ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ პატარა დეტალებზე, რომლებიც სტრატეგს, შეფს, ანალიტიკოსს და მოდებატეს აბედნიერებს და კმაყოფილების შეგრძნებას უჩენს. 

Სტრატეგი – INTJ

* შეძლოს რაღაცის სიღრმისეულად გაგება.

* ნება მისცენ მარტო დარჩეს და არ შეაწუხონ.

* ნება მისცენ მიზანს საკუთარი გზით მიაღწიოს.

* შეეძლოს დაუკავშირდეს ადამიანს, რომელსაც მასსავით სწყურია ცოდნა.

* იყოს ისეთ ადამიანთან, რომელსაც მისი ესმის და აფასებს იმისთვის, რაც არის. 

* როცა კარგად შემუშავებული გეგმა წარმატებულად პროგრესირებს.

* ინტელექტუალური თავსატეხის ამოხსნა.

* კარგი წიგნები.

შენთვის ბედნიერებაა იყო თავისუფალი, რომ წარმოიდგინო და მიაღწიო შენს უდიდეს მიზნებს. ინტელექტუალური გამოწვევები გიყვარს, მაგრამ ამავე დროს, გინდა რომ რეალურ სამყაროში რაღაც ხელშესახებს მიაღწიო. მიღწევის განცდა გათავისუფლებს; შემდეგ შეგიძლია ახალი რამ შეისწავლო, შექმნა და აღმოაჩინო. საკუთარ თავზე ზრუნვა ალბათ შენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ იმისთვის რომ კმაყოფილი იყო, ამაზე უნდა იმუშაო. რაც უფრო მეტად შეეცდები საკუთარი ფიზიკური და ემოციური საჭიროებების გაანალიზებას, თავს მით უკეთესად იგრძნობ. ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილება შეიძლება თავიდან გაგიჭირდეს, მაგრამ რაღაც დროის მერე, ესეც ჩვევად იქცევა. სწორი კვება და ვარჯიში თავს უკეთესად და უფრო ბედნიერად გაგრძნობინებს. 
როცა გყავს საყვარელი ადამიანები, რომლებიც გაფასებენ და შენი ესმით, როცა ამ ადამიანებთან ბალანსს პოულობ, საუკეთესო შედეგს იღებ. მიუხედავად მარტოობის სიყვარულისა, ასეთ ადამიანებთან სიახლოვე მაინც გჭირდება და იმის სწავლა, თუ როგორ მოუსმინო და დააფასო ისინი. 

Შეფი – ENTJ

* როცა მიღწევებისა და ინტელექტისთვის ამჩნევენ.

* როცა ადამიანები მისი ერთგულები არიან.

* როცა ინტელექტუალურ კამათში ძლიერი მხარეა.

* როცა შეუძლია თავისი მიზნები და სურვილები მგზნებარედ გამოხატოს.

* როცა მისი გეგმა შეუფერხებლად ვითარდება.

* გულწრფელობა.

* პიროვნული ზრდა.

* წარმატება.

მიზნის მიღწევა კმაყოფილების გრძნობას გიქმნის. გიხარია, როცა ხედავ, რომ პროგრესირებ, იზრდები და ბრძენდები. ხანდახან ისე ხარ ზრდაზე ორიენტირებული, რომ გავიწყდება დააფასო ის ადგილი, სადაც ახლა, ამ წუთას ხარ. ირგვლივ მიმოიხედე. საოცარი არაა, რომ ცხოვრებამ ეს ყველაფერი მოგცა? 
გარეთ გაატარე დრო. დილაობით იარე და საინტერესო აუდიო წიგნს მოუსმინე. გარეთ დანიშნე სამუშაო შეხვედრები. დღის ბოლოს იფიქრე ყველაფერზე, რაც აღმოაჩინე და ისწავლე.
ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როცა ისეთი კარიერა გაქვს, რომელიც თავისუფლებას განიჭებს. ისეთი საქმიანობა ბედნიერებას არ მოგიტანს, სადაც ყოველთვის სხვებისთვის პასუხის გაცემა გიწევს და ზემდგომის საჭიროებების დაკმაყოფილება. ყველაზე კომფორტულად თავს მაშინ გრძნობ, როცა სხვებს ხელმძღვანელობ. 
გულწრფელი და ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთგულებას ძალიან აფასებ და ისეთი ადამიანები გჭირდება, რომლებიც ნებისმიერ ფასად შენს გვერდში იქნებიან. სანაცვლოდ კი, მზად ხარ ამ ადამიანებისთვის ყველაფერი გააკეთო.შენთვის ასევე ძალიან ბევრს ნიშნავს იცოდე, რომ სამყაროში რაღაც დადებითი წვლილი შეიტანე და რაღაც ნიშანი დატოვე, ეს იქნება ჯგუფისთვის წარმატებაში ხელის შეწყობა, თუ საყვარელი ადამიანის დახმარება მიზნის მიღწევაში. 
დრო დაუთმე ფიქრებისა და ემოციების ანალიზს, რომ საკუთარი თავითა და არჩევანით კმაყოფილი იყო.

Ანალიტიკოსი – INTP

* როცა აფასებენ იმის გამო, ვინც არის და რასაც აკეთებს.

* როცა გრძნობს, რომ ვიღაცას მისი სიზუსტისკენ მიდრეკილება ესმის.

* მასტიმულირებელი და გულწრფელი საუბარი.

* შეეძლოს თავისი ინტერესები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროს განსჯის გარეშე.

* იყოს ადამიანებთან, რომლებსაც მისი იუმორის გრძნობა ესმით.

* დატოვონ მარტო, როცა ეს სჭირდება.

*  შეეძლოს ზეწოლის გარეშე ემოციების გადახარშვა.

* ჰქონდეს თავისუფლება აკეთოს ის, რაც სიამოვნებს.

* სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობები.

* გონებრივად მასტიმულირებელი თამაშები.

* კითხვა.

* კოფეინი. 

ბედნიერებას შეიძლება ეძებდე, მაგრამ ვერ პოულობდე. თან, ცინიკური ხარ და შეიძლება გეგონოს, რომ იდილიისა და ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია. 
გარკვეული სახის შემოქმედებითი თავისუფლება გჭირდება, რომ შესაძლებლობები გამოიკვლიო. ამის გარეშე თავს შებოჭილად იგრძნობ. ასევე გჭირდება, ცხოვრების ჯანსაღი წესი დააბალანსო. შენთვის ფიქრებში ჩაკარგვა ადვილია და ამის გამო, ფიზიკური საჭიროებებს უგულებელყოფ. ეს დიდი ხნით თუ გაგრძელდა, გადაიღლები, ენერგიის ნაკლებობას იგრძნობ და ჯანმრთელობაც დაგიქვეითდება. შეეცადე კვირაში სამჯერ ივარჯიშო, ყოველდღე ცოტა იარო და საკმარისი რაოდენობის წყალი დალიო. თუ გავიწყდება, ტელეფონში შეტყობინება დაიყენე!
როგორც ანალიტიკოსს, ასევე გჭირდება გონებრივი და ემოციური ჯანმრთელობისთვის დროის გამონახვა. საკუთარ გრძნობებს ყოველთვის ვერ ამჩნევ ხოლმე, რადგან ეს შენთვის დამრთგუნველია. თუმცა თუ ყურადღებას გაამახვილებ იმაზე, რაც გაწუხებს, შენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. კარგი იქნება ბალანსი იპოვო და გრძნობები არ ჩაიმარხო, პირიქით, გაუმკლავდი ამ ემოციებს და მიიღე ისინი.

იპოვე ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებს. ძალიან ბევრი ადამიანი ემოციურად და ფიზიკურად გფიტავს. დაადგინე საზღვრები. დაუახლოვდი იმ ადამიანებს, რომლებიც შთაგაგონებენ და ბედნიერს გხდიან. შეწყვიტე იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ენერგიისგან გცლიან.

Მოდებატე – ENTP

* შეეძლოს დებატებში ჩართვა ინტელექტუალებთან.

* შეეძლოს ისე მასხარაობა, რომ სხვა არ გაანაწყენოს.

* ახალი შესაძლებლობები.

* ახალი რამის გამოცდა.

* ახალ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებთანაც საერთო ინტერესები აქვს.

* ადამიანები, რომლებიც მის განსაკუთრებულ იუმორს იგებენ და მის ხუმრობებზე გულწრფელად იცინიან.

* გამარჯვება.

* შემთხვევითობა.

* სარკაზმი.

შენთვის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამო, შენი ფსიქოტიპის წარმომადგენლები ხშირად ისეთ კარიერას ირჩევენ, რომლებიც დიდ თავისუფლებას იძლევა, იმის მიუხედავადაც, თუ სხვისთვის მუშაობა უწევთ.
ძალიან ბედნიერი ხარ, როცა შეგიძლია გადაწყვეტილებები სხვასთან გადამოწმების გარეშე მიიღო, ასევე გაბედნიერებს რაღაცის პოტენციალის აღმოჩენა და შენი გონების საზღვრების გაფართოვდება. ამისთვის საკუთარ თავს უნდა დაუპირისპირდე და იმას, რაც გიყვარს. აიღე პროექტი, რომელიც გაშინებს, გააკეთე რაღაც მოულოდნელი (მაგრამ უსაფრთხო). გააოცე საკუთარი თავი!
გჭირდება ისეთი გარემოცვა, რომელიც არ განგსჯის. ძალიან გიჭირს, როცა საყვარელ ადამიანებს შენი აღტაცებები არ ესმით, თუმცა სწორედ მათთან გსურს იყო ის, ვინც ხარ. ბედნიერი მაშინ ხარ, როცა შენი სიღრმისეულად ესმით. სულ რამდენიმე მეგობარიც რომ გყავდეს, რომლებთანაც ის იქნები, რაც ხარ, შენთვის კმაყოფილებისკენ გადადმული დიდი ნაბიჯია.
სტაგნაციას შფოთისკენ მიყავხარ, გჭირდება იმის შეგრძნება, რომ პროგრესირებ. ასევე გსურს სამყაროში რაღაც ცვლილება შეიტანო, ძალიან მცირედიც რომ იყოს. ზოგჯერ ამ ცვლილებამ შეიძლება შენს ახლობლებზე და საზოგადოებაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ შენ თავს ისე გაგრნობინებს, თითქოს რაღაც ღირებული გააკეთე.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.