არის მომენტები, როცა ვირტუოზი შეიძლება ყველაზე ბედნიერ და აღტაცებულ ადამიანად მოგეჩვენოთ. თუმცა, ის ინტროვერტია და დიდ დროს მარტო ატარებს.

მელანქოლია

ეს ვირტუოზის სუსტი მხარეა. ძალიან სწრაფად ბეზრდება და შედეგად მელანქოლიური ხდება. 

ვირტუოზი ყველანაირ გამოწვევას და თავისუფლების შეზღუდვას გაურბის. ამ თვალსაზრისით თავი თუ გამოუვალ მდგომარეობაში იგრძნო, დეპრესიაში ვარდება. ასეთი შემთხვევები კი შეიძლება ყოველდღიურ სიტუაციებში გამოვლინდეს, ძირითადად ურთიერთობებსა და სამსახურში. 

ბედნიერება

სამაგიეროდ, თუ ისეთ სიტუაციაში მოხვდა, სადაც თავს შებორკილად არ გრძნობს და იმის გაკეთება შეუძლია, რაც მას თვითონ უნდა, აღტაცებამდე მიდის და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხდება.

ბევრს ჰგონია, რომ ყველაზე დიდ დეპრესიაში ემპათი ვარდება. სინადვილეში ეს ასე არ არის. ვირტუოზი ყველაზე დეპრესიული ფსიქოტიპია. 

ვირტუოზის კოგნიტური ფუნქციები ემპათის, ასევე იმპროვიზატორისა და მენტორის მსგავსია, თუმცა განსხვავებული თანმიმდევრობით. 

ზოგადად, STP(ვირტუოზი, ავანტიურისტი) და NFJ(ემპათი, მენტორი) საკმაოდ ემო ფსიქოტიპები არიან, თუმცა ემოობაში ვირტუოზს ვერავინ შეეჯიბრება. 

ვირტუოზი ხელოსანია, და ხელობით რომ დაკავდეს, უნდა რომ თავი თავისუფლად იგრძნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის სამყარო მოსაწყენ ადგილად იქცევა. თუმცა, არ გეგონოთ, რომ ამ თავისუფლებას ეს ფსიქოტიპი ბოროტად იყენებდეს. თუ ნარკოტიკზე არაა დამოკიდებული და ძალიან ჰედონისტი არაა, შეუძლებელია ვირტუოზი გაირყვნას. 

აჩუქე ვირტუოზს ხელსაწყოები და სთხოვე რამე აგიგოს.

კრიტიკა

ვირტუოზის მთავარი კოგნიტური ფუნქცია ინტროვერტული აზროვნებაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ყველაფერს აკრიტიკებს და ყველაფრის გაუმჯობესებას ცდილობს.

ნება მიეცი, რამე გასწავლოს. მას უყვარს მენტორობა, თუმცა თეორიები არ აინტერესებს.
თუ სწავლის უნარი არ გაქვს, შენს მიმართ პატივისცემას დაკარგავს და ამ შემთხვევაში, არც შვილები იქნება გამონაკლისი. 


………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.