როგორ შევარჩიოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ჩვენს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს მოეწონებათ?

ზოგიერთის აზრით, საჩუქრების ჩუქება ცარიელი რიტუალია, თუმცა თუკი ამას გულით აკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამით საყვარელ ადამიანებს ვაგრძნობინებთ, რამდენად ძვირფასები არიან ჩვენთვის.

ეს სტატია ცოტათი მაინც დაგაკვალიანებთ, როგორ შეარჩიოთ სწორი საჩუქარი სტრატეგისთვის.

ეს ის ფსიქოტიპია, რომელსაც სიურპრიზები ყველაზე ნაკლებად უყვარს. ასევე არ უყვარს საჩუქრის გაცემის ფორმალობები. ის ნივთს მაშინ ყიდულობს, როცა სჭირდება: წაიკითხავს მიმოხილვებს, მოძებნის საუკეთესო ხარისხის ნივთს და შემდეგ იყიდის. 

ბევრი სტრატეგი ამბობს, რომ ურჩევნია საჩუქრების გაცემისა და მიღების ტრადიცია საერთოდ გაუქმდეს. ნივთების შეძენა საკუთარი თავისთვის თვითონ ურჩევნია და როცა საჩუქარს იღებს, თავს უხერხულად გრძნობს; ისიც არ იცის, როგორ გამოხატოს მადლიერება.

სტრატეგს უყვარს პრაქტიკული საჩუქრები. სიურპრიზის ელემენტი მისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს, პირიქით, ბევრი სტრატეგი ამბობს, რომ სიურპრიზები არ უყვარს.

ამ ფსიქოტიპების უმრავლესობას ურჩევნია არ მიიღოს საჩუქარი იმ ადამიანებისგან, რომლებთანაც განსაკუთრებით ახლოს არაა. ისეთი გრძნობა უჩნდებათ, რომ საჩუქრის მიღებით გაცემა-მიღების კონტრაქტს აწერენ ხელს და ამ ხელშეკრულებაში თანამონაწილეობა არ სურთ. სანამ ვინმეს საჩუქარზე ფიქრით დაიტვირთავს თავს, ურჩევნია მას კარგად იცნობდეს. საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა სტრატეგს ძალიან სიამოვნებს და მეტიც, საჩუქრის მიღებას გაცემა ურჩევნია, ოღონდ მხოლოდ ახლო მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. 

ფული

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სენტიმენტალურად არ ჟღერს, უკეთესია სტრატეგს ფული აჩუქო. ეს მას საშუალებას მისცემს, ის შეიძინოს, რაც სურს. ამასთანავე, გაითვალისწინე რაოდენობა. ზოგ სტრატეგს უთქვამს, რომ თავი უხერხულად უგვრძნია, როდესაც მისთვის არც ისე ახლო მეგობარმა დიდი რაოდენობის ფული აჩუქა.

დაგეგმე მგზავრობა, მუზეუმში ვიზიტი, ან რამე ივენთი, რომლითაც ისიამოვნებს. ცოტაოდენ პროგნოზირებადობას სტრატეგი ყოველთვის მიესალმება.

ნუ იქნები ზოგადი, იყავი სპეციფიური. თუ სასაჩუქრე ბარათის ყიდვა გინდა, იმ მაღაზიის ბარათი შეიძინე, რომელიც მისი ინტერესების სფეროში შედის. ამ ფსიქოტიპს სპეციფიური გატაცებები აქვს ხოლმე, რომელსაც ზოგადი დანიშნულების მაღაზიებში ვერ შეხვდები.

ტექნიკა

სტრატეგს ტექნოლოგია იტაცებს და უყვარს ექსპერიმენტები ელექტრონულ მოწყობილობებში. ამიტომ, ტექნოლოგიური მოწყობილობის ყიდვა ძალიან კარგი ალტერნატივაა. თუმცა ისევ გაფრთხილებთ, ჯერ სტრატეგს ჰკითხეთ რა სჭირდება და რისი ქონა ესიამოვნებოდა. ბევრ ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელს მოსწონს ვიდეო თამაშების სისტემა, ტაბლეტი, მეხსიერების ბარათები და ა.შ.

პ.ს. ყოველი შემთხვევისთვის ჩეკიც შეინახე. გამორიცხული არაა, რომ შენი საჩუქარი არ მოეწონოს. სტრატეგს ძალიან სპეციფიური გემოვნება აქვს, ამიტომ არ გეწყინოს, თუ შენი საჩუქარი სხვა რამეში გადაცვალა. 

ხელნაკეთი ნივთი

სტრატეგი ძალიან პრაქტიკული ადამიანია, მაგრამ ხელნაკეთი საჩუქარი ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს მასზე. გულით გააკეთე რამე სტრატეგისთვის, მაგალითად გამოაცხვე ნამცხვარი, ააგე წიგნის თარო, გამოიყენე შენი ნებისმიერი ნიჭი, რომ რაღაც გულწრფელი შექმნა. 

წიგნი

სტატეგს კითხვა უყვარს. Ni(ინტროვერტული ინტუიცია) დომინანტ ფსიქოტიპებს, როგორიცაა სტრატეგი და ემპათი, ზოგადად, ერთი ან ორი საყვარელი თემა აქვთ ხოლმე. შეეცადე გაარკვიო მისი ინტერესის სფერო და წიგნი ასე შეარჩიო. ჩეკი მაინც თან გქონდეს, შეიძლება ეს წიგნი უკვე აქვს.

ბევრი სტრატეგი ამბობს, რომ უყვარს საჩუქრად ღვინის, ლუდის ან ვისკის მიღება. ასევე მოსწონთ ჩაი, ყავა და შოკოლადი. შეგიძლია უყიდო მაღალი ხარისხის პასტა ან ფანქარი, ორგანაიზერი. სტრატეგს ისეთი ინსტრუმენტები მოსწონს, რომელიც ცხოვრების ორგანიზებაში დაეხმარება და მას უფრო პროდუქტიულს გახდის.
გახსოვდეს: სანამ რამეს შეარჩევდე, ჯერ გაარკვიე, რა სჭირდება.


………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.