შურისგან არცერთი ფსიქოტიპი არა იმუნური, თუმცა მათი შურის საგანი შეიძლება განსხვავდებოდეს. ამ სტატიაში თითოეული ფსიქოტიპის წარმომადგენლის აღსარებებია შეკრებილი. წინასწარ გთხოვთ, ქვემოთ მოყვანილ მაგალითებს პირად შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, ან მათი საშუალებით ნუ განსჯით სხვებს. 

კონკრეტული ფსიქოტიპის ერთი წარმომადგენლის გამოცდილება შეიძლება მეორეს არ ემთხვეოდეს. ამასთანავე, თუ ისინი ემთხვევა, მიიღეთ როგორც გაკვეთილი, და არა განსჯის საბაბი. ɷ◡ɷ 

პრაგმატისტი – ISTJ

– იმ ადამიანების მშურს ხოლმე, რომლებიც ჩემზე ჭკვიანები არიან.

– შური აუცილებლად ცუდი რამ არაა. სკეიტერების მშურს, მაგრამ ეს მოტივაციას მაძლევს რომ მეტი ვივარჯიშო.

– ვირტუოზები ისეთი მოდუნებულები და თავისუფლები არიან, მათი მშურს. სტრესში ადვილად არ ვარდებიან, მე კიდევ მტვრის დანახვაზეც სტრესში ვვარდები.

– ვცდილობ, იმ ადამიანებს თავი ავარიდო, რომლებიც არ მომწონს. თუ მაინც მომიწევს მათთან ლაპარაკი, რაც შეიძლება ლაკონური ვიქნები.

– მშურს იმ უნარების, რომლებიც მინდა მქონდეს და არ მაქვს, ან მეგონა მქონდა და აღმოვაჩინე, რომ არ მქონია. მიუხედავად ამისა, ადაპტაციას ვახერხებ და იმ თვისებების ათვისებას, რაც ამ ადამიანს აქვს. 

მხარდამჭერი – ISFJ

– მშურს, როცა სხვები ბედნიერები, პოზიტიურები და მხიარულები არიან. 

– სხვებს რომ ვასიამოვნო, დიდ ენერგიას ვხარჯავ და ხშირად გამოყენებული ვრჩები. ამის გამო, დაბალი თვითშეფასება მაქვს და თავს უმნიშვნელოდ ვგრძნობ. როცა ვხედავ, რომ ვიღაც ბედნიერია, მშურს, ამხელა ყურადღებას რომ იღებენ იმის გამო, რაც არიან. ეს ჩემს შესაძლებლობებში თავდაჯერების ნაკლებობის ბრალია. ბევრი ყურადღება არც მინდა, უბრალოდ მინდა რომ დამინახონ. ვფიქრობ, იმ ადამიანებთან რომ ვიყო, ვინც მაფასებს და ვუყვარვარ, თავს ასე არ ვიგრნობდი.

– მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ იმას, რაც სურთ და არაკონფორმულობის არ ეშინიათ. თან მშურს და თან მაღიზიანებს.

ენთუზიასტი – ESFJ

– სოციალური სტატუსი ძალიან მადარდებს. ამის გამო, შეიძლება სხვას ვეჯიბრებოდე. 

– მე ყოველთვის ვიღაც მჭირდება გვერდით. ისეთი ადამიანების მშურს, რომლებიც თავისუფლები და უდარდელები არიან, მეც მინდა ასე ვიყო.

– მშურს, როცა ვიღაცას ჩემზე მეტი მიღწევები და უნარები აქვს.

– მშურს იმ ადამიანის, რომელიც ჩემზე მეტ ყურადღებას და დაფასებას იღებს. 

ვირტუოზი – ISTP

– მშურს იმ ადამიანის, რომელიც ჩემზე ადრე ხვდება რაღაცებს.

– იშვიათად მშურს ხოლმე. თუ ასე ხდება, ვცდილობ როგორმე თავიდან ავირიდო.

– იშვიათად მშურს მაგრამ იმათი მშურს, ვინც ჩემზე ნაკლებს აკეთებს, მაგრამ ჩემზე მეტს იღებს. 

– შური ჩემთვის ნეგატიური არაა. ესაა აღგაფრთოვანებდეს და გინდოდეს რაღაც, რასაც სხვებში ხედავ და შენ არ გაქვს. მერე მახსენდება, რომ მეც შემიძლია ის გამოცდილებები მივიღო, რასაც სხვები იღებენ, თუ მოვინდომებ. უბრალოდ, იქ მისვლამდე რაღაც ეტაპები მჭირდება. ცუდი ისაა, რომ გამოცდილებები მიზიდავს და ეტაპები არა. ძალიან ბევრი რაღაც მინდა, მაგრამ მათ მისაღებად ენერგიის დახარჯვა – არა, თან ვერ ვწყვეტ, რა მინდა ყველაზე მეტად.

ავანტიურისტი – ESTP

– შურს იმ ადამიანების მიმართ ვგრძნობ ხოლმე, რომლებიც ჩემზე უკეთესები არიან.

– მშურს, როცა სხვებს ისეთი რამ აქვთ, რაც მე არ მაქვს, გინდ ფიზიკური იყოს, გინდ გონებრივი. 

– მშურს, როცა სხვები იმ გამოცდილებებს იღებენ, რისი მიღებაც მე მინდოდა. 

არტისტი – ISFP

– ძალიან შურიანი ვარ. ხშირად ეს გრძნობა სოციალური ქსელიდან მიჩნდება ხოლმე. ვხედავ, ჩემი „მეგობრები“ სხვადასხვა ადგილებში დადიან, სხვადასხვა რამეს აკეთებენ და მე არ მპატიჟებენ. იმ ადამიანებისაც კი მშურს, ვინც ჩემი მეგობრები არ არიან. მინდა რომ სადმე წავიდე და გავერთო. ხშირად არ მპატიჟებენ ხოლმე და მე თვითონ არაფერს ვაწყობ ხოლმე. ბოლო დროს 

– მშურს იმის, რაც მე არ მაქვს. შური უფრო სხვისით აღტაცებას გავს.

– მგონი, იმ ადამიანების მშურს, ვისაც რეალური ინტერესები და ჰობი აქვს.

იმპროვიზატორი – ESFP

– მშურს, როცა ვიღაც ჩემზე მეტ ყურადღებას იპყრობს. 

– არ მიყვარს, როცა საკმარის ყურადღებას არ ვიღებ და უგულებელყოფილი ვარ. ამიტომ მშურს იმის, ვინც ყურადღების ცენტრში ექცევა.

– მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც ჩემზე გარკვეული უპირატესობა აქვთ, რაღაცით ჩემზე უკეთესები არიან.

რისი შურს თითოეულ ფსიქოტიპს? ნაწილი 1

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.