არტისტის ფსიქოტიპს სათანადო ყურადღება არ ეთმობა ხოლმე მაიერს-ბრიგსის საზოგადოებაში. ალბათ იმიტომ, რომ ინტუიტიური ფსიქოტიპების მსგავსად, ფორუმებსა და საიტებზე არ დაძვრებიან ხოლმე. მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან და საოცარი თვისებები გააჩნიათ. 

Ქვემოთ მოცემულია ის დეტალები, რომლებიც შეიძლება არტისტის ფსიქოტიპში არც შეგინიშნავთ, თუმცა მის პიროვნებაში მნიშვნელოვან შტრიხს ავლებენ.

#1 – ისინი ამჩნევენ იმას, რაც აკლია

არტისტის ფსიქოტიპის წარმომადგენლები ამჩნევენ, როდის ცდილობს სხვა ადამიანი, ინფორმაცია სხვისგან დამალოს. სხეულის ენას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ინტუიტიურად იციან, როგორი რეაგირება მოახდინონ. განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას ხმის ტონს აქცევენ და ამით ხვდებიან, ადამიანი ავთენტურია თუ ფარული მოტივები ამოძრავებს.

#2 – ისინი იმაზე მეტად ინტუიტიურები არიან, ვიდრე წარმოგიდგენია

არტისტის მესამეული კოგნიტური ფუნქცია ინტროვერტული ინტუიციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგნოზების გასაკეთებლად, სტრატეგიის მისაღებად, ან მედიტაციის დროს ამ ფუნქციას იყენებენ. ამ ფუნქციის გამო, ზოგჯერ არტისტის ფსიქოტიპებს შემთხვევით ტესტის პასუხად ემპათი ამოსდით, რადგან პროგნოზირება და ვარაუდების გაკეთება ინტუიციის მახასიათებელია. სინამდვილეში, არტისტის ფსიქოტიპი ამ შესაძლებლობებს შესანიშნავად ფლობს.

#3 – სიბრაზეს გულში იკლავენ

რადგან მათი მთავარი ფუნქცია ინტროვერტული გრძნობაა, ემოციებს საკუთარი თავისთვის ინახავენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერ ემოციებს გრძნობენ, მომენტში მათი გამოხატვისგან თავს იკავებენ. არტისტის ფსიქოტიპს ყველაზე კარგად გამოსდის სტრესის დაძლევა როცა ბრაზდება, მაგრამ ამას არ გამოხატავს. ასე რომ, თუ გგონია რომ შენს საყვარელ არტისტთან ყველაფერი კარგად გაქვს, შეიძლება სათანადო ყურადღებას არ აქცევდე. საერთოდ, საკუთარ გრძნობებზე ყურადღების გამახვილება არ უყვართ, თუკი ისეთ ადამიანთან არ არიან, ვისაც ძალიან ენდობიან. 

 #4 – ემცოიურად იფიტებიან ხოლმე

არტისტის ფსიქოტიპები ემოციურად ყველაზე მეტად იფიტებიან ხოლმე. სხვების საზრუნავი ძალიან ახლოს მიაქვთ გულთან და თან, საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებენ. ძალიან ხშირად შეხვდებით ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სფეროში, სადაც თავიანთი ემოციური ენერგიის დიდ ნაწილს პაციენტებს უთმობენ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია დრო საკუთარი თავისთვისაც გამონახონ და მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერა მიიღონ. 

#5 – ისინი პრაქტიკულები არიან

რადგან ამ ფსიქოტიპის გადაწყვეტილების მიღების მეთოდი გრნობაა, ბევრი ამას ალოგიკურობას, თავქარიანობას და ემოციურ არამდგრადობას უკავშირებს. ეს დასკვნები მცდარია, განსაკუთრებით არტისტის ფსიქოტიპის შემთხვევაში. რადგან დამხმარე ფუნქციად ექსტრავერტული აღქმა აქვთ, უკიდურესად რეალისტურები არიან და პრაქტიკულ გამოყენებაზე ფოკუსირებულები. საუკეთესოები არიან ჯანდაცვაში, ბიზნესში, სამართალდამცავ ორგანოებშიც კი იდეალურად მუშაობენ, რადგან კრიზისულ ვითარებაში სწრაფი ფიქრის უნარი აქვთ.

#6 – პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობის არტისტის ფსიქოტიპი ახალ ზელანდიაში ცხოვრობს

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ არტისტის ფსიქოტიპი ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით ახალ ზელანდიაშია წარმოდგენილი, სრული მოსახლეობის თითქმის 7%-ს შეადგენენ. აშშ-ში არტისტის ფსიქოტიპი მოსახლეობის 5.4%-ია.

#7 – ბევრი ცნობილი ადამიანი არტისტის ფსიქოტიპია

ჯიმი სტიუარტი, დეივიდ ბოუვი, ბრედ პიტი, პრინცი, რიანა, რაიან გოსლინგი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი არტისტის ფსიქოტიპის წარმომადგენელია. არტისტს განსაკუთრებული სცენური ნიჭი აქვს, ასე შესაძლებლობა ეძლევა ღრმად დამალული ღირებულებები და გრძნობები გამოხატოს, ცეკვასა და მოქმედებაში კი სენსორული სიზუსტე ეხმარება.

#8 – ტრადიციას მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს

რადგან სენსორული ფსიქოტიპია, ბევრი ამას ტრადიციის სურვილს უკავშირებს. არტისტს არაორდინალურად აზროვნების პრობლემა არ აქვს. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები ხშირად ძალიან დამოუკიდებლები არიან.

#9 – ხშირად გამოირჩევიან ხელოვნებაში

არტისტს ძლიერი ესთეტიკური შეგრძნება აქვს და გარშემო სილამაზეს ეძებს. განსაკუთრებით კარგად გამოსდით საგნების მანიპულაცია და შეიძლება დიდი ოსტატობით ფლობდნენ შემოქმედებით ინსტრუმენტებსაც.

#10 – ლაპარაკს მოქმედება ურჩევნიათ

მაშინ, როცა ფსიქოტიპები, რომლებსაც კოგნიტურ ფუნქციად ექსტრავერტული გრძნობა აქვთ, საკუთარ ემოცებს ხმამაღლა გამოხატავენ, არტისტის ფსიქოტიპი ამას საკუთარი თავისთვის ინახავს. გრძნობებს უფრო საქმით გამოხატავენ. საყვარელ ადამიანებს პრაქტიკულად ეხმარებიან. მათ ისეთ რაღაცებს უკეთებენ ხოლმე, რაც რეალურ, ხელშესახებ შედეგებს უზრუნველყოფს.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.