
პრაგმატისტის ფსიქოტიპს ხშირად ლოგისტიკოსსაც ეძახიან. მას იცნობენ, როგორც მოვალეობის გრძნობის მქონე, პრაქტიკულ ადამიანს, რომელსაც რეალისტური ხედვა აქვს.
ქვემოთ მოცემული 35 ფაქტი პრაგმატისტის ფსიქოტიპისთვისაა დამახასიათებელი.
- წესებს კარგად სწავლობ და ინსტრუქციებს კარგად მიჰყვები.
- გირჩევნია უკვე ნაცნობი საქმე აკეთო და რისკიან წამოწყებებს თავი აარიდო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საამისოდ მიზეზი გაგაჩნია.
- არასტანდარტული მეთოდების მიმართ სკეპტიკური ხარ.
- ცვლილებებს წინააღმდეგობას უწევ და ნელ-ნელა ეჩვევი სიახლეებს.
- შენი სანდოობით, მუყაითობით და გუნდურობით ძალიან ამაყობ.
- მეწვრილმანე , დეტალზე ორიენტირებული ხარ და კარგ ინსპექტირებას უკეთებ ყველაფერს იმის გათვალისწინებით, არის თუ არა ისინი მითითების მიხედვით შესრულებული.
- ნოსტალგიის ძლიერი განცდა გაქვს და წარსულს სითბოთი იხსენებ.
- განსაკუთრებული ინტერესი გაგაჩნია ისტორიის მიმართ და მიგაჩნია, რომ მნიშვნელოვანია წარსულის დაცვა, შენახვა და მისგან სწავლა.
- კარგი მეხსიერება გაქვს და უნარი, რომ ფაქტები, თარიღები და სხვა ინფორმაცია დაიმახსოვრო.
- როცა ცუდ ხასიათზე ხარ, მომაბეზრებლად იწყებ ლაპარაკს პატარა დეტალებზე და წუწუნებ, რომ ისეთი არ არიან როგორიც უნდა იყვნენ.
- არ გიყვარს გაურკვეველი, არარეალისტი, არაპრაქტიკული, არათანმიმდევრული და არასანდო ადამიანები.
- ბუნებით ფრთხილი ხარ და თავს არიდებ ყველაფერს, რაშიც ზედმეტი რისკი მოიაზრება.
- გაურკვევლობა არაკომფორტულ მდგომარეობაში გაგდებს და ამიტომ ცინიკური ხარ ახალი ტრენდებისა და ტაბუს მიმართ.
- ტრენდს არ მიყვები.
- შენ მეთვალყურის უფრო მშვიდი და ნაკლებად კონტროლის მოყვარე ვერსია ხარ.
- ძალიან მგრძნობიარე ხარ იმ ცვლილებებსა და შეგრძნებებთან დაკავშირებით, რაც შენს სხეულში ხდება.
- სიფრთხილეს იჩენ იმასთან დაკავშირებით, რას ჭამ და მსუბუქ საკვებს ამჯობინებ.
- შენი ღირებულებები კონსერვატიულისკენ იხრება.
- ხმამაღლა ფიქრობ.
- არ გიყვარს ჭორაობა და იმ ადამიანებზე ფიქრი, რომლებიც შენი მოღვაწეობის არეს არ ეკუთვნიან.
- გიყვარს სუდოკუ და ფაზლები.
- კრეატიული არ ხარ, თუმცა ზოგჯერ ორიგინალური ფიქრები და იდეები მოგდის ხოლმე.
- გიყვარს რიცხვებთან მუშაობა და კომერციული სამყაროსკენ იხრები.
- მეტიჩრობა და ტრაბახი არ გიყვარს და გირჩევნია ყველაფერი მარტივი და მოწესრიგებული გქონდეს.
- მდიდრულს გამძლე და საიმედო გირჩევნია.
- გიზიდავს რელიკვიები, ანტიკვარული ნივთები, ისეთი საგნები, რომლებიც ძველია და რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ.
- შენთვის საზოგადოებრივი რიტუალები, ცერემონიები და საქმიანი შეხვედრები აუცილებელი ნიუანსია.
- პასუხისმგებლობას სერიოზულობით ეკიდები.
- ძალიან ერთგული მეუღლე და მეგობარი ხარ.
- საშინლად აკრიტიკებ სხვას, მაშინ როცა იძულებული ხარ დაეხმარო.
- თავშეკავებული და წყნარი ხარ და ადამიანებს სერიოზული და ჩამოყალიბებული ჰგონიხარ.
- ორიგინალური იუმორის გრძნობა გაქვს და სამსახურში და ოჯახში შენთან დროის გატარება სახალისოა.
- არ გსიამოვნებს წესების დარღვევა.
- მარტო მუშაობა გირჩევნია, თუმცა როცა საჭიროება ითხოვს, ჯგუფში მუშაობა კარგად გამოგდის.
- სიყვარულს არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით გამოხატავ.
___________________________________________________
ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.
შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.