზიასტის ფსიქოტიპის მქონე ადამიანისთვის ნაცნობია.
- ძალიან ბევრ ადამიანს იცნობ.
- ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სოციალურ სტატუსს და რას ფიქრობენ შენზე სხვები.
- მომსახურებაზე ხარ ორიენტირებული და დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სხვების გაბედნიერებას.
- ყოველდღიურ საჭიროებებს უზრუნველყოფ და ფულთან დაკავშირებით დიდ სიფრთხილეს იჩენ.
- სხვების მიმართ სითბოსა და ინტერესს ამჟღავნებ.
- გინდა, რომ ადამიანები მოგეწონოს და მათში საუკეთესოს ეძებ.
- გინდა, რომ სხვებს მოსწონდე და მათგან მხარდაჭერას გრძნობდე. ამასთანავე არაჩვეულებრივად შეგიძლია ადამიანებს თავი კარგად აგრძნობინო.
- დეტალებზე კარგად ხარ ფოკუსირებული. სხვებზე ადრე შენ ამჩნევ რა არის გასაკეთებელი და აკეთებ კიდეც.
- გინდა რომ უახლესი ინფორმაცია და ჭორი პირველმა იცოდე.
- ძალიან აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება გაქვს და შეხვედრები ერთი კვირით ადრე გაქვს დაგეგმილი.
- არ გიყვარს ცვლილებები.
- კრიტიკა გწყინს და და როცა მას ისმენ, ხშირად თავს მსხვერპლად გრძნობ.
- საკუთარ თავზე და შენთვის ახლო ადამიანებზე არასასიამოვნო სიმართლე თუ გითხრეს, ხშირად უარს ამბობ აღიარებაზე.
- ადამიანების სიამოვნებაზე იმდენად ზრუნავ, რომ შეიძლება საკუთარი მოთხოვნილებები უგულებელყო და სხვისი სურვილები წინ დააყენო.
- შენი მორალური კოდი გარე სამყაროთი განისაზღვრება. საკუთარი ღირებულების სისტემას კი არ ქმნი, საკუთარ ღირებულებებს ჯგუფის ღირებულებებთან აიგივებ.
- პატივს სცემ ტრადიციასა და ავტორიტეტს და შეიძლება ბრმად მიჰყვე წესებს მათში ეჭვის შეტანის გარეშე.
- გიყვარს ძვირფასი ნივთების ფლობა და მათ ძალიან კარგად უვლი.
- სტრუქტურირებული გარემო გირჩევნია და სახლში სივრცის ორგანიზება ძალიან კარგად გამოგდის.
- თუ სხვებისგან პოზიტიური შეფასება არ მიიღე, საკუთარ თავში რწმენას კარგავ.
- შეიძლება მანიპულირებადი იყო და შეეცადო სხვებს თავი დამნაშავედ აგრძნობინო.
- პასუხისმგებლობას სერიოზულობით ეკიდები და დიდ ძალისხმევას დებ მოვალეობების შესრულებაში.
- გიყვარს ლაპარაკი.
- მოუქნელობას ამჟღავნებ იმ საკითხების მიმართ რასაც შეჩვეული არ ხარ.
- სხვებს ძალიან ადვილად თანაუგრძნობ.
- ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როცა ყველა და ყველაფერი ჰარმონიაშია.
- შენი სურვილი, რომ სხვებს დაეხმარო, შეიძლება სხვებისთვის გადაჭარბებული და შემაწუხებელი იყოს.
- ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სხვების კარგად ყოფნას.
- აფასებ, როცა სხვები შენს ცხოვრებაზე გეკითხებიან და შენი პრობლემებით ინტერესდებიან.
- იმის გამო, რომ არ გიყვარს კონფლიქტთან პირდაპირი გზით გამკლავება, შეიძლება პასიურად აგრესიული იყო.
- ცდილობ, ადამიანებს თავი არასასურველად არ აგრძნობინო.
- დაშორება შენთვის ძალიან რთულია. დიდი ხანი გჭირდება რომ დაშორება გადაიტანო, და ეს ბოლომდე არასდროს გავიწყდება.
- ძალიან ხშირად ადანაშაულებ საკუთარ თავს.
- სხვების გრძნობებს ავტომატურად გრძნობ.
___________________________________________________
ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.
შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.