გაინტერესებს რა არის შენი სუპერძალა? 

ფსიქოტიპების თვისებებზე დაყრდნობით, მათი ყველაზე ძლიერი მხარეები ამოვარჩიეთ. 

ავანტიურისტი – ESTP – შეუღწევადობა

ავანტიურისტი ტალღას მიჰყვება და ცხოვრების რთულ მომენტებს ადვილად იტანს. როცა საჭიროა, ან თუნდაც არაა საჭირო, ერთ ორ პანღურს თვითონაც ურტყამს სხვას. სხვა ტიპებთან შედარებით, გონებრივი თამაშების მიმართ ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარეა. ცხოვრებას და ადამიანებს რეალისტურად უყურებს, აქვს დიდი ენერგია და ძალა. 

ემპათი – INFJ – გონების კონტროლი

სხვის გონებაში აზრის ჩასადებად აუცილებელია ფაქიზი და მსუბუქი იყო, ასევე დარწმუნების ისეთი უნარი გქონდეს, რომელიც გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველია. ემპათი ადამიანებს სწრაფად აფასებს. მას შეუძლია იდეალური მენტორი იყოს. იცის, რა გზას შეიძლება კონკრეტული ადამიანი დაადგეს და სიამოვნებს, როცა მას ამაში ეხმარება. ემპათს შეუძლია ისე კარგად შეისწავლოს ადამიანი, რომ შემდეგ მისი გრძნობები ივარაუდოს.

ვირტუოზი – ISTP – საგნის მანიპულაცია

ვირტუოზი ხელსაწყოების გამოყენების ოსტატია. იზიდავს ისეთი რამ, რასაც ნაწილები აქვს და დაშლა შეიძლება. ამ ფსიქოტიპის დამხმარე ფუნქციიდან გამომდინარე(ექსტრავერტული აღქმა), ამ თვისებას ხშირად კინესტთეტიკურ სფეროში იყენებს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

მენტორი – ENFJ – ენერგიის შესრუტვა

მენტორი გარშემომყოფების ენერგიას ისრუტავს. მას კარგად გამოსდის ადამიანების ღირებულებების, საჭიროებების დიაგნოზის გაკეთება. მენტორი ადამიანის ან ჯგუფის ენერგიას კარგად და ძალიან სწრაფად ითვისებს და ბაძავს. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება სხვადასხვანაირი მოგეჩვენოთ, – გააჩნია, ვისთან ერთად იმყოფება. ამ თვისების წყალობით, სხვა ადამიანების უნარების შესწავლაც შეუძლია. ამის გამო, აუცილებელია ეს ფსიქოტიპი კარგი ღირებულებების მქონე საზოგადოებაში იმყოფებოდეს.

პრაგმატისტი – ISTJ – უკიდურესი სიმტკიცე

პრაგმატისტი საზოგადოების ღერძია და სიძლიერის სიმბოლო. ამ ფსიქოტიპს ცხოვრებაში ბევრი შტურმის გადატანა შეუძლია. ის ცხოვრების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და სიბრძნეს იყენებს. მართალია, დამყოლი არაა, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფია და მტიცე ნებისყოფის მქონე. გსურთ საქმე ისეთ ადამიანს მიაბაროთ, რომელიც მას აუცილებლად გააკეთებს? ისეთ ადამიანს, რომელიც თანმიმდევრული, სტაბილური და სანდო იქნება? პრაგმატისტი სიაში პირველია. 

ინოვატორი – ENFP – სხვებზე ზეგავლენის მოხდენის უნარი

ინოვატორი ქარიზმატული და დარწმუნების უნარის მქონე ფსიქოტიპია. განსხვავებული ადამიანების მოხიბვლის უნარი აქვს და მათ არ განსჯის, რადგან ისინი გულწრფელად აინტერესებს. ეს სხვებს საშუალებას აძლევს, მასთან გაიხსნან. როცა ინოვატორს უნდა, კარგი გათვლების გაკეთება შეუძლია. მან იცის, თავისი როგორ გაიტანოს.

მეთვალყურე – ESTJ – შეუჩერებელი ძალა

მეთვალყურე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფსიქოტიპია. ის ყოველთვის რაღაცის კეთების პროცესშია. საქმეზე ორიენტირებულობასთან ერთად, ძალიან პრაქტიკულია. მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უსარგებლო დაბრკოლებაა, რაც საქმის გაკეთებაში ხელს უშლის. როცა მეთვალყურე რაღაცას იწყებს, ბუნების ძალა ხდება. ამის გამო, ეს ფსიქოტიპი ბოსად დიდად სასიამოვნო გასაძლები ვერ იქნებოდა, მაგრამ მეგობრად ნამდვილად ძლიერი მოკავშირეა.

იდეალისტი – INFP – ტელეპორტაცია

იდეალისტს მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო აქვს. რეალობა მისთვის ბევრი რეალობიდან ერთ-ერთია. შინაგანი სამყარო ძალიან კარგად აქვს განვითარებული. ამასთანავე, შემოქმედებით წყალობით სხვების თავის სამყაროში გადაადგილებაც შეუძლია. ბევრ ხელოვანსა და მწერალს შეცდომით იდეალისტის ფსიქოტიპად მიიჩნევენ, თუმცა ამ სფეროში იდეალისტებიც საკმაოდ ვრცლად არიან წარმოდგენილნი. მათ კრეატიული თვითგამოხატვის შესანიშნავი უნარი აქვთ. 

იმპროვიზატორი – ESFP – დაუსრულებელი ენერგია

იმპროვიზატორი შეუჩერებელია. ამ ფსიქოტიპს მერყევი ხასიათი აქვს და მის ცხოვრებაში განწყობა განსაზღვრავს ყველაფერს. მისი განწყობა კი ქცევებით ძალიან ძლიერად გამოიხატება. 

სტრატეგი – INTJ – მომავლის წინასწარმეტყველება

მთავარი კოგნიტური ფუნქციის, ინტროვერტული ინტუიციის წყალობით, სტრატეგს მომავლის განსაზღვრა ძალიან კარგად გამოსდის. თუკი ემპათს ადამიანების რეაგირების წინასწარეტყველება შეულია, სტრატეგს შეუძლია ივარაუდოს, როგორ შეიცვლება სისტემები. ამ თვისების გამო, უნარი აქვს პრობლემა მისი გამოჩენისთანავე აღმოაჩინოს და აღმოფხვრას.

არტისტი – ISFP –  ძლიერი შეგრძნებები

არტისტი სენსორულ შეგრძნებებს ყველა ფსიქოტიპზე მეტად აფასებს. არტისტს ზუსტად ამ თვისების გამო უწოდებენ. ესთეტიკისა და ფიზიკური თვითგამოხატვის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა. არტისტი ხელოვნებას ფიზიკური ფორმით გამოხატავს, ამის კარგი მაგალითია სპორტი. ამ ფსიქოტიპს ხშირად ახასიათებენ, როგორც ნაზსა და მოკრძალებულს, თუმცა თვალთახედვის არიდან რჩებათ როგორი შინაგანი ცეცხლი აქვს.

შეფი – ENTJ –  ბედისწერის კონტროლი

შეფი საკუთარი ბედისწერის ხელთამპყრობელია. ეს ფსიქოტიპი ცხოვრების სადავეების ხელში აღებას ყველაზე არახელსაყრელ გარემოებებშიც ახერხებს. მისი ყველაზე ძლიერი მხარეებია ორგანიზაციის უნარი, გრძელვადიანი გეგემების დასახვის უნარი, გამტანობა და ადაპტირებადობა. შეფი ან იპოვის გზას, ან შექმნის. ხშირად უხეში და დაუნდობელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. კარგად თუ დააკვირდებით, მიხვდებით რომ გარკვეული პრინციპებითა და ღირებულებებით მოქმედებს. ამ თვისებას სხვები მასში იშვიათად ამჩნევენ ხოლმე.

ენთუზიასტი – ESFJ – ყველას ენაზე მეტყველება

ენთუზიასტს თითქმის ყველა ადამიანთან შეუძლია კომუნიკაცია. ის ამაში საკმაოდ დახელოვნებულია და ადამიანების გარემოცვაში თავს უხერხულად თითქმის არასდროს გრძნობს. სხვების პერსპექტივების ამოცნობა ადვილად შეუძლია და შესაბამისად, სასაუბრო თემის მოფიქრებაც. თუმცა ადამიანებთან კომუნიკაციის უნარს ენთუზიასტი ზედმეტად ეყრდნობა ხოლმე.

ანალიტიკოსი – INTP – სუპერ ინტელექტი

ანალიტიკოსი ძალიან გონიერი ფსიქოტიპია, თუმცა ინტელექტუალურ გამჭრიახობასა და ამ გამჭრიახობის პრაქტიკაში გამოყენებას შორის კავშირის პოვნა მისთვის ცხოვრებისეული დილემაა. 

მხარდამჭერი  – ISFJ – უჩინარობა

მხარდამჭერი ჩუმი სუპერგმირია. ეს ფსიქოტიპი საყვარელ ადამიანებს კომფორტს უქმნის, მათი დამცველი და მხარდამჭერია, თუმცა მისი არსებობა მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ადამიანები ამ კომფორტს ვეღარ გრძნობენ. ამის გამო, ხშირად საკმარისად დაუფასებელია ხოლმე.

მოდებატე – ENTP – გარდასახვა

იმისთვის, რომ ადამიანებთან უკეთესად იურთიერთოს და განსხვავებულ იერარქიულ სისტემას მოერგოს, მოდებატეს გარდასახვა შეუძლია. ეს ფსიქოტიპი ქამელეონის მსგავსად, კარგად ერგება გარემოს.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

არ იცი შენი ფსიქოტიპი? გაიარე ტესტი