ცუდი და კარგი დღეები ყველას აქვს და წარმატებას და წარუმატებლობასაც ყველა განიცდის, თუმცა ამ ყველაფერზე თითოეული ჩვენგანი სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ. რა თქმა უნდა, ეს შიშები შეიძლება ყველას არ გააჩნდეს და ნებისმიერ ფსიქოტიპს სხვადასხვა სახის შფოთვა ჰქონდეს, თუმცა ამ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ, ფუნდამენტურ შიშზე, რომელიც თითოეული ფსიქოტიპის კოგნიტური ფუნქციების უნიკალური თანმიმდევრობითაა გამოწვეული.

P.S. ეს სტატია საკუთარი თავის უკეთ შესაცნობადაა განკუთვნილი. ამ მონაცემებით ნუ იხელმძღვანელებთ სხვა ადამიანების განსასჯელად.

იდეალისტი – INFP

იდეალისტს ეშინია, რომ სამყაროს არ მოწყდეს. იმის გამო, რომ სამყაროს სიდიდე და კომპლექსურობა აშინებს, ერთ სიტუაციაში თავისი დაკვირვებებით ყველა სიტუაციაში ხელმძღვანელობს. შედეგად, საკუთარ თავს სამყაროსგან მოწყვეტილად არ გრძნობს. 

იდეალისტი ფილოსოფიის ლაბირინთში ღრმად იძირება და იკარგება. როცა ამ ჩაღრმავების დროს სირცხვილის შეგრძნება უჩნდება რომ სამყაროს მოწყდა, ამ შეგრძნებას იმის მტკიცებით უმკლავდება, რომ მისი ცოდნა ყოველგვარი შემეცნების უნივერსალური ზენიტია. 

იდეალისტს ძალიან კარგად გამოსდის ფილოსოფიური შეკითხვების დასმა, მაგრამ რთულია შეკითვის დასმა ისე, თითქოს ყველას პასუხი უკვე იცი. იდეალისტს არ შეუძლია მის მიერ დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს და როცა იძულებულია ეს გააკეთოს, მარტივ ტრუიზმებს იყენებს. რეალურად, უამრავი გამონაკლისის და სხვა ბევრი რამის გათვალისწინება სჭირდება და ერთი ელეგანტური პრინციპით ვერ იხელმძღვანელებს, რომელიც უნივერსალურად მოქმედებს. ეს ყველაფერი იდეალისტს სამყაროსგან კიდევ უფრო დაშორებულად წარმოაჩენს. როცა გგონია, რომ შენი შეხედულება უმაღლესია, ჭკუის დამრიგებლური ჭეშმარიტებები ძიებებშიც ხელს გიშლის.

წაიკითხე მეტი: 16 თვისება, რაც იდეალისტს ახასიათებს

სტრატეგი – INTJ

სტრატეგს ეშინია, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ხდება საბოლოოდ მისი ბრალია. უფრო მეტი რომ მოენდომებინა, უკეთესი რომ ყოფილიყო, უფრო რომ აჩქარებულიყო, უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო, წარუმატებლობის თავიდან არიდებას შეძლებდა. 

სტრატეგს აქვს სიტუაციებზე, ადამიანებზე და მოვლენებზე კონტროლის ხელში ჩაგდების ტენდენცია, რომ დაეხმაროს გახდნენ ისინი, რისი პოტენციალიც აქვთ. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებს სურთ, სამყარო უკეთეს ადგილად აქციონ. თუმცა რადგან სტრატეგს უჭირს ადამიანების მოტივების გამოცნობა და შესაბამისად, მათი მოთხოვნილებების გათვალისწინება, ხშირად სირთულეებს აწყდება როდესაც სხვაზე კონტროლს იღებს. 

ადამიანების, სიტუაციების და საერთოდ, სამყაროს გამოსწორების პროცესში სტრატეგს საკუთარი თავი უკიდურეს ტკივილამდე მიჰყავს. სტრატეგს ძალიან კარგად გამოსდის პრობლემების მოგვარება, კარგად ხედავს ტენდენციებს და იცის როგორ შეიძლება მათი გაუმჯობესება, მთავარია ზედმეტი კონტროლის ცდუნებას გაუძლოს. 

წაიკითხე მეტი: 13 საინტერესო ფაქტი სტრატეგის შესახებ

ანალიტიკოსი – INTP

ანალიტიკოსს ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ მეორეხარისხოვანია, რაც არ უნდა ისწავლოს და იფიქროს, საუკეთესო ვერასდროს იქნება.

ამ შიშის გამო ანალიტიკოსი სხვებს დაბლა აყენებს, რომ თვითონ მათზე მაღლა დადგეს. იმის ნაცვლად, რომ აღმოჩენის მღელვარებით დატკბეს, ახალი კითხვები დასვას და ცნებები ერთმანეთს მოარგოს, ანალიტიკოსს ჯაბნის შიში, რომ ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ის საუკეთესო არ იქნება.

როცა სხვა მასზე უკეთესია, ამაზე ან ნიჰილისტურად რეაგირებს, რომ არც არავის აქვს ღირსება, თავის წარმოსახვით უმნიშვნელობაში თავი მარტო რომ არ იგრძნოს, ან კიდევ ახალი სპეციალიზაციის პოვნას შეეცდება, რაშიც შეეძლება საუკეთესო იყოს და კონკურენტების წარმატებებისა და ძალისხმევის დაპატარავებას დაიწყებს.  

ამავდროულად, ანალიტიკოსის არჩეული სპეციალობის მიღმა სხვა დისციპლინების არსებობა კოსმიური შეუსაბამობის შიშს იწვევს მასში, რაც 

აიძულებს ამტკიცოს, რომ სხვების სპეციალობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მხოლოდ მისი გამოცდილების სფეროა საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ასევე უბიძგებს დაამტკიცოს, რომ ყველაფერი შეუძლია, ძალიან ნიჭიერია, რომ ბუნებით იმდენად დაჯილდოვებულია, რომ არ სჭირდება დაოსტატება.

ანალიტიკოსი სწავლის პროცესში ბუნებრივად გადის ევოლუციას, თუმცა ეს ვნებით უნდა აკეთოს და არა იმ განცდით, რომ სხვას დაუმტკიცოს თავისი ღირსება.

წაიკითხე მეტი: 3 რამ, რაც ანალიტიკოსზე უნდა იცოდე

მხარდამჭერი – ISFJ

მხარდამჭერს ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ ზედმეტად უხეში, ცხოველურია და ინსტინქტებსაა დამონებული. მხარდამჭერი როცა სხვებში სიწმინდეს ხედავს, აღმერთებს, თუმცა ეშინია რომ ტალახზე და სისხლზე მეტი ვერასდროს იქნება. 

ამის საწინააღმდეგოდ, მხარდამჭერი ცდილობს აკეთოს ისე, როგორც მას ეუბნებიან, მაშინაც კი როცა ეს არ უნდა. შიშით, რომ სიბრძნე აკლია, საკუთარ მსჯელობას აჩუმებს და ავტორიტეტის მსჯელობას ეყრდნობა. მაშინაც კი, როცა არ არსებობს ადამიანი, რომელიც მისთვის ბრძანებებს გასცემს, კულტურა და სამყაროა მისთვის მუდმივი ავტორიტეტის ფიგურები. 

ვინაიდან მხარდამჭერს სიკეთის დაცვა სურს, მზადაა იმ კულტურის მოლოდინებით იცხოვროს, რომელშიც ცხოვრობს. როდესაც ავტორიტეტის განკარგულებები და კულტურის მოლოდინები უნივერსალურ პრინციპებს არღვევს, მხარდამჭერი ამას იგნორირებას უკეთებს.

რადგან პიროვნებების შეფასება უჭირს, მხარდამჭერი ვარაუდობს რომ ავტორიტეტის წარმომადგენლები და კულტურა კარგი განზრახვის მქონე, კარგად ინფორმირებულები არიან და შეუძლებელია საშიში, სუსტი მხარეები ჰქონდეთ. ყველაზე მარტივია მისთვის იმის აღიარება, რომ სამყარო ისეთია როგორიც უნდა იყოს და რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ლიდერებად ხედავს, კარგი მიზეზები აქვთ იმ გადაწყვეტილებებისთვის, რასაც ისინი იღებენ.

ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები საკუთარ ძვირფას თვისებებს აპატარავებენ და იმის ნაცვლად რომ ხმა აიმაღლონ და სამყარო დაიცვან, საპირისპიროს აკეთებენ. 

წაიკითხე მეტი: ფაქტები მხარდამჭერის ფსიქოტიპზე

მენტორი – ENFJ

მენტორის ყველაზე მთავარი შიში ისაა, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, უმნიშვნელოა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს აკეთებს ან რამდენად ზრუნავს სხვებზე, მას ეშინია, რომ მისი მხარდაჭერა, დახმარება და სწავლება არანაირ შედეგს არ გამოიღებს. 

მენტორის დილემა არის სისასტიკეზე, ეგოისტობასა და მეწვრილმანეობაზე თვალის დახუჭვის ტენდენცია – ჰგონია, ასე ჯგუფში ყველა ბედნიერი იქნება. რადგან მენტორს უკვე ეშინია, რომ რასაც ის აკეთებს არანაირი სასიკეთო შედეგის მომტანი არ იქნება, ფიქრობს: რა აზრი აქვს იმ ადამიანების წინააღმდეგ წასვლას, რომლებზეც ზრუნავს, მაშინაც კი, როცა იცის რომ ეს ადამიანები არასწორად იქცევიან? შეიძლება დაზარალებულების დაცვა ბევრჯერ სცადა, მაგრამ პრობლემის მოგვარება ვერ მოახერხა. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ უთანხმოება გაამწვავოს, თავს დაიბრმავებს, თითქოს ბულინგი და ზიზღი არ არსებობს და ყველა კარგადაა ერთმანეთთან.

წაიკითხე მეტი: როგორი ფსიქოტიპია მენტორი?

ინოვატორი – ENFP

ინოვატორს ეშინია, რომ მისი გრძნობები, სურვილები, ემოციები უმნიშვნელოა, ყველაფერი რაც ოდესმე განუცდია, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, სულელური და სასაცილოა. 

ინოვატორს მძაფრი სურვილი აქვს დაამტკიცოს, რომ მისი ფიქრები და გრძნობები ვალიდურია. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ საკუთარი გრძნობების დამტკიცების პროცესში, შეიძლება სხვისი გრძნობები დააპატარაოს. თავს თუ სულელად გრძნობს, საკუთარი თავის განმტკიცებისთვის სხვას შეიძლება მოექცეს, როგორც სულელს. ასე მოქცევით ინოვატორი თრგუნავს თავის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას – დაინახოს სხვების ღირსებები და ხაზი გაუსვას მათ. 

წაიკითხე მეტი: შენ ინოვატორი ხარ, თუ…

შეფი – ENTJ

შეფს ეშინია, რომ არავის აინტერესებს ის, რასაც ის ამბობს. ეს ფსიქოტიპი სწუხს, რომ ადამიანები ადვილად იღლებიან მისი მოსმენით, ღიზიანდებიან იმით რასაც მათ ეუბნება, ან ურჩევნიათ რამე სხვა გააკეთონ, ვიდრე მათ დაუთმონ დრო.

შეფი ადამიანების ყურადღების მიპყრობას მეტი საუბრით, ხმამაღლა ლაპარაკით, პირდაპირობით, ქარიზმატული, ინტელექტუალური დიალოგით ცდილობს. შეფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ შეხედულებებს, აზრებს, ნიჭს, რაღაც გზით ეს სხვებსაც უნდა რომ დაანახოს! შეფის ფსიქოტიპის ზოგიერთი წარმომადგენელი ამას ხმამაღლა ცდილობს, ზოგი კი მშვიდად და შეუჩერებლად ყვება თავის შეხედულებებზე. არცერთი მეთოდი არაა ეფექტური და ორივე შემთხვევაში სხვებს განიზიდავს, საბოლოოდ კი საკუთარი შიშის რეალიზებას ახდენს, როცა რწმუნდება რომ უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს სურს მისი მოსმენა. 

წაიკითხე მეტი: როგორ ამოვიცნოთ შეფი

მოდებატე – ENTP

მოდებატის მთავარი შიში ისაა, რომ არ არის კარგი, არ არის სანდო, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ღირსეული ადამიანი. 

იმის მიუხედავადაც, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი, მოდებატე ნებდება იმ აზრს, რომ ცუდია. საკუთარი თავის მიღების მცდელობაში უშვებს მცდარ, ნეგატიურ წარმოდგენებს და ამტკიცებს, რომ ეს პაკეტის ნაწილია.

საკუთარი სტილის მიღებაში არაფერია ცუდი, თუმცა მოდებატე ტყუვდება, რომ განსაკუთრებულობის გამოა ცუდი და უპასუხისმგებლო, ასე კი სხვებს განიზიდავს და საკუთარ თავს დაბრკოლებებსაც უქმნის.

ენთუზიასტი – ESFJ

ენთუზიასტს ეშინია, რომ საკუთარი თავის დასამტკიცებლად სხვებზე ორჯერ მეტი შრომა მოუწევს, რომ რა მონდომებითაც არ უნდა სცადოს, ვიღაცას მაინც გაუცრუვებს იმედს, ან ბუნებრივი შესაძლებლობების სიმცირის გამო უბრალოდ მარცხს განიცდის.

ამის გამო ენთუზიასტს ყველაფრის ერთბაშად გაკეთება უნდა. მიზნების შესასრულებლად გეგმებს ადგენს, საკუთარი თავის დისციპლინას ახდენს. გასაკვირი არაა, რომ ყველაფერი იდეალურად არასდროს გამოდის. ისიც ადამიანია და ადამიანებს ემოციური საზრდო სჭირდებათ, რამეს რომ მიაღწიონ. 

ამ შიშების ტყვეობაში ენთუზიასტი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ძალიან კარგადაა, რომ ძლიერია და დასვენება და განტვირთვა არ სჭირდება. საბოლოოდ ან სულიერ კრიზისში ვარდება და მწარდება, ან ზედმეტი მეწვრილმანეობით დაგეგმილი მიზნები ეშლება. ყველაფრის დაჩქარებით ენთუზიასტი საკუთარ ძლიერ მხარესაც თრგუნავს – უნარს, სხვებს კარგად აგრძნობინოს თავი. 

წაიკითხე მეტი: 33 ნიშანი, რომ შენ ენთუზიასტი ხარ

იმპროვიზატორი – ESFP

იმპროვიზატორს ეშინია, რომ ყველაფერი რასაც აკეთებს, არანაირი გავლენა არ ექნება სხვებზე; შეიძლება ახლა ადამიანებისთვის სიხარული მოაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არაფერს ცვლის. 

იმპროვიზატორი ცდილობს აირიდოს ყველაფერი, რაც ხანმოკლე ტკივილს, მსხვერპლს ან კონფლიქტს მოითხოვს. თუკი გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება იმას, რასაც აკეთებს, რატომ უნდა დახარჯოს დრო უშედეგოდ მსხვერპლის გაღებაზე? 

იმპროვიზატორი ყურადღებას ამახვილებს ბედნიერებასა და სიმშვიდეზე, ამიტომ მომენტით ტკბობაზეა ფოკუსირებული, თუმცა როდესაც მისი შიშები თავს იჩენს, მომავალს თავიდან ირიდებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აწმყოში თავს უკეთესად აგრძნობინებს, თუმცა შეიძლება მომავალში ძვირად დაუჯდეს. 

მეთვალყურე – ESTJ

მეთვალყურეს ეშინია, რომ არაა განათლებული და შინაარსიანი. არ აქვს მნიშვნელობა ეს მართალია თუ არა, ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ არ არიან საკმარისად ღრმა, ფილოსოფიური, ან განათლებული. ეს პრობლემური მაშინ ხდება, როცა მეთვალყურე ცდილობს დაამტკიცოს, რომ სხვებზე მნიშვნელოვანია, ან აცხადებს, რომ საერთოდ არავინაა მნიშვნელოვანი და საკუთარი თავი უნდა დაძლიონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავს განათლებულად აჩენენ. ცინიკური მოდგომა თავდაცვის მექანიზმია: როცა მეთვალყურე თავს გაუნათლებლად გრძნობს, თვალებს ატრიალებს ბევრ ისეთ ადამიანზე, რომლებიც მართლა კარგები, მნიშვნელოვანები, საჭიროები და ძვირფასები არიან. 

ავანტიურისტი – ESTP

ავანტიურისტს ეშინია, რომ ბუნებით გონიერი არაა. ამის კომპენსირებას ცდილობს ან გაუთავებლად იმის მტკიცებით, თუ რა ჭკვიანია, ან არც თუ ისე ჭკვიანური ქმედებებით დაკავებით. საკუთარი პრაქტიკულობითა და გამჭრიახობით ამაყობს, როცა გულის სიღრმეში ისევ ეშინია რომ სულელია.

ამ შიშის ზეგავლენით ავანტიურისტი ამტკიცებს, რომ მასავით ჭკვიანი არავინაა – მას სხვანაირი გამჭრიახობა აქვს, რაც სხვისას ბევრად სჯობს. 

ავანტიურისტს ყველაზე კარგად საკუთარი შესაძლებლობების, გამოცდილებებისა და შეხედულებების დაცვა გამოსდის, რაც მისი ძლიერი მხარეა, თუმცა ეს პრობლემა მაშინ ხდება, როცა თავი ჭკვიანად რომ იგრძნოს, სხვების განადგურებას შეეცდება, ან კიდევ იმის მტკიცებას, რომ არასდროს ნდომებია ჭკვიანი ყოფილიყო. 

წაიკითხე მეტი: ავანტიურისტის ხასიათის ძირითადი შტრიხები

ემპათი – INFJ

ემპათის ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ არაა მოსაწონი, მისაღები და უბრალოდ ყველასგან ძალიან განსხვავდება. შეიძლება საკუთარი თავი უყვარს, მაგრამ ეშინია რომ სამყაროს მხოლოდ ფრაგმენტებს აჩვენებს და მის რეალურ სახეს თუ დაინახავენ, არ მოეწონებათ.

ემპათს სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა აქვს, რომ ის რასაც თვითონ წარმოადგენს, ყველასგან განსხვავებულია. მისი გატაცება უნივერსალური პრინციპებით – რაც ემპათს სხვებისგან განასხვავებს, – მისი ყველაზე ძლიერი მხარეა. ემპათს ეშინია, რომ მის ამ საიდუმლო სიყვარულს ვინმე თუ მიუხვდება, მას უცნაურად ჩათვლის. 

ამ შიშის გამო, ემპათი თავის ძლიერ მხარეს ექსპლუატაციას უწევს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის მეტია, ვიდრე მისი სერიოზული მხარე. მართალია, ემპათი მხიარულიც შეიძლება იყოს და სპონტანურიც, თუმცა მომენტის სიხარულს უნივერსალურ პრინციპებთან დამოკიდებულება ანიჭებს. 

იმის მტკიცებაში, რომ ნორმალურია, ძლიერ მხარეს აპატარავებს და ზუსტად ამის გამო კარგავს მომხიბვლელობას. 

წაიკითხე მეტი: რა არის ემპათის ღირსება და ნაკლი?

არტისტი – ISFP

არტისტს ეშინია, რომ არაფრის შენარჩუნება არ შეუძლია. ყველაფერი მთავრდება, კვდება ან იკარგება, ამიტომ შიშობს რომ ყველა, ვინც უყვარს და ვისაც აფასებს, ასევე გაქრება.  შედეგად, არტისტი სასოწარკვეთით ეჭიდება პირად სამყაროს. ყველაფერი, რაც მან მოიძია და შეაგროვა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პრობლემური მაშინ ხდება, როცა შიშის გამო ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს უგულებელყოფს, რადგან მჭირდროდ ეკვრის იმას, რისი დაკარგვისაც ეშინია. 

არტისტმა შეიძლება სხვების საჭიროებებზე თვალი დახუჭოს და მხოლოდ საკუთარი ბედნიერიების მოფრთხილებაზე იზრუნოს. შეიძლება პირადი სამყაროს გარშემო ლამაზი და შეუღწევადი ზღუდე აღმართოს, რომ დაიცვას ყველაფერი კარგი, რაც მას აქვს. ამასობაში, როა გარესამყაროსთვის თავის დანახვების შიმშილი შეაწუხებს, ეს ყველაფერი კარგი განიავდება და ამას გვიან გაანალიზებს. 

თითოეული გამოცდილებიდან სიხარულის მიღების ნაცვლად, არტისტი ყველაფერს სიხარულს აცლის და ეს მისი ამაო მცდელობის გამოა, რომ ყველაფერი ხელუხლებლად შეინარჩუნოს. 

წაიკითხე მეტი: 33 ნიშანი, რომ შენ არტისტის ფსიქოტიპი ხარ

პრაგმატისტი – ISTJ

პრაგმატისტს ეშინია, რომ სამყაროში უნიკალური ადგილი არ აქვს, რომ უნდა შეერიოს სხვებს, რადგან მისთვის განსაკუთრებული როლი და სამუშაო არ არსებობს. მას ეშინია, რომ მხოლოდ სხვისი როლის შესრულება შეუძლია საუკეთესოდ, რადგან საკუთარი არ აქვს. თავდაცვის მიზნით ამტკიცებს, რომ მსოფლიოში არავის ადგილს არ აქვს მნიშვნელობა. ამ შიშს რომ გაუმკლავდეს, თავის პატარა სამეფოს აშენებს. შიში ისევ რჩება, პრაგმატისტი კი იწყებს მტკიცებას, რომ მისი სამეფოს გარდა არაფერია მნიშვნელოვანი. არც უცოდინარ პატარა ადამიანებს აქვთ ადგილი, უბრალოდ თავს იტყუებენ, რომ მიზანი აქვთ. 

ეს მზარდ უკმაყოფილებას და ეჭვს იწვევს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის კერძო სამფლობელოში არ არიან. იზრდება იმის შიში, რომ გარესამყარო შემოიჭრება, დაანგრევს მის საყვარელ სამეფოს და გამოააშკარავებს, რომ მას სინამდვილეში ეს სამეფო არასდროს ჰქონია. პირადი სამყაროს დაკარგვის შიში პრაგმატისტს რეალობის უარყოფას აიძულებს.

წაიკითხე მეტი: 35 ფაქტი პრაგმატისტის შესახებ

ვირტუოზი – ISTP

ვირტუოზს ეშინია, რომ აუტსაიდერია და არასდროს ყოფილა “ნორმალური” ადამიანების ჯგუფის ნაწილი. მისი გამოცდილებები მხოლოდ მას ეკუთვნის და სწუხს, რომ მათ ვერასდროს გააიგივებს სხვებთან. 

თავდაცვის მიზნით ამტკიცებს, რომ ჯგუფის წევრი არაა, რადგან მისი უნიკალური გამოცდილება ჯგუფზე უკეთესს ხდის. ის უფრო გამჭრიახია, ჭკვიანი, უფრო პრაქტიკული, უფრო კომუნიკაბელური, – რითაც არ უნდა იმართლოს თავი, ვირტუოზი ამტკიცებს რომ სხვები ვერ აკმაყოფილებენ მის მაღალ სტანდარტებს. 

ამას ვირტუოზი იმ დამოკიდებულებამდე მიჰყავს, რომ მისი გამოცდილებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ურთიერთობები; რომ მას მეგობრები არ სჭირდება, – არ სჭირდება იმაზე ზრუნვა, რომ ვინმეს მოეწონოს; ყველაზე სასარგებლო მისი ცოდნა, უნარები და გამოცდილებაა. ნებისმიერი, ვისაც საკმარისი უნარები არ აქვს, სულელი, ზარმაცი და უღირსია. 

ვირტუოზი ზედმეტად ამარტივებს სამყაროს სირთულეს როცა ამტკიცებს, რომ ყველამ უნდა გაიაროს სპეციალიზაცია ან უნდა იყოს სპეციალიზირებული იმ დარგში, რომელშიც თვითონაა.

წაიკითხე მეტი: შენ ვირტუოზი ხარ, თუ…

………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.